ემოციური ინტელექტის განვითარება ბავშვებში

სხვადასხვა შეგრძნების განცდა, მიღება და გააზრება თითოეული ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია. ეს პროცესი მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და მასზე დაკვირვება უწყვეტი ჯაჭვია