უფასო კონსულტაცია ქარსითის შერჩევაზე | კამპანია

პატარების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ყოველდღიური, საპასუხისმგებლო პროცესია, სადაც თითოეულ დეტალს – სწორად შერჩეული ავტოსავარძლიდან დაწყებული მისი ავტომობილში ფიქსაციით დასრულებული – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ მიზნით, 26 ივლისს, მთაწმინდის პარკში Labebe Boutique-ისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat-ის ერთობლივი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, რომელიც სრულად მიეძღვნა ბავშვების უსაფრთხო გადაადგილების საკითხებს.
ღონისძიების მთავარ ამოცანას მშობლების ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და თითოეული პატარასთვის მშვიდი, დაცული მგზავრობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
უფასო პროფესიონალური კონსულტაციები მშობლებისთვის
ღონისძიების ფარგლებში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულიად უფასოდ მიეღოთ ამომწურავი, პროფესიონალური კონსულტაციები უშუალოდ სფეროს ექსპერტებისგან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ოჯახებისთვის საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, სადაც თითოეულმა მონაწილემ თავისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე მიიღო კვალიფიციური პასუხი.
სპეციალისტებმა დეტალურად განიხილეს შემდეგი საკითხები:
- ავტოსავარძლის სწორად შერჩევა– ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის პარამეტრების გათვალისწინება მოდელის არჩევისას;
- საერთაშორისო სტანდარტები – თანამედროვე უსაფრთხოების ნორმების გაცნობა, სერტიფიცირების მნიშვნელობა და ტესტირების ნიმუშები;
- სწორი დამონტაჟება ავტომობილში – ფიქსაციის წესები და ხშირი შეცდომები, რადგან არასწორად დამონტაჟებული სავარძელი კარგავს თავის დამცავ ფუნქციას;
- ყოველდღიური პრაქტიკული რეკომენდაციები – რჩევები, რომლებიც მშობლებს მგზავრობის პროცესის გამარტივებასა და რისკების მინიმიზაციაში ეხმარება.
ცოდნა, რომელიც სიცოცხლის დაცვას ემსახურება
ქარსითის გამოყენება მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნა როდია; ეს, პირველ რიგში, ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტია. სწორად შერჩეული და სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟებული სავარძელი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
Labebe Boutique-ისთვის თითოეული ბავშვის კეთილდღეობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მსგავსი საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების მხარდაჭერა ჩვენი გუნდისთვის სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს სწორი ინფორმაცია ყოველდღიურ უსაფრთხოებაში. მთაწმინდის პარკში გამართულმა კამპანიამ აჩვენა, რომ მშობლების მხრიდან ინტერესი პატარების დაცულ გადაადგილებაზე დიდია, რაც წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრებისკენ.
ლაბებე საზოგადოებრივ ორგანიზაცია Your Car Seat-სთან ერთად მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტ ოჯახს მივაწოდოთ საჭირო ცოდნა და გავუმარტივოთ ბავშვების მგზავრობის პროცესი.
თუ ვერ შეძელით ღონისძიებაზე დასწრება, Labebe Boutique-ის შოურუმში ყოველთვის შეგიძლიათ გაეცნოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სერტიფიცირებულ საბავშვო ავტოსავარძლებს და მიიღოთ რჩევები ჩვენი კონსულტანტებისგან.
Labebe Boutique მომავალშიც აქტიურად გაგრძელებს ზრუნვას თქვენი პატარების უსაფრთხოებასა და კომფორტზე!
