როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ისე, რომ მოგვისმინონ

გიფიქრიათ ოდესმე, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი სიტყვები ბავშვების ყურებამდე ვერ აღწევს? თითქოს მათთან სხვა ენაზე ვლაპარაკობდეთ ან სიტყვები ჰაერში იფანტებოდეს და გზად იკარგებოდეს. თითქოს ვცდილობთ გავაღვიძოთ მათი ყურადღება ხმამაღალი სიტყვებით ან მკაცრი ტონით, მაგრამ შედეგი – იგივე; ბავშვი არ გვისმენს, არ რეაგირებს და თითქოს საკუთარ სამყაროშია ჩაძირული.

სინამდვილეში კი, ბავშვები არა მხოლოდ ისმენენ, არამედ გრძნობენ იმასაც, რა ელფერი დაჰკრავს საუბარს – იძულებითი, მკაცრი ტონი, უკმაყოფილება თუ სხვა რამ. ამ დროს პატარებს ხშირად უჩნდებათ გაქცევის და საუბრისგან თავის არიდების სურვილი. ბავშვები იმაზე მეტად რეაგირებენ ტონზე, ემოციებსა და ქცევებზე, ვიდრე თავად სიტყვებზე. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ბავშვებმა ნამდვილად მოგვისმინონ და ჩვენს სიტყვებს მნიშვნელობა მიანიჭონ, საჭიროა არა მხოლოდ სათქმელის გადაცემა, არამედ სწორი ფორმით და ემოციური კავშირით საუბარი.

სიტყვები, რომლებიც გულში ჩარჩება

სიტყვებს დიდი ძალა აქვს – განსაკუთრებით ბავშვების სამყაროში. ამიტომ, სჯობს, თავიდან აირიდოთ მძიმე, დამამცირებელი ტონი. ბავშვებთან საუბრისას გამოიყენეთ მარტივი, გულწრფელი და პოზიტიური სიტყვები. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უთხრათ – „რა არის ეს? კიდევ ერთხელ გააფუჭე!“, თქვით – „მოდი, ვნახოთ, ერთად როგორ გამოვასწორებთ!“

თვალებში შეხედვა – ემოციური კავშირი

სანამ ლაპარაკს დაიწყებთ, ბავშვის ყურადღება უნდა მოიპოვოთ. დასხედით მის დონეზე და შეხედეთ თვალებში. ეს პატარა ჟესტი ბავშვისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს და აგრძნობინებს, რომ ის მნიშვნელოვანია მოსაუბრე ადამიანისთვის და მის აზრს პატივს სცემთ.

მოსმენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საუბარი

მხოლოდ ლაპარაკი კი არა, მოსმენაც აუცილებელია. ბავშვები უფრო მეტად გვენდობიან, როცა გრძნობენ, რომ ჩვენც ვუსმენთ მათ. მათი პასუხები თუ სიჩუმე – ორივე მნიშვნელოვანი სიგნალია მშობლებისთვის.

ემპათია

ხშირად ბავშვებს უჭირთ საკუთარი ემოციების გამოხატვა. ისინი შეიძლება გაბრაზდნენ, დაიბნენ ან უბრალოდ ჩუმად იყვნენ, რადგან არ იციან, როგორ გაუზიარონ თავიანთი გრძნობები გარშემომყოფებს. ამ დროს უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ, უფროსებმა ემპათიურად მოვექცეთ და ვკითხოთ, რაზე ფიქრობენ, რა მოხდა ან რა აწუხებთ. ემპათია პატარას აჩვენებს, რომ მისი გრძნობების გვესმის და სრულიად ნაცნობია ჩვენთვისაც.

თამაშით სწავლა — საუბრის მაგია

სიტყვები გაცილებით უფრო ხალისიანად და ცოცხლად ჟღერს, როცა თამაშის ნაწილად იქცევა. წარმოიდგინეთ, თითქოს საუბარი პატარა თეატრალური წარმოდგენა იყოს – ჟესტებით, რითმებითა და მხიარული ხმებით. ბავშვებთან კომუნიკაცია შეიძლება ვაქციოთ სიმღერად, რითმად ან მცირე სპექტაკლად, სადაც სიტყვები თამაშის ნაწილი ხდება. ასეთ შემთხვევაში ბავშვები უფრო ადვილად და სიხარულით აღიქვამენ სათქმელს, რადგან კომუნიკაცია მხიარულ და ინტერაქციულ პროცესად იქცევა.

ბავშვებსაც სჭირდებათ, რომ პატივი სცენ. ნუ უყვირებთ და ნუ დაამცირებთ, მაშინაც კი, როცა გაბრაზებული ხართ. თუ გსურთ, რომ ბავშვი კომუნიკაციაში გახსნილი იყოს, მის მიმართ პატივისცემის ქონა აუცილებელია.

რა თქმა უნდა, კომუნიკაცია არ არის ერთჯერადი პროცესი – ის ვითარდება თანდათანობით, მაგრამ თუკი სიყვარულით და მოთმინებით მივუდგებით, ბავშვებიც აუცილებლად გვიპასუხებენ სითბოთი და ყურადღებით.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,950 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,950 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,950 
ტრანსფორმერი ეტლები 2x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 2x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 2x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,925 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
2,550 

მეტი სასარგებლო სტატიები

დაიცავით ბავშვი სიცხეში დისკომფორტისგან. გაიგეთ, რატომ არის მუსლინის საფენი, ბამბის ტანსაცმელი და ოთახის სწორი ტემპერატურა მშვიდი ძილის მთავარი საიდუმლო.
ეძებთ ყველაზე კომფორტულ და უსაფრთხო ეტლს? აღმოაჩინეთ რევერსული ეტლების ტოპ 4 მოდელი ლაბებე ბუტიკში. გაეცანით Peg Perego-ს და Britax Römer-ის პრემიუმ კოლექციებს.
უზრუნველყავით პატარას დაცულობა 360°-ით მბრუნავი საბავშვო ავტოსავარძლებით. შეარჩიეთ პრემიუმ ბრენდების უსაფრთხო ქარსითები ლაბებე ბუტიკის კოლექციიდან.