საბავშვო ეტლის 6 ტიპი – რომელი გჭირდებათ?

ბავშვის დაბადებისთვის მზადება დიდი ხნით ადრე იწყება ხოლმე და მშობლები მხოლოდ საუკეთესოს ძიებაში არიან. ის, რომ პატარებისთვის მაქსიმუმის გაკეთება გვინდა, ბუნებრივი მოცემულობაა, რადგან მათზე ზრუნვა ჩვენი მისიაა.

ბავშვთა აღჭურვილობის შეძენის დროს ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზეც პასუხებს ნებისმიერ დროს Labebe Boutique-ს ბლოგებში აღმოაჩენთ.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა არა თუ იკლებს, არამედ დღითიდღე იზრდება, საბავშვო ეტლია. ის ოჯახის განუყოფელი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის კომფორტს და უსაფრთხოებას.

ბავშვის ეტლი გაგიადვილებთ ცხოვრებას და ბევრ სირთულესაც დაგავიწყებთ. თუმცა, როცა იდეალური საბავშვო ეტლის ძიებას იწყებთ და ბაზარზე უამრავი სახეობის სხვადასხვა ხარისხის ეტლებია, იბადება მთავარი კითხვა — რომელი ეტლია ჩემი შვილისთვის საუკეთესო?

ამ და სხვა ბუნდოვანი საკითხების გარკვევაში ეს ბლოგი დაგეხმარებათ, რომელშიც გაეცნობით ბავშვის პრემიუმ ხარისხის ეტლის ყველა ტიპს, რომლებსაც Labebe გთავაზობთ.

ეტლის ტიპები ლაბებეში

Labebe Boutique-ს ვებგვერდის თვალიერებებისას შეხვდებით ულტრა თანამედროვე საბავშვო ეტლებს, რომლებიც დაწყებული დიზაინით დამთავრებული ფუნქციონალით განსხვავდება ბაზარზე არსებული მოდელებისგან.

ავტორიტეტული ბრენდების, უმაღლესი ხარისხისა და უსაფრთხო ეტლები ყოველთვის დგას არჩევანის სათავეში, რადგან უკომპრომისოა, თუ ეძებთ გამძლე და სერტიფიცირებულ პროდუქტს.

თუ ახლა ემზადებით თქვენი სიხარულის გუნდას გასაცნობად ან, უბრალოდ, ახალი ეტლის საჭიროება გაქვთ დღის წესრიგში, პირველ რიგში, უნდა გაეცნოთ ეტლის ტიპებს.

ლაბებეში ევროპულ, მსოფლიოში წამყვან და ისტორიულ ბრენდს აღმოაჩენთ, რომელთა შორის არსებულ განსხვავებასაც გაეცნობით.

4x1 ეტლი

სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვს ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ ეფექტური ინვესტიცია ისაა, რაზეც ბევრი მშობელი უარს არ ამბობს ერთი მარტივი მიზეზით – მომგებიანი შოპინგი უდრის დამატებითი ხარჯებისგან გათავისუფლებას.

4x1 მოდულური ეტლი მშობლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მის კომპლექტაციაში შედის ეტლის აკვანი, მანქანის სავარძელი, ეტლის სავარძელი და აკვნის სადგამი. ეს დიდი აქსესუარები საკმარისია, რომ წლების განმავლობაში თავისუფალი იყოთ და ხანგრძლივად გამოიყენოთ შეძენილი პროდუქცია.

ლაბებეში ოთხეული ეტლის მომწოდებელი იტალიური ბრენდია – Inglesina, რომლის ფილოსოფიური კონცეფცია მთლიანად დაფუძნებულია ბავშვის კეთილდღეობაზე. გიგანტი კომპანიის ისტორია 1963 წლიდან იწყება და დღემდე გრძელდება არნახული განვითარების სიჩქარით.


Inglesina-ს საბავშვო ეტლები სხვა ბრენდებთან შედარებით გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით და გამოყენებული მასალებით, რაც ორმაგად და სამმაგად ზრდის მწარმოებლის პრესტიჟს ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზარზე.

ოთხეული ეტლის სამივე კოლექცია გამოირჩევა დახვეწილი და უნიკალური დიზაინით, რომლის მიღმაც იპოვით კომფორტს და მრავალფუნქციურობას.

