საბავშვო ჩანთების ახალი კოლექციები


ყოველდღიური გადაადგილებისთვის ზრდასრულებსაც და ბავშვებსაც ისეთი აქსესუარი გვჭირდება, რომელიც საქმეებს გაგვიმარტივებს. სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების ჩანთა სწორედ ასეთი ატრიბუტია, რომლითაც თავს ბევრად კომფორტულად ვგრძნობთ.

ზურგჩანთები და ჩვეულებრივი ჩანთები ბავშვებისთვის ყველაზე საჭირო რამაა ბაღში, სკოლაში, ვარჯიშსა თუ სასეირნოდ, რადგან აუცილებელი ნივთების გარეშე ყოფნა არც ისეთი მოსახერხებელია.

ლაბებეში უკვე აღმოაჩენთ ფერად და მაღალხარისხიან ესპანურ ზურგჩანთებს, ჩანთებს, სპორტულ ჩანთებსა და პენალებს, რომლებიც პატარა გოგო-ბიჭებს საუკეთესო პერიოდს აჩუქებს.

მომხმარებლებზე მუდმივი მზრუნველობის ფარგლებში, Labebe Boutique ყოველ ჯერზე გთავაზობთ ევროპული ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საბავშვო პროდუქციას, რომელიც მხოლოდ ლაბებეშია ხელმისაწვდომი.

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.

ბრენდები, რომლებიც ბავშვებს აბედნიერებენ

Pepe Jeans, Enso, Movom, Roll Road – ჩვენი ახალი ბრენდებია, რომლებსაც ლაბებეს ვებგვერდზე იპოვით. მათგან ბევრისთვის ნაცნობი Pepe Jeans-ია, ესპანური ფესვების მქონე კომპანია, რომელიც 1973 წლიდან ზრუნავს ბავშვებზე და უფროსებზე.

თითოეული ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს – სხვადასხვა კოლექციას, განსხვავებული დიზაინის ჩანთებს და, რაც მთავარია, შეუცვლელ ხარისხს, რითაც ისინი გამოირჩევენ და აქტუალურობას არ კარგავენ ლოკალურ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

როცა შვილისთვის ეძებთ და არჩევთ საუკეთესო ნაწარმს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში, რა თქმა უნდა, ბრენდის ისტორია უდიდეს როლს ასრულებს; ლაბებეში წარმოდგენილი ახალი კომპანიების რეპუტაცია იმაზე მყარია, ვიდრე შეიძლება იყოს.

საბავშვო ზურგჩანთები

Labebe-ის ონლაინ მაღაზიის საბავშვო ჩანთების კატეგორიაში ნაირნაირ, ფერად და ტევად ზურგჩანთებს აღმოაჩენთ. პატარას მათი ტარება ნებისმიერ ადგილას შეუძლია, რადგან არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა.

ბავშვის ზურგჩანთები დამზადებულია პოლიესტერისგან და ხელოვნური ტყავისგან, რაც გამძლეობას მატებს და პატარებს წლების განმავლობაში შეუძლიათ მათი გამოყენება.

ამჟამად ათობით კოლექციას იპოვით – ყველა სხვადასხვა ფერის, ილუსტრაციითა და, ზოგადად, დიზაინით გამოირჩევა, რაც არჩევას ოდნავ ართულებს. მიუხედავად ამისა, ბავშვები მაშინვე მიხვდებიან, რომელი იქნება მათი განუყრელი მეგობარი, როგორც კი კოლექციებს შეავლებენ თვალს.

Enso Dino Artist

ამ კოლექციის საბავშვო ზურგჩანთის ბინადარი, დინო პატარა გოგო-ბიჭების მეგობარია, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გადაეშვება ბავშვებთან ერთად დაუვიწყარ თავგადასავალში. სათვალიანი დინო ხელოვანია და თქვენს სკოლის დღეებს ისე გააფერადებს, რომ ვერასდროს იგრძნობთ მოწყენილობას.

Enso Basic Trolley

ყველაფერი გენიალური სიმარტივეში იმალება და საოცარ ნივთებს შორის Enso Basic კოლექციაცაა, რადგან მინიმალისტური დიზაინით ის ყოველთვის პრაქტიკული არჩევანია. ტევადი ზურგჩანთა საშუალებას მოგცემთ, რომ ყველა საჭირო ნივთი მუდამ ატაროთ, რათა დღემ სასიამოვნოდ ჩაიაროს.

