Plitex Magic Flex - საბავშვო ორთოპედიული და ანატომიური უზამბარო მატრასი
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- 3D ბადე
- შალითა ელვა შესაკრავზე (StressFree)
- მაღალელასტიური ქაფი (Airoflex)
აღწერა
ორთოპედიული უზამბარო ორმხრივი მატრასი ბავშვებისთვის დაბადებიდან 5 წლამდე. კომფორტული მოდელი, რომელიც დაფუძნებულია უნიკალურ მაღალელასტიურ ქაფზე.
ძირითადი უპირატესობები:
• უნიკალური მაღალელასტიური ქაფის შიგთავსი
ბავშვის ჯანსაღ ძილს აქვს მნიშვნელოვანი თვისება: პირველ თვეებში ახალშობილის ხერხემალი აგრძელებს ფორმირებას და მას სჭირდება საიმედო მხარდაჭერა. მოდელი დაფუძნებულია უაღრესად ელასტიურ ქაფზე, რომელიც უზრუნველყოფს ორმაგ ეფექტს: ხერხემლის მხარდაჭერას სწორ მდგომარეობაში და მაღალ კომფორტს ყველაზე მგრძნობიარე ბავშვისთვისაც კი. Airoflex -ის უნიკალური თვისებები წერტილოვნად ანაწილებს დატვირთვას მატრასის მთელ ზედაპირზე. აიროფლექსი კარგად აღადგენს ფორმას, ხოლო სპეციალური დიზაინი - ჰორიზონტალური არხები, ქმნის დამატებით ვენტილაციას.
• მატრასს გააჩნია სიხისტის ორი მხარე
სპეციალური მკვრივი მხარე ახალშობილებისთვის და უფრო ელასტიური მზარდი ბავშვისთვის. შედეგი კი არის მშვიდი, კომფორტული ძილი და ხერხემლის სწორი განვითარება.
მხარეების შემოწმება ძალიან მარტივია. ამისათვის გახსენით შალითა ელვა შესაკრავზე და შეხედეთ შემავსებლებს. მათი იდენტიფიცირება მარტივია ფერის მიხედვით, ახალშობილებისთვის რეკომენდებულია იასამნისფერი ქაფის მხარე (უფრო მკვრივი), ხოლო წამოზრდილი ბავშვებისთვის ერთი წლის შემდეგ ცისფერი მხარე (უფრო ელასტიური).
• ჰიპოალერგიული მასალები
აღნიშნული მატრასის შემავსებლებმა მიიღეს გერმანული ხარისხის სერთიფიკატი Oeko-Tex Standard 100 class 1 (უსაფრთხოების უმაღლესი კლასი, რაც იმას ნიშნავს, რომ მატრასი განკუთვნილია ახალშობილებისთვის).
• სუნთქვადი
მატრასის ყველა დეტალი გააზრებულია იმგვარად, რომ არაფერმა დაარღვიოს თქვენი და შვილის კომფორტი. შალითა სწრაფად შთანთქავს სითხეს და ასევე სწრაფად შრება, ხოლო 3D ბადე პერიმეტრზე აუმჯობესებს შემავსებლების ვენტილაციას.
• მოსახსნელი შალითა
მნიშვნელოვანი პირობა, რომელსაც გირჩევთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ყიდვისას. მოსახსნელი შალითა გაამარტივებს მატრასის მოვლას და საშუალებას მოგცემთ დარწმუნდეთ, რომ მატრასის შიგთავსი შეესაბამება დეკლარირებულ ხარისხს. პლიტექსის ყველა მატრას გააჩნია ელვა შესაკრავი, რაც აადვილებს შალითის მოხსნას და გარეცხვას. ამავდროულად, უსაფრთხოების მიზნით, ელვა ჩაკერილია იმგვარად, რომ ბავშვმა შემთხვევით არ შეეხოს მას.
• მატრასის ფენები ერთმანეთზეა დამაგრებული
ეს ძალიან მოსახერხებელია. შალითის მოხსნისას მატრასის შიგთავსი შეგიძლიათ ჰაერზე გაიტანოთ გასანიავებლად. ფენები დამაგრებულია სპეციალური ეკოლოგიურად სუფთა ნაერთით წყლის ბაზაზე Simalfa (შვეიცარია). მას არ გააჩნია სუნი, უსაფრთხოა ბავშვისთვის და აკმაყოფილებს უსაფრთხოების და ეკოლოგიურობის უმაღლეს სტანდარტებს.
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა