რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა ბავშვის შესახებ ინფორმაციას ონლაინ აზიარებთ

ციფრულ ეპოქაში ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო მეტად ხდება ონლაინ სივრცის ნაწილი. სოციალური ქსელები მშობლებისთვის კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმად იქცა, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს სერიოზული სამართლებრივი და უსაფრთხოების რისკები, რომელთა შეფასება ხშირად არასაკმარისად ხდება.

ამ მნიშვნელოვან საკითხზე ლაბებემ ინტერვიუ ჩაწერა ადვოკატთან, ანა თავხელიძესთან, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ბავშვთა პირადი ცხოვრების დაცვაზე, ონლაინ ძალადობის ფორმებსა და მშობლების პასუხისმგებლობაზე ციფრულ გარემოში.

ადვოკატის განმარტებით, სოციალური ქსელების უბრალო ასქროლვითაც შესაძლებელია ბავშვის შესახებ ისეთი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მოპოვება, როგორიცაა სკოლა, ყოველდღიური რუტინა, გადაადგილების მარშრუტი ან საცხოვრებელი გარემო. ასეთი მონაცემების ერთობლიობა ბავშვებს მარტივ სამიზნეებად აქცევს.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებია, როდესაც ონლაინ სივრცეში ხდება ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის მოპოვება ან გავრცელება. იურიდიული თვალსაზრისით, ასეთ სიტუაციებში ხშირად საქმე გვაქვს დანაშაულთან, ხოლო სექსუალური შინაარსის მასალის გავრცელება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სამართლებრივ დარღვევად ითვლება. ინტერნეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მსგავსი მასალა შეიძლება განუსაზღვრელი მასშტაბით გავრცელდეს, დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ხელმისაწვდომი და გახდეს სხვა დანაშაულებრივი ქმედებების საფუძველი.

ანა თავხელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გავრცელებულ მცდარ აღქმაზე, თითქოს ონლაინ ძალადობა ნაკლებად მძიმეა, ვიდრე ფიზიკურ სივრცეში ჩადენილი დანაშაული. რეალურად კი ონლაინ ძალადობა ხშირად უფრო მასშტაბური შედეგებით, გრძელვადიანი ტრავმითა და განმეორების მაღალი რისკით ხასიათდება.

ადვოკატის შეფასებით, პრობლემის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მშობლების დაბალი ცნობიერება ბავშვის უფლებებისა და ონლაინ უსაფრთხოების საკითხებში. საფრთხე მხოლოდ აშკარად არასათანადო კონტენტში არ არის, არამედ რისკს ქმნის სკოლაში გადაღებული ფოტოები, აქტივობების გამჟღავნება, მისამართებისა ან დროითი გრაფიკის არაპირდაპირი მითითებაც კი.

ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ონლაინ გაზიარება უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ გააზრებულ პასუხისმგებლობას, სადაც მთავარი პრინციპია: თუ ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვის იდენტიფიცირებისთვის ან გადაადგილების დასადგენად, მისი გასაჯაროება დაუშვებელია.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
615 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
ორსართულიანი საწოლები
გაყიდვაშია
2,124 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

სამშობიარო ჩანთის ჩექლისტი მომავალი დედებისთვის. გაიგეთ, რა ნივთები უნდა მოამზადოთ ახალშობილისთვის, საკუთარი თავისა და მშობიარობის დღისთვის.
როგორ შევხვდეთ ბავშვის დაბადებას მშვიდად? სანდრა რულოვსის რჩევები ფსიქოლოგიურ მზაობაზე, სტრესის მართვასა და წყვილის ურთიერთობის ჰარმონიაზე.
ბავშვის პირადი საზღვრები ადრეული ასაკიდან ყალიბდება. გაიგეთ, როგორ ესაუბროთ შვილს უსაფრთხო შეხებაზე, საიდუმლოებზე და რატომ უნდა იყოს მისი „არა“ ყოველთვის გათვალისწინებული.