ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ბავშვის ეტლის შეძენამდე

დღესდღეობით მსოფლიო ყველა სფეროში არნახული სიჩქარით ვითარდება და გამონაკლისი არც საბავშვო პროდუქციაა, რომელშიც უსაზღვრო რაოდენობის ნივთია თავმოყრილი. გამოყენების თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული ბავშვის ეტლია, რომელიც ყველა ოჯახში მოიპოვება.

სწორად შერჩეულ საბავშვო ეტლს შეუძლია ბავშვისთვის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება და მეტი სიამოვნების მინიჭება, რადგან ხარისხიანი, მსუბუქი და მრავალფუნქციური ეტლი აღარ არის მხოლოდ ტრანსპორტი.

ბაზარზე არსებული ასორტიმენტი დიდია, თუმცა არჩევანის გაკეთება, პრიორიტეტების განსაზღვრა ხანდახან რთულ ამოცანად რჩება. მაგალითად, თუ აქამდე განიცდიდით დაღლილობას მძიმე ეტლის ტარებისგან და სწორედ ამ მიზეზით გარეთ გასვლისგანაც ხშირად იკავებდით თავს, დროა, ეს პრობლემა წარსულს მიაბაროთ.

თუ გინდათ, რომ ცხოვრებას ახლებურად შეხედოთ და ძველი ეტლი ახლით ჩაანაცვლოთ, მაგრამ ჯერ არ იცით, რა კრიტერიუმებს მიაქციოთ ყურადღება, მაშინ ეს ბლოგი თქვენს პირად გზამკვლევად იქცევა და აღმოგაჩენინებთ პრემიუმ კლასის საბავშვო ეტლებს, რომლებსაც Labebe Boutique-ში იპოვით.

მიუხედავად იმისა, სასეირნოდ აპირებთ გასვლას, სხვა ქვეყანაში მოგზაურობასა თუ საყიდლებზე გასვლას, საბავშვო ეტლი აუცილებლად დაგჭირდებათ. დღეს ეტლი ბავშვისთვის უზრუნველყოფს არა მხოლოდ დასაჯდომ და დასაძინებელ ადგილს, არამედ უსაფრთხო და განმავითარებელ გარემოს, ხოლო მშობელს შეგიძლიათ ბავშვის ყველა საფენის, აქსესუარის ან სხვა რამის წაღება და შენახვა.

საუკეთესო ეტლის პოვნა წამების საქმე არ არის; ჩვენ ირგვლივ ათასობით განსხვავებული მოდელია სხვადასხვა ხარისხის, დანიშნულებისა და ბიუჯეტის. სანამ შეძენას გადაწყვეტთ, დაფიქრდით ამ რამდენიმე ძირითად კითხვაზე – რა უნდა მოჰყვებოდეს ეტლს? სად და რა სიხშირით აპირებთ მის გამოყენებას? რა ღირებულების დიაპაზონში უნდა ჯდებოდეს?

საბავშვო ეტლის 6 ტიპი ლაბებეში

რაც მეტია არჩევანის თავისუფლება, მით უკეთესად შეძლებთ განსაზღვროთ თქვენი და შვილის საჭიროებები. Labebe Boutique-ის ვებგვერდის საბავშვო ეტლების კატეგორიაში 6 ძირითად სახეობას ნახავთ.