მაგალითად, თუ სეირნობიდან დაბრუნდით და პატარას ტკბილად სძინავს უკვე, მისი შეფხიზლების გარეშე შეგიძლიათ, რომ ეტლის აკვანი გადაიტანოთ სადგამზე და ისე დატკბეთ მისი მშვიდი ძილით.

ზოგადად, შვილთან ერთად ბუნებაში სეირნობა თუ საქმეებზე გასვლა უნდა იყოს უშფოთველი და სასიამოვნო, რის მისაღწევადაც ბრენდმა შეიმუშავა ეტლის იდეალური შასი. ხელის ერთი, მარტივი და მსუბუქი მოძრაობით შეგიძლიათ გაშალოთ ან დაკეცოთ ბავშვის ეტლი, ისე, რომ არ დაგჭირდეთ მეორე ადამიანის დახმარება.

რაც შეეხება ქარსითს, ანუ მანქანის სავარძელს, ის მოგცემთ უსაზღვრო შესაძლებლობას, რათა პატარასთან ერთად შეიქმნათ მოგზაურობის დაუვიწყარი მომენტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, გაჯერებული იქნება უსაფრთხოებით.

ბავშვის ავტოსავარძელი აღჭურვილია უსაფრთხოების ღვედებით და დამტკიცებულია უმკაცრესი ევროპული სტანდარტების მიხედვით.

4x1 ეტლის შეძენით თქვენს ხელთ იქნება ისეთი აღჭურვილობა, რომელსაც წელიწადის ნებისმიერ სეზონზე აქტიურად გამოიყენებთ. ბავშვის ეტლის სავარძელი დამზადებულია ორმაგი ფენის კომფორტული საფარით, რითაც ზამთარ-ზაფხულში იოლად შეძლებთ ტემპერატურის რეგულირებას.


3x1 ეტლი

მომდევნო ვარიანტი საბავშვო ეტლის სამეული ვერსიაა, რომელსაც ასევე იპოვით ლაბებეს ონლაინ მაღაზიაში. წინა მოდელისგან განსხვავებით, ამ ეტლს შემცირებული აქვს კომპლექტაცია. მიუხედავად მცირე სხვაობისა, ტრიო ეტლიც ინაწილებს პოპულარობას.

საბავშვო ეტლების კატეგორიის ამ სექციაში აღმოაჩენთ როგორც Inglesina-ს, ისე მორიგ იტალიურ ბრენდს – Peg Perego-ს, რომელიც ასევე მდიდარი ისტორიის მქონე მწარმოებელია.

გასული საუკუნიდან მოყოლებული პეგ პერეგოს ეტლები გამოირჩევა ავანგარდისტული სტილით, რომელსაც თან ემატება უზადო ფუნქციები. ბრენდი ზრუნავს მშობლებისა და ბავშვების ბედნიერებაზე და მისთვის არსებული მოლოდინების გადაჭარბება მთავარი პრიორიტეტია.

Peg Perego საკულტო ბრენდია, რომლის პროდუქციაც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე იყიდება და შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. მასზე არჩევანის შეჩერებით გარანტირებული გექნებათ სიმშვიდე და ჰარმონია, რითაც თქვენს შვილსაც აგრძნობინებთ დადებით მუხტს.

3x1 რევერსული ეტლი ადაპტირებულია ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებზე. მანქანით გადაადგილება, შუადღის ძილი კომფორტულ აკვანში და გლუვი სეირნობა ქალაქის ქუჩებში – ყველაფერია, რაც გჭირდებათ.

Inglesina-ს და Peg Perego-ს სამეულ ეტლებს მოჰყვება ბავშვის სავარძელი, რომელიც დამტკიცებულია ECE R 44/04 და ECE R129 i-Sizeრეგულაციების მიხედვით 0+ ჯგუფისთვის (0-იდან 15 კგ-ამდე).

ბავშვის ეტლი, რომელიც სრულადაა დამზადებული იტალიაში Peg Perego-ს მიერ, თქვენს ყველა მოლოდინს გაამართლებს. მზისგან დამცავი კაპიუშონის, ფეხის დასადგამის, მოდური ჩანართებისა და უმაღლესი ხარისხის ტექსტილის გამოყენებით შექმნილი ეტლი წლების განმავლობაში თქვენი ერთგული მეგობარი იქნება და გიხსნით ფორსმაჟორული სიტუაციებისგან.

