რჩევები ახალბედა მშობლებისთვის

გახდე მშობელი – საინტერესო და გარდამტეხი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. როდესაც ამ საოცარ მოგზაურობას იწყებენ ადამიანები, ბუნებრივია, მღელვარებას და შიშს განიცდიან. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ დღეებში ოჯახს მყარი საფუძველი ჩაეყაროს, რათა ახალი ეტაპი მეტად სიხარულით იყოს დატვირთული.

მუდმივი სწავლა

ახალბედა მშობლებს, მნიშვნელოვანია, ესმოდეთ, რომ პირველივე დღიდან ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა მარტივი არ იქნება. მშობლობა უწყვეტი სწავლის პროცესია და გზადაგზა შეცდომების დაშვება ბუნებრივი და ნორმალურია. აუცილებელია, რომ მშობლები არ იყონ ძალიან მკაცრი საკუთარი თავის მიმართ, ხოლო ღია იყონ ახალი გამოცდილების მისაღებად, რადგან ყველა ბავშვი უნიკალურია და ის, რაც ერთს ერგება, შეიძლება მეორისთვის გამოუსადეგარი იყოს.

საკუთარ თავზე ზრუნვაც საჭიროა

ადვილია ახალშობილის მოვლის საკითხებში თავით ჩაძირვა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვაც. ბავშვის აღზრდა დიდ ფიზიკურ და ემოციურ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ, დაუთმეთ დრო დასვენებას – ითხოვეთ და მიიღეთ დახმარება სხვებისგან.

რუტინის დამკვიდრება

რუტინის შექმნამ შეიძლება ახალშობილის ცხოვრებაში სტაბილურობის განცდა შემოიტანოს და გახადოს ყოველდღიური საქმეები უფრო მართვადი თქვენთვის, როგორც მშობლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რუტინა შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ძირითადი სტრუქტურის არსებობა უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სიყვარულის და ზრუნვის გამოვლენა

ახალშობილთან კომუნიკაცია ჯადოსნური გამოცდილებაა, რომელიც საფუძველს უყრის მშობლებსა და შვილებს შორის ძლიერ ურთიერთობას. პატარასთან ჯანსაღი კავშირის ჩამოყალიბებისას, მიაქციეთ მაქსიმალური ყურადღება სხვადასხვა ჟესტით – კანთან შეხებით, თვალის კონტაქტით, საუბრითა ან სიმღერით, რაც ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ და კოგნიტიურ განვითარებას.

მუდმივი კონტაქტი პარტნიორთან

ბავშვის აღზრდა ერთიანი ძალისხმევით და პარტნიორთან ღია კომუნიკაციით უფრო კარგი შედეგის მომტანია. განიხილეთ თქვენი ღირებულებები, გააზიარეთ პასუხისმგებლობები და მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს – მსგავსი რეგულარული ქმედებებით გაძლიერდება მშობლების კავშირი.

გახსოვდეთ, რომ მშობლად გახდომის იდეალური და წინასწარ განსაზღვრული გზა არ არსებობს, მაგრამ სწორედ თქვენი სიყვარული და საქმისადმი ერთგულება ყველაზე ლამაზად ჩამოაყალიბებს თქვენი შვილის სამყაროს. 

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 
მარაგი ამოწურულია
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
305 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
305 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,574 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,574 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
965 
ძუძუთი კვება
გაყიდვაშია
254 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვისთვის კენგურუს არჩევას რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი განსაზღვრავს. გაიგეთ, როგორ შეარჩიოთ ერგონომიკული და კომფორტული მოდელი.
გაიგეთ, როგორ ესაუბროთ მოზარდს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სხეულის ცვლილებებზე, ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე მარტივად და სწორად.
ბავშვისთვის ბუსტერი მხოლოდ მაშინ შეარჩიეთ, როცა მისი სიმაღლე და განვითარების ეტაპი შეესაბამება. გაიგეთ, როდის არის ბუსტერი უსაფრთხო არჩევანი.