  • მსუბუქი სასეირნო ეტლი – ბავშვის მსუბუქი სასეირნო ეტლი ერთ-ერთი ტიპია იმათგან, რომელიც კომპაქტურიცაა და პორტატიულიც. ეს ეტლი შექმნილია აქტიური მშობლებისთვის, ვისაც სურს უფრო კომფორტული და ადვილად ტრანსპორტირებადი მოდელი, ვიდრე სტანდარტული ეტლებია.
  • ეტლი რევერსული სავარძლით – დღესდღეობით რევერსული ეტლი პოპულარული მოდელია ბაზარზე, რომელსაც მშობლები ირჩევენ. ის მრავალფეროვანი, ფუნქციური პროდუქტია და გთავაზობთ არაერთ სარგებელს, რის გამოც მასზე დაფიქრება და ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს.
  • ეტლი 4x1 – ყველაზე მოცულობითი საბავშვო ეტლის მოდელია, რომელშიც ინვესტიციის ჩადება პირდაპირ ნიშნავს, რომ დამატებით შეძენა აღარაფრის დაგჭირდებათ.
  • ეტლი 3x1 – ბავშვის ტრიო ეტლი იდეალურია შეუზღუდავი სეირნობისთვის, თავისი ექსკლუზიური ადაპტიური კრუიზ სისტემის წყალობით. იგი ერგება ყველანაირი ტიპის რელიეფს და ყოველთვის უზრუნველყოფს ბავშვის მაქსიმალურ კეთილდღეობას.
  • ეტლი 2x1 – მოდულური სისტემის ეტლებს შორის ყველაზე ბაზისური მოდელია მშობლებისთვის, ვისაც მხოლოდ ეტლი და მანქანის საბავშვო სავარძელი სჭირდება.

ტყუპების ეტლი — თუ ოჯახში ტყუპები გყავთ ან ორი სხვადასხვა ასაკის შვილი, ტყუპების ეტლი დაგიზოგავთ ადგილს, დროსა და ბიუჯეტს. მისი გამოყენება მოსახერხებელი და იოლია თავისი კონცეფციიდან გამომდინარე.

ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ეტლის შეძენამდე

  • უსაფრთხოება

რიგი ფაქტორების სათავეში აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხოება, რომელიც ყველაფერზე მნიშვნელოვანია. როცა იცით, რომ თქვენს შვილს ზედმეტად არაფერი შეაწუხებს და მაქსიმალურად იქნება დაცული, უფრო მშვიდად ხართ.

Labebe-ში წარმოდგენილი ეტლები აღჭურვილია ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედებით, საბურავების და მუხრუჭების ჩამკეტი სისტემით. ეს ნიუანსები ყველაზე ყურადსაღებია, რადგან მათი არსებობით გადაადგილება უფრო საიმედო ხდება.

ევროპული ბრენდების თანამედროვე სტილის საბავშვო ეტლები დამზადებულია ისეთი ხარისხის მასალებისგან, რომლებიც ბავშვს კანს არ აღიზიანებს. გარდა ამისა, გამოყენებული მასალები არ შეიცავს BPA-(ბისფენოლ A ქიმიური ნაერთია, რომელსაც პლასტმასას გასამყარებლად იყენებენ).

ამასთანავე, ბავშვის ეტლის შალითა მარტივად ირეცხება და ჭუჭყის დაგროვების საშიშროება სრულადაა აღმოფხვრილი. უმაღლესი ხარისხის ტექსტილისა და ალუმინის ჩარჩო, რითაც Labebe-ს პროდუქცია გამოირჩევა, ეტლს ხდის მეტად მიმზიდველს, რომელიც ქუჩაში ყოველთვის თვალშისაცემი იქნება.

  • რეგულირებადი პოზიციები

მეორე პუნქტი, რომელიც მშობელმა უნდა გაითვალისწინოთ ეტლის შეძენამდე, მისი რეგულირებადი პოზიციებია. ეს ბენეფიტი დაგეხმარებათ, რომ მოერგოთ სხვადასხვა არსებულ სიტუაციას. მაგალითად, თუ სეირნობისას პატარას ჩაეძინა და არ გსურთ, რომ დისკომფორტი იგრძნოს, შეგიძლიათ, რომ ეტლი დასაწვენ პოზიციაზე გადაიყვანოთ.

ბავშვის ეტლის მეორე პოზიცია სასეირნოა, რომელიც გათვლილია 0-15 კილოგრამამდე. ასე რომ, შვილის ასაკის მატებასთან ერთად სეირნობა უფრო და უფრო ჰარმონიული იქნება.

  • მზისგან დამცავი საფარი

სახლიდან გასვლა სუფთა ჰაერზე ნებისმიერ ამინდში ყოველთვის კარგი აზრია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ მწველი მზის მავნე სხივებიც. ლაბებეში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ეტლებზე შოპინგისას ყველა მოდელზე დაგხვდებათ UV (UPF 50+) დაცვის ქუდი-კაპიუშონი.

