როგორ უყალიბდებათ ბავშვებს ჩვევები სიყვარულითა და თამაშით


მშობლობა სტანდარტულად გაწერილი ინსტრუქციებით სავსე წიგნი არ არის, არამედ ბევრად უფრო ჰგავს სათამაშო ოთახს, სადაც წესებს თანმიმდევრულად კი არა, სიყვარულით და მოთმინებით ვქმნით. ჩვევების ჩამოყალიბება სწორედ იქ იწყება, სადაც თამაშია, სითბო და ბავშვი უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

რუტინა, რომელიც მოსაწყენი არ არის

ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო – წინასწარ ნავარაუდევი ქმედებები მათ უსაფრთხოების განცდას უქმნით. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი საათივით გაწერილი უნდა იყოს. პატარა რიტუალები, როგორებიცაა დილით მშობლების ოთახში გადასვლა, ერთსა და იმავე სიმღერაზე კბილების გახეხვა ცეკვით, ზღაპრის წაკითხვა ძილის წინ – ქმნის არა მხოლოდ ჩვევებს, არამედ ბავშვთან კავშირსაც ამყარებს.

თამაში, როგორც სწავლა

ბავშვები სამყაროს თამაშით სწავლობენ – როგორ ისმის ხმა, როგორ გამოიყურება ყველაფერი და როგორ მოქმედებს გარემო სხვადასხვა სიტუაციაზე. როცა ყველაფერს თამაშად ვაქცევთ, ჩვევების ჩამოყალიბება ბევრად ბუნებრივი ხდება. მაგალითად, კუბიკებით თამაშის დროს შეგვიძლია ვუთხრათ ბავშვს, – „ახლა ერთად დავაბრუნოთ სათამაშოები უჯრაში”; კბილების გახეხვისას კი ვთქვათ, – „აი, ჩვენი ჯადოსნური ჯაგრისი, რომელიც კბილებს ძალიან უყვართ”. როცა ბავშვს პროცესში ვეპყრობით, როგორც თანასწორ ადამიანს და მის სამყაროში ვნერგავთ ყველაფერს, ის უფრო სწრაფად სწავლობს და ეს პროცესი სასიამოვნოც ხდება.

სითბოს ძალა ჩვევების მიღმა

პატარებისთვის ყველაფერი ახალია – ახალი გემო, ახალი ჟღერადობა, ახალი ემოცია. ამიტომ ჩვევის გამყარება, პირველ რიგში, ემოციური უსაფრთხოებით იწყება. როდესაც პატარა გრძნობს, რომ რაც უნდა გააკეთოს, უყვართ – ის უფრო თავდაჯერებულად ცდილობს, გაიმეოროს მოქმედებები, ხოლო შეცდომების მიუხედავად, თავიდან იწყებს ცდას. შეცდომებზე ფოკუსირების ნაცვლად თუ გრძნობენ მხარდაჭერას, კონკრეტული ჩვევა სიყვარულით ყალიბდება და რჩება, როგორც გამოცდილება და არა – როგორც წესი.

ჩვევების ჩამოყალიბება ბავშვისთვის არ უნდა იყოს მორიგი მკაცრი დავალება – „გააკეთე იმიტომ, რომ ასეა საჭირო“. უკეთესია, როცა პროცესი მეგობრულ გარემოში ვითარდება: „მოდი, ერთად გავაკეთოთ, რადგან ასე უფრო სასიამოვნოა და შედეგიც უკეთესი იქნება“.

ბავშვობაში სიყვარულით და თამაშით შეძენილი ჩვევები მთელი ცხოვრება თან ახლავს ადამიანს, რადგან ისინი მყარ საფუძვლად იქცევა, რომლითაც მომავალი ფორმირდება.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 ₾
ზომა: 120 X 60, 160 X 80
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

გაიგეთ, როგორ განასხვავოთ სეზონური გრიპი და გაციება ბავშვებში. პრაქტიკული რჩევები მშობლებს სიცხის მართვის, სახლის პირობებში მოვლისა და ზამთრის ვირუსების პრევენციისთვის.
Britax Römer Kidfix Pro – 44 სმ სიგანის უსაფრთხო ავტოსავარძელი. 3.5-12 წლამდე. მოათავსეთ 3 ქარსითი ერთ რიგში და იმგზავრეთ მშვიდად!
როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისა და კიბერშანტაჟისგან? ფსიქოლოგ ხათუნა ხაჟომიას პრაქტიკული რჩევები მშობლებს პირად საზღვრებსა და უსაფრთხოებაზე.