იტალიური ოსტატობის სანიმუშო ეტლი მრავალჯერ დაგარწმუნებთ, რომ გადაწყვეტილება სწორად მიიღეთ, რადგანაც მისი ანალოგის პოვნა არც ისე მარტივია.


2x1 ეტლი

დადგა ჯერი ორეული ეტლის განხილვისა, რომელიც საბავშვო მოდულურ ეტლებს შორის ყველაზე საბაზისო მოდელია. თუ ეძებთ კომპაქტურ და მინიმალური აღჭურვილობის ეტლს, მაშინ დუო ეტლი იდეალური იქნება.

ლაბებე ბუტიკში კიდევ ერთ იტალიური წარმოშობის ბრენდს გადააწყდებით – Pali, რომელიც გთავაზობთ ბაზისურ ეტლს, თუმცა ფუნქციურს. თუ ადრე ყველაფერი ხელით იქმნებოდა, ახლა კომპანია გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიური გამოცდილებით.

ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედებით აღჭურვილ ეტლს აქვს 2 პოზიცია: დასაწვენი და სასეირნო, რომელთა მორგებაც შეგიძლიათ სიტუაციიდან გამომდინარე.

ალუმინის ჩარჩო უმთავრესი დეტალია საბავშვო ეტლებში, რომლებსაც ლაბებე ექსკლუზიურად სთავაზობს მშობლებს; ეს იმის გარანტიაა, რომ ეტლი იქნება ძლიან მსუბუქი და ამავე დროს გამძლე, მალე არ გაცვდება და მექანიკურად არ დაზიანდება. გარდა ამისა, ეკო-ტყავი, რომლითაც ხასიათდება ბავშვის ეტლი, ქმნის უსაფრთხო გარემოს და არ იქერცლება.

ასე რომ, თუ ეძებთ მინიმალისტურ და პრაქტიკულ საბავშვო ეტლს, დროა, გადახედოთ ლაბებეს 2x1 ეტლებს სხვადასხვა ბრენდისგან.


ეტლი რევერსული სავარძლით

არაფერი სჯობს იმას, როცა სეირნობისას შვილი თვალებში შეგციცინებთ. ამის შესაძლებლობას კი გაძლევთ ეტლი რევერსული სავარძლით, რომელსაც მეორენაირად ორმხრივ ეტლსაც ვუწოდებთ.

Peg Perego-ს და Inglesina -ს სასეირნო ეტლები კომფორტული რევერსული სავარძლით თქვენს შვილს გაუწევს მეგზურობას სამყაროს აღმოჩენის პროცესში. მისი ზამბარებისა და 51 სმ სიგანის ბაზის წყალობით ის ადვილად ეტევა ყველაზე პატარა ადგილებშიც, მათ შორის – ვიწრო ლიფტებშიც.

ტრანსფორმერი ეტლი საშუალებას გაძლევთ, რომ შეინარჩუნოთ თვალით კონტაქტი, რითაც გარეთ ყოფნისას მუდმივად შეძლებთ თვალყური ადევნოთ შვილის მოძრაობებს და მიიღოთ თქვენი წილი ბედნიერება.

რევერსული ეტლის სავარძლის მიმართულების შეცვლის უპირატესობით შეძლებთ მოერგოთ სხვადასხვა სიტუაციას. არჩევანი თქვენზეა, თუ რა პოზიციაში დააყენებთ ეტლს – ან ბავშვის სახე თქვენკენ, ან პირიქით.

იტალიური საბავშვო ეტლის დიზაინი გამოირჩევა პასტელური და მკვეთრი ფერებით, რითაც გარშემომყოფებისგან მუდამ იგრძნობთ ყურადღებას. არსებული 6 ფერიდან მარტივად შეარჩევთ იმ ერთადერთს, რომელიც ბავშვის ხასიათს მოერგება.


მსუბუქი სასეირნო ეტლი

მსუბუქი ეტლის შერჩევის პროცესი სუბიექტურიცაა და ობიექტურიც. მშობლები ყოველთვის ეძებენ ისეთ გზებს, რომლებიც გაამარტივებს მათ თავგადასავლებს ბავშვთან ერთად, ისე, რომ პატარას სრული კომფორტი ჰქონდეს და თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს.

