ნინო ფურცელაძე
- კომენტარი
საუკეთესო ხარისხი, თბილი გარემო და უმაღლესი მომსახურება! �� მადლობა თქვენს კონსულტანტს სრულყოფილი ინფორმაციისთვის,ძალიან საჭირო და საუკეთესო ნივთის შერჩევისათვის !!! �����
SKV Company უკვე ორ ათეულ წელზე მეტია სპეციალიზებულია საბავშვო ავეჯის წარმოებაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ბრენდმა მრავალფეროვანი გამოცდილება დააგროვა, რამაც საშუალება მისცა აწარმოოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხისა და თანამედროვე საბავშვო ავეჯი. კომპანია მშობლებს სთავაზობს სერტიფიცირებულ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში, ხოლო მისი ასორტიმენტი მუდმივად ახლდება და ფართოვდება.
უახლესი ტექნოლოგიების, დეტალებზე მუდმივი დაკვირვების, უმაღლესი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით იქმნება კლასიკური სტილის, ლამაზი, სადა და გამძლე საბავშვო პროდუქცია, რომელშიც შედის ბავშვის საწოლები და კომოდები.
SKV Company საბავშვო ავეჯის წარმოებისას ითვალისწინებს არა მხოლოდ ამ სფეროში დადგენილ ევროპულ სტანდარტებს, არამედ თანამედროვე საჭიროებებსაც, როგორებიცაა საცხოვრებელ სივრცეში მაქსიმალური ადაპტაცია, მშობლისა და ბავშვის კომფორტი. საბავშვო ბრენდი პროდუქციას საუკეთესო არყის ხისგან ამზადებს, რომელსაც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ირჩევს. ავეჯის შესაღებად ეკოლოგიური, წყლის ბაზაზე დამზადებული ლაქ-საღებავები გამოიყენება.
საბავშვო საწოლი ტრანსფორმერი მრავალფუნქციური მოდელია, რომელიც გათვლილია ბავშვის დაბადებიდან 10-12 წლამდე. ბავშვის საწოლი თავის თავში აერთიანებს კომოდს, 3 უჯრასა და გამოსაცვლელ მაგიდას. მისი რწევის მექანიზმი ჩამკეტებზეა, ხოლო მოაჯირეები სილიკონითაა დაცული.