Lorena Canals Happy Star - რეცხვადი ხელნაქსოვი ხალიჩა
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- 97% ბამბა, 3% გადამუშავებული ბამბა
აღწერა
კომპანია Lorena Canals 1990 წელს ესპანეთში დაარსდა. მისი საქმიანობა მოიცავს ხელნაკეთი ხალიჩების და ტექსტილის აქსესუარების დიზაინის შემუშავებასა და წარმოებას, რომლებიც ერთდროულად თანამედროვეც არის და პრაქტიკულიც.
100% ბამბისგან დამზადებული ხალიჩების გარეცხვა შესაძლებელია სარეცხ მანქანაში, რაც სრულ თანხვედრაში მოდის თანამედროვე ცხოვრების წესის მოთხოვნებთან.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც კომპანიის დამფუძნებელმა ჰკითხა საკუთარ თავს: რატომ არ შეგვიძლია ჩვენი ბავშვების ხალიჩების სახლში გარეცხვა? ბაზარზე შესაბამისი ხალიჩების არარსებობის გამო, მან გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი წარმოება. დღეს Lorena Canals არის სახლის დეკორაციების წარმოების ეტალონური კომპანია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც სახბავშვო, ასევე ყოველდღიურ სეგმენტებში.
კომპანიას გააჩნია ორი საკუთარი ქარხანა ინდოეთში, ოფისები ბარსელონასა და ნიუ იორკში და საწყობები ევროპაში, აზიასა და შეერთებულ შტატებში. კომპანიაში გაერთიანებულია 170 -ზე მეტი დიზაინერი, რომლებიც ზრუნავენ თითოელ დეტალზე თითოეული ხელნაკეთი ნივთის შემუშავების და დამზადების პროცესის განმავლობაში. შედეგად არსებულ ასორტიმენტს ყოველწლიურად ასობით ახალი, განუმეორებელი დიზაინის ნივთი ემატება.
ბრენდი ამაყობს ხარისხით წარმოების ყველა ასპექტში, საუკეთესო ნედლეულიდან დაწყებული სოციალურად პასუხისმგებლიანი შრომის პრაქტიკით დამთავრებული. Lorena Canals ხელნაკეთი ხალიჩები და აქსესუარები ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი დიზაინით, ფერებითა და ზომებით, რაც მათ ნებისმიერ ოთახთან შესაფერის ხდის.
ეს საყვარელი ვარსკვლავი ხალიჩა განსაკუთრებულ სიკაშკაშეს და სინათლეს შესძენს ნებისმიერი ოთახის ინტერიერს. გამოიყენება დეკორაციისთვის და ასევე სათამაშოდ. ის თქვენს პატარას დადებითი ემოციებით აღავსებს.
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა