როგორ აარჩიოთ საუკეთესო საბავშვო ეტლი თქვენი შვილის ბედნიერებისთვის?

როცა ოჯახში ახალი სიცოცხლე ჩნდება, სიხარულიც თავისთავად მოდის. მშობლები ან მანამდე, ან შვილის დაბადების შემდეგ იწყებენ ფუსფუსს. ერთი აუცილებელი ნივთი, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება თქვენი ბავშვის კომფორტსა და თქვენს სიმშვიდეზე, საბავშვო ეტლია.

ლოკალურ ბაზარზე ბევრი ვარიანტი მოიძებნება, მაგრამ იდეალური ეტლის არჩევას ხანდახან დიდი დრო სჭირდება. ამ ბლოგში განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც გასათვალისწინებელია, რათა აირჩიოთ საუკეთესო საბავშვო ეტლი თქვენი შვილის ბედნიერებისთვის.

სწორად შერჩეულ საბავშვო ეტლს შეუძლია არა მხოლოდ ბავშვის კომფორტი უზრუნველყოს, არამედ თქვენი ყოველდღიური საქმეებიც გაამარტივოს და მეტი ხალისი შეგძინოთ.

საჭიროებების განსაზღვრა

მანამ, სანამ ბავშვისთვის ეტლს შეიძენთ, რიგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ და პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ. ამაში კი Labebe Boutique დაგეხმარებათ, რომლის ონლაინ მაღაზიაშიც საბავშვო ეტლების მრავალფეროვან არჩევანს იპოვით.

ეტლი ისეთი პროდუქტია, რომლის გარეშეც თანამედროვე დროში ცხოვრება მეტწილად წარმოუდგენელია, რადგან დილა იწყება და საღამო სრულდება მისი გამოყენებით.

გაიგეთ, რა საჭიროებები გაქვთ

სანამ ეტლების სამყაროში შეაბიჯებთ, აუცილებელია, რომ გადახედოთ თქვენი ცხოვრების წესსა და კონკრეტულ მოთხოვნებს.

გამოყენების სიხშირე: რა დატვირთვით აპირებთ ეტლის გამოყენებას – დროდადრო პარკში სასეირნოდ თუ ყოველდღიური გასვლებისთვის?

თუ თქვენთვის პრიორიტეტი გარეთ მაქსიმალური დროის გატარებაა და თან გსურთ სიმსუბუქეს გრძნობდეთ, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე, საბავშვო სასეირნო ეტლისთვის თვალის შევლება ურიგო არ იქნება.

ლაბებეში მსუბუქი ეტლების დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი, რომელთა მწარმოებლები მსოფლიოში ცნობილი საბავშვო ბრენდები არიან. მათი ეტლების დათვალიერებისას აღმოაჩენთ პრემიუმ ხარისხს, დახვეწილ დიზაინსა და თანამედროვე ფუნქციებს, რითაც დარწმუნდებით მათ გამორჩეულობაში.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ულტრა კომპაქტური და პოპულარული მოდელი Doona-ს საბავშვო სასეირნო ეტლია.

ეტლის მახასიათებლები:

  • იწონის სულ რაღაც 7,8 კგ-ს, რაც აადვილებს მის ტრანსპორტირებას;
  • აწყობილ პოზიციაში მისი ზომაა 44 X 82 X 99H;
  • დაკეცილი ზომა კი 44 X 66 X 57H-ია, რითაც დიდ სივრცეს არ იკავებს;
  • გააჩნია ავტომობილის სამაგრი;
  • 5 ძირითადი ფერი.


რელიეფი: ახალი თაობის ეტლები ნებისმიერ რელიეფს ერგება და მისი გამოყენება ხრეშზე, უსწორმასწორო ნიადაგზე აღარ წარმოადგენს საფრთხეს. მნიშვნელოვანია, რომ ეტლის შერჩევისას დააკვირდეთ საბურავებს – ზომებს, გამოყენებულ მასალას, მუხრუჭებს.

Peg Perego იტალიური ბრენდია, რომლის ეტლები ყველა ნიუანსით გამორჩეულია და გთავაზობთ 2x1 ტრანფორმერ ეტლს რევერსული სავარძლით. მის სხვა უპირატესობებთან ერთად, საყურადღებოა მაღალხარისხიანი რელიეფური ბორბლები.

ამ ტიპის საბურავები, ღია ზამბარები და ბურთულიანი საკისრები ნებისმიერ გზაზე მხოლოდ შვებას მოგგვრით, რადგან მისი მანევრირება საკმაოდ მარტივია. ამასთანავე, შეგიძლიათ, დაარეგულიროთ წინა ბორბლები ფიქსირებულ ან მბრუნავ მდგომარეობაში გვერდითა მექანიზმის მეშვეობით.

უსაფრთხოების ფაქტორი

უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, როდესაც საქმე ეხება თქვენი შვილისთვის ეტლის არჩევას. ლაბებეში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ბავშვის ეტლები, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილია ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა:

ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვი საიმედოდ და კომფორტულად იყოს მოკალათებული, რაც ამცირებს გადმოვარდნის რისკს.