Enso Ciao Bella

ბრჭყვიალა კოლექციასთან ერთად შეძლებთ, რომ იმოგზაუროთ მთელ იტალიაში და ნეტარებით წარმოიდგინოთ, როგორ მღერით მთელი მონდომებით Ciao Bella კოლოსეუმის კედლებში, როგორ შეექცევით გემრიელ ნაყინს ფლორენციის ქუჩებში, როგორ მიცურავთ გონდოლათი ვენეციის არხებში. ლურჯი ჩანთების კოლექცია ზუსტად ისაა, რაც თქვენს წარმოსახვას გააცოცხლებს.

გარდა იმისა, რომ ასორტიმენტი უსაზღვროა, საბავშვო ზურგჩანთებს გააჩნია საერთო მახასიათებლები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, თითოეული აღჭურვილია სპეციალური ნასკვით, რომლითაც შეიძლება ჩანთის საკიდზე დამაგრება; აქვს გვერდითა და წინა ჯიბეები, რომლებიც განკუთვნილია სასკოლო თუ სხვა სახის წვრილმანებისთვის და ა.შ.

საბავშვო სავარჯიშო ჩანთები

ბავშვობის წლები დაკავშირებულია უზღვავ ენერგიასთან, მუდმივ მოძრაობასა და აქტივობასთან. ბაღის და სკოლის ასაკის ბავშვები ხშირად დადიან სპორტის სხვადასხვა წრეზე – ცურვაზე, ფეხბურთზე და სხვ. ამ დროს აუცილებელია, რომ საჭირო ნივთები უსაფრთხოდ და კომფორტულად ატარონ, რასაც სავარჯიშო ჩანთები უზრუნველყოფს.

არის მომენტები, როცა ზურგჩანთა მეტისმეტად დიდია კონკრეტული აქტივობისთვის. ასე რომ, ასეთი მომცრო ზომის, თუმცა ტევადი ჩანთები იდეალური გამოსავალია. მათი გამოყენებით პატარებს გამოსაცვლელი ტანსაცმლის, წყლის ბოთლის და სხვა აქსესუარების ტარება შეუძლიათ.

Enso Beautiful Day

კარგი დღის გატარებას და დადებითი ემოციებით დახუნძვლას არაფერი სჯობს, რასაც ამ იასამნისფერი კოლექციის ჩანთა გპირდებათ. პასტელური, ოქროსფერი ელემენტებითა და ოთხფეხა მეგობრით, ცუგოთი შემკული სავარჯიშო ჩანთა თქვენს მხიარულ დღეზე იზრუნებს. კოლექციაში აღმოაჩენთ ყველაფერს, რაც სკოლისთვის და დაუვიწყარი დღეების შესაქმნელად გჭირდებათ.

Enso Outer Space

კოსმოსური კოლექციით თვალის დახამხამებაში ჯერ ასტრონავტად იქცევით, მერე კი კოსმოსში აღმოჩნდებით. ამ ცეცხლოვანი სავარჯიშო ჩანთით იმოგზაურებთ პლანეტებს, ვარსკვლავებსა და სატელიტებს შორის, რაშიც რაკეტის ალერონებიც დაგეხმარებათ.

Pepe Jeans Ben

კოლექცია თავისუფლებასთანაა ასოცირებული და ყოველ ჯერზე, როცა მას შეხედავთ, სწორედ ამ გრძნობით აივსებით. საბავშვო სავარჯიშო ჩანთა შექმნილია ყველა ცნობისმოყვარე ბავშვისთვის - მათთვის, ვინც მუდმივად მიილტვის განვითარებისკენ, იკვლევს გარე სამყაროს და საკუთარ შესაძლებლობებს.

სანამ ახალი სასწავლო სემესტრი დადგება, შეგიძლიათ მანამდე გაახაროთ თქვენი შვილი პრემიუმ ხარისხის ჩანთით, რომლითაც ყველგან ივლის, საითაც გული გაუწევს.

არ დაგავიწყდეთ, რომ Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შოპინგისას დროს დაზოგავთ და ყველაფერს დეტალურად დაათვალიერებთ, სახლიდან გაუსვლელად. შერჩეულ პროდუქტს კი 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
149 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
152 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
152 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
72 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
176 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
28 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
128 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
59 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
100 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
47 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
157 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
29 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
128 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
93 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
100 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
17 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
17 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
37 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
149 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
152 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
152 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
72 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
176 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
28 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
128 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
59 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
100 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
47 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
157 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
29 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
128 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
93 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
100 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
17 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
17 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
37 

მეტი სასარგებლო სტატიები

შვილის აღზრდა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც მშობელს შეიძლება ჰქონდეს. მასთან დაკავშირებით არაერთი დეტალი არსებობს, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
არსებობს ჯადოსნური გამოსავალი იმისათვის, რომ შვილს დამოუკიდებლად მოქმედება ასწავლოთ, ხოლო საკუთარი თავისთვის გამონახოთ დრო.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება.