საგარანტიო პირობები
შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენთან თქვენ შეიძინეთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო საბავშვო პროდუქციას მსოფლიო წამყვანი მწარმოებლებისგან!
ლაბებე ულიმიტო გარანტიას გთავაზობთ ნებისმიერ შენაძენზე, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხში.
* გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ ელექტრო მოწყობილობები, რომლებზეც ვრცელდება ქარხნულად დადგენილი საგარანტიო წესები!
საგარანტიო მომსახურების პირობები
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად თქვენ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია დაცული იქნას მწარმოებლის მიერ დადგენილი ექსპლუატაციის წესები;
- საგარანტიო მომსახურება ითვალისწინებს გაყიდვის შემდგომ ქარხნული წუნით გამოწვეული დაზიანებული ნივთის უფასო და სრულ შეკეთებას და არა მის შეცვლას;
- ნივთის შეცვლა ახლით დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გახსნისთანავე დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი;
- ნივთის ვიზუალური მდგომარების შემოწმება სავალდებულოა მისი მიღებისთანავე გამყიდველის წარმომადგენლების თანდასწრებით;
- საგარანტიო მომსახურება ვრცელდება ასევე ნივთის ნებისმიერ შემადგენელ ნაწილებზე, როგორებიც არის: გორგოლაჭები, სარწევი მექანიზმები, უჯრის მექანიზმები და სხვა;
- ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას შევაკეთოთ ქარხნული წუნის მქონე ნივთი უმოკლეს ვადებში, ხოლო თუ შესაბამისი ნაწილი არ გვაქვს ადგილზე 45 კალ. დღის განმავლობაში, სხვა შემთხვევაში მოვახდენთ მის ჩანაცვლებას იგივე ან მეტი ღირებულების ნივთით, თქვენს მიერ სხვაობის გადახდის შემთხვევაში;
- თუ ადგილზე შეკეთება შეუძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ საკუთარი ხარჯებით მოვახდენთ დაზინებული ნივთის წამოღებას, შეკეთებას და უკან დაბრუნებას;
საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება
- თქვენ ვერ წარმოადგენთ თანხის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს;
- ნივთს აღენიშნება ვიზუალური დეფექტი და/ან მექანიკური ზემოქმედების ნიშნები;
- დარღვეულია ნივთის ექსპლუატაციის წესები ან მისი გამოყენება ხდებოდა არა დანიშნულებისამებრ;
- დაზიანება გამოწვეულია სინესტით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, შენახვის წესების დარღვევით;
- დაზიანება გამოწვეულია არაკომპეტენტური პირის, არაკვალიფიციური აწყობის ან გარემონტების მცდელობის შედეგად;