ჩამკეტი მუხრუჭები ერთ-ერთი მახასიათებელია, რომელიც ეტლს აღწერს. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მარტივია, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში უცებ დააფიქსიროთ საბავშვო ეტლი.

სტაბილურობა შეგვიძლია მთავარ ფაქტორადაც ჩავთვალოთ, რადგან ის ეტლები, რომლებიც ალუმინის ჩარჩოსგანაა დამზადებული და რომლებსაც ლაბებე ექსკლუზიურად გთავაზობთ, ეტლს მყარს ხდის. გარდა ამისა, გამძლე ბაზა წლების განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ და არ გაიღუნება.

კომფორტი

კომფორტულ გარემოში ბავშვი ბედნიერია, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ფუნქციებს, რომლებიც გაზრდის თქვენი შვილის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს.

რეგულირებადი პოზიციები — ლაბებეში ყველა ეტლს აქვს რამდენიმე პოზიცია, მაგალითად, სასეირნო და დასაწოლი. ეტლი, რომელიც აღჭურვილია ამ პოზიციებით, მარტივად მოერგება ბავშვის ძილის ან ჯდომის პრეფერენციებს.

ორმაგი ფენის საფარის მქონე ეტლი საშუალებას მოგცემთ სეზონებს აუწყოთ ფეხი. Inglesina-ს ეტლები სწორედ ამით გამოირჩევა და გთავაზობთ ტემპერატურის მარტივ რეგულირებას.

ბიუჯეტის განსაზღვრა

ბიუჯეტი საკვანძო დეტალია, რადგან მისი განსაზღვრის შემდგომ გადაწყვეტილების მიღება იოლი ხდება და ყველა პუნქტი თავ-თავის ადგილას ერგება, ზუსტად ისე, როგორც თავსატეხში სურათის ნაწილები.

მიუხედავად არაერთი მოდელისა, Labebe Boutique-ში ყველა საფასო კატეგორიაში აღმოაჩენთ საუკეთესო საბავშვო ეტლს, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებსა და მოლოდინებს.

ონლაინ მაღაზიაში ეტლებს 525 ლარიდან იპოვით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ტიპის ეტლი გჭირდებათ, დამატებით რომელი აქსესუარებით და რა ფუნქციებით.

ლაბებეში საბავშვო ეტლების კატეგორიაში 6 სახეობის ეტლია წარმოდგენილი, რომელთა შორისაც მოდულური სისტემის ეტლებიც ფიგურირებს. ეს უკანასკნელი კი ყველაზე მოცულობითი და მოთხოვნადია.

რომელი ბრენდის სჯობს?

Labebe-ს ვებგვერდის თვალიერებისას გადააწყდებით ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Peg Perego, Inglesina, Pali, Doona, Happy Baby.

თითოეული კომპანია ორიენტირებულია მხოლოდ საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე, რადგან ბავშვები იმსახურებენ იდეალურ, უკომპრომისო გარემოს, სადაც ჯანსაღად და ხალისიანად გაიზრდებიან და განვითარდებიან.

თუ ეძებთ ევროპულ ნაწარმს, რომელსაც გარანტირებულად რამდენიმე წელს შეუფერხებლად გამოიყენებთ, მაშინ არჩევანი უპირობად Inglesina-ს, Pali-სა და Peg Perego-ზე უნდა შეაჩეროთ. ორივე ბრენდი იტალიური წარმოშობისაა და საქართველოში მათი წარმომადგენელი მხოლოდ Labebe Boutique არის.

ლაბებეს ონლაინ მაღაზიაში თითოეული ბრენდისგან იპოვით საბავშვო ეტლის რამდენიმე ვარიანტს სხვადასხვა კოლექციიდან, განსხვავებული ფერთა პალიტრით, ფუნქციებით და ა.შ.

თუ მშობლის იმ ტიპს მიეკუთვნებით, ვინც დიდ დროს სახლს მიღმა ატარებს, გაითვალისწინეთ, რომ მშობლის ელეგანტური ჩანთაც დაგჭირდებათ, რომელიც ბავშვის ყველა აუცილებელ ნივთს საიმედოდ და უსაფრთხოდ შეინახავს.

შვილისთვის საუკეთესო ეტლის არჩევა ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ, ხოლო შერჩეული მოდელის შეძენა სახლიდან გაუსვლელად, Labebe Boutique-ის ვებგვერდიდან შეგიძლიათ.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,405 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
226 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,810 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,095 
Inglesina My Baby Bag Graphite - დედის ჩანთა - image 1 | Labebe
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
235 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
875 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
910 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
ტყუპების ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,359 
დანაზოგი 36%
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
1,557  999 
Peg Perego Borsa Sand - დედის ჩანთა - image 1 | Labebe
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
273 
Peg Perego Smart Bag for Futura Quarz - დედის ჩანთა - image 1 | Labebe
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
199 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,249 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
226 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,810 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,095 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
235 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
875 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
910 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
ტყუპების ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,359 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
999 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,389 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,389 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
273 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
199 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,661 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,249 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.