რაც შეეხება ზამთრის სეზონს, როცა სუსხი გარემოს იპყრობს, სითბოს შენარჩუნება უმთავრესი პრიორიტეტი ხდება. მაგალითად, იტალიური ბრენდების,Peg Perego-სა და Inglesina-ს ეტლებს მოჰყვება ფეხების დამათბუნებელიც.

  • შესანახი ადგილი, ანუ კალათა

როცა მშობლის ამპლუაში ხარ, გარშემო აურაცხელი ნივთების არსებობა ბუნებრივი მომენტია. ამიტომაც სასურველი ეტლის შერჩევამდე, კარგად დაათვალიერეთ ამა თუ იმ მოდელის კალათა. შესანახი სივრცე უნდა იყოს ტევადი, რათა არაფრის დატოვება არ მოგიწიოთ სახლში. იმ შემთხვევაში კი, თუ სახლიდან დიდი ხნით გასვლა გიწევთ, მშობლის ჩანთა მაინც დაგჭირდებათ.

  • დაკეცვის მარტივი მექანიზმი

დღეს, ისე, როგორც არასდროს, მშობლები დიდ ყურადღებას უთმობენ სიმარტივეს, სისადავეს და მოხერხებულობას. როცა საბავშვო ეტლი მარტივად, ხელის ერთი მოძრაობით იკეცება და იშლება, მშობლისთვის ის უკვე დიდი პლუსია.

Labebe-ს ეტლით აღარ დაგჭირდებათ დამატებითი ადამიანური რესურსი – დამოუკიდებლად, სულ რაღაც რამდენიმე წამის დახარჯვით შეძლებთ, რომ ეტლი გაშალოთ და გზას გაუდგეთ.

ბავშვის კომპაქტური ეტლი დაკეცვისას არ იკავებს დიდ ადგილს და მისი შენახვა შესაძლებელია ყველა ადგილას, მათ შორის – მანქანის საბარგულშიც კი.

  • საბურავების ტიპი

საუკეთესო ეტლის კიდევ ერთი დადებითი მხარე უნდა იყოს გლუვი ბორბლები, რომლებითაც ტრანსპორტირება მსუბუქი და სასიამოვნოა. Pali-ს საბავშვო ეტლებს DMS სისტემის საბურავები, ხოლო წინა ბორბლებს ავტომატურად მოხვევის ფუნქცია აქვს.

ბიუჯეტის განსაზღვრა

ბიუჯეტის განსაზღვრა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, მაშინ, როცა მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამთ, ანუ თქვენი შვილისთვის იძენთ წლების მეგობარს – საბავშვო ეტლს.

Labebe Boutique-ს ონლაინ მაღაზიაში აღმოაჩენთ მრავალფეროვან არჩევანს სხვადასხვა საფასო კატეგორიაში, საიდანაც შეძლებთ აირჩიოთ თქვენი ოჯახის საჭიროებებზე მორგებულ ეტლს.

ბავშვთა ეტლების ღირებულება 357 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ტიპის ეტლი გჭირდებათ, რა კომპლექტაციით. ამის პარალელურად, შეგიძლიათ, რომ ისარგებლოთ სამი ბანკის ონლაინ განვადებითაც.

თუ სიახლის შეტანა გადაწყვიტეთ თქვენი პატარას ცხოვრებაში და ეძებთ მაღალი დონის ოსტატობით შექმნილ საბავშვო ეტლს, დაათვალიერეთ ლაბებეს ასორტიმენტი. ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეძენა იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა – რამდენიმე დაწკაპუნებით ეტლი თქვენს კალათაში აღმოჩნდება.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,392 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,810 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,095 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
910 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
დანაზოგი 50%
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
1,557  778 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,835 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
509 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,928 
საბავშვო ეტლები 2 x 1
წინასწარ შეკვეთით
3,392 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,810 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,095 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
910 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
778 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,389 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,835 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
509 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
2,928 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.