სასეირნო ეტლები ადვილად სატარებელია და ესაა მიზეზი, თუ რატომაც ირჩევენ მშობლები ეტლის ამ სახეობას. ისინი იდეალურია მშობლებისთვის, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებში ხშირად მოძრაობენ, სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტითა ან მოგზაურობენ.

ლაბებეში წამყვანი ბრენდების წარმოებულ მსუბუქი სასეირნო ეტლების დიდ ასორტიმენტს აღმოაჩენთ – სხვადასხვა ღირებულებით, დიზაინითა და სტილით.

Doona-ს მსუბუქი ეტლები და ავტოსავარძლები საშუალებას გაძლევთ მშვიდად იაროთ ქუჩებში და მანქანით, ან თუნდაც თვითმფრინავით საზღვარგარეთ ისე, რომ მძინარე ბავშვი არ შეაწუხოთ და მისი გამოყენება რეკომენდებულია 15 თვემდე.

7 ნათელი ფერით შემდგარი კოლექციის ეტლები თანამედროვე სამყაროს სტანდარტებს აკმაყოფილებს და მშობლებს გიმარტივებთ ყოველდღიურობას. ეტლის წელვადი, ჰაერგამტარი ქსოვილები, ალუმინის ჩარჩო, უსაფრთხოების ღვედები და ა.შ. მას აქცევს ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად.

ბიუჯეტურ ვარიანტებს შორის უნდა განიხილოთ Happy Baby-ის მსუბუქი ეტლები, რომლებიც, სტრუქტურიდან გამომდინარე, იდეალური გამოსაყენებელია თბილ ამინდებში. ორდონიანი ფეხის სადგამი, საზურგის სამი პოზიცია, ნივთების შესანახი კალათა –ყველაფერი აქვს, რაც გჭირდებათ გარეთ გასვლისთვის.

დამატებით უპირატესობებში კი შედის: საწვიმარი, მწერებისგან დამცავი ბადე და ჭიქის დასაჭერი. ყოველივე ეს შეგიქმნით კომფორტულ გარემოს და სეირნობის სურვილს გაგიორმაგებთ.



ეტლი ტყუპებისთვის

თუ დიდი ხანია ეძებთ ხარისხიან, ავტორიტეტული ბრენდის ტყუპების ეტლს, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს – ლაბებეში მას წამში იპოვით. ორი ბავშვისთვის თანაბარი ყურადღების მიქცევა Inglesina-ს და Peg Perego-ს საბავშვო ეტლებით უკვე შესაძლებელია.

მოხსნადი ბამპერის წყალობით ბავშვების ჩასმა-ამოყვანა გამარტივებულია, ხოლო პატარების ასაკის ზრდასთან ერთად შეგიძლიათ დაარეგულიროთ საზურგის სიმაღლე, რათა მგზავრობა კომფორტული იყოს.

აღსანიშნია ისიც, რომ ტყუპების ეტლი საკმაოდ მსუბუქია და მისი გადაადგილებით ზედმეტად არ დაიტვირთებით. ბავშვები კი თავს კომფორტულად იგრძნობენ ფართო სავარძლების წყალობით.

თქვენთვის იდეალური მოდელის შერჩევა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ, შეძენილ საბავშვო პროდუქციას კი 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ. ონლაინ შოპინგის ასეთი გამოცდილება დაგიზოგავთ დროს და რესურსს.

Labebe boutique-ში არა მხოლოდ ბავშვის ეტლებს აღმოაჩენთ, არამედ ყველა იმ ნივთს, რაც პატარას სჭირდება სრული ჰარმონიისთვის – დაწყებული აქსესუარებით დამთავრებული ავეჯით.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
დანაზოგი 20%
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
525  420 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,405 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,810 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,392 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,240 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,810 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,095 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
689 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
1,359 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,675 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
2,309 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,675 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,418 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,143 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,219 
ეტლები რევერსული სავარძლით
წინასწარ შეკვეთით
2,208 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,120 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,948 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
420 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,392 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,810 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,095 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
689 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
1,359 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,675 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
2,309 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,675 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,418 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,143 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,219 
ეტლები რევერსული სავარძლით
წინასწარ შეკვეთით
2,208 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,120 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,948 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.