როგორ დავეხმაროთ ბავშვს ემოციების ცნობასა და გამოხატვაში

ბავშვის ემოციური განვითარება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ზრდა. როცა პატარას ვასწავლით, როგორ ამოიცნოს და გამოხატოს თავისი გრძნობები, მას ვაძლევთ ძალას, რომ უკეთესად გაუმკლავდეს სამყაროში არსებულ გამოწვევებს.

ამ ბლოგში აღმოაჩენთ რჩევებს, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვს ემოციების მართვა, როგორ ვესაუბროთ გრძნობებზე და როგორ გავზარდოთ ემოციურად გონიერი პიროვნება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ემოციების ცნობასა და გამოხატვაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, კერძოდ:

  • ბავშვის სოციალური უნარები და ურთიერთობები;
  • დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა;
  • ემოციური სტაბილურობა და თვითრეგულაცია;
  • ზოგადად კი – მისი გონებრივი კეთილდღეობა.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ემოციების ცნობა?

დაარქვით ემოციას თავისი სახელი

იმიტომ გაბრაზდი, რომ სათამაშო დაგიმალა, ხომ?, – ასე ბავშვი სწავლობს თავისი გრძნობების ამოცნობას და გამოხატვას.

იყავით ემოციურად ღია

დავიღალე და ცოტა მოწყენილი ვარ. მოდი, ახლა დავისვენებ და მერე ვითამაშოთ, – თქვენ მიერ მოყვანილი მაგალითი პატარას ასწავლის, რომ ემოციებზე საუბარი ნორმალურია.

გამოიყენეთ წიგნები და ზღაპრები

ისტორიები, რომლებშიც მკაფიოდაა ნაჩვენები პერსონაჟების ემოციები, ბავშვებს ეხმარება საკუთარ თავში იმ გრძნობების ამოცნობაში.

ითამაშეთ ემოციური სახეები

შეგიძლიათ, დადგეთ სარკის წინ და მოიფიქროთ სხვადასხვა ემოცია და გამოხატოთ – ამ პრაქტიკული აქტივობით ბავშვი ისწავლის სიხარულის, სევდის, შიშის, გაბრაზების და სხვა ემოციების ამოცნობას.

არ უგულებელყოთ ემოციები

არასდროს უთხრათ თქვენს პატარას, – „ნუ ტირი, არაფერია ეგეთი“ამის ნაცვლად თქვით, – „ვხედავ, რომ სევდიანი ხარ. მოდი, ვილაპარაკოთ“.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ემოციების გამოხატვაში?

  • მიეცით დრო და სივრცე – ზოგჯერ პატარას უბრალოდ სჭირდება სიჩუმეში ყოფნა საკუთარ თავთან;
  • ხელოვნებისა და მოძრაობის ძალა – ხატვა, ცეკვა, ბუნებაში სეირნობა ეხმარება გრძნობების გამოხატვაში;
  • ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მის გრძნობებს ვიღებთ და ვუგებთ – ჩვენ არ ველით, რომ ის ყოველთვის ისე მოიქცევა, როგორც ვფიქრობთ, მთავარია, გულწრფელი იყოს და თქვას, რას გრძნობს.

ბავშვს ემოციების მართვას ერთ დღეში ვერ ვასწავლით – ამას დრო და მონდომება სჭირდება. ეს მუდმივი პროცესია, რომელიც სითბოსა და მოთმინებას მოითხოვს. თუ მშობლები თანადგომით და გაგებით მივუდგებით ჩვენს პატარებს, ბავშვები ისწავლიან, რომ ყველა გრძნობა ბუნებრივია – მთავარია, როგორ გამოვხატავთ მათ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
615 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
ორსართულიანი საწოლები
გაყიდვაშია
2,124 

მეტი სასარგებლო სტატიები

სწორად შერჩეული საბავშვო ტანსაცმელი შემოდგომის ცვალებად ამინდს მარტივად ერგება. გაეცანით ფენებად ჩაცმის წესებსა და მშობლებისთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების რჩევებს.
გაიგეთ, რატომ ირჩევენ მშობლები ხის სათამაშოებს პლასტმასის ნაცვლად. გაეცანით Tryco-ს განმავითარებელი ხის სათამაშოების კოლექციას.
გაიგეთ, როგორ ესაუბროთ მოზარდს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სხეულის ცვლილებებზე, ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე მარტივად და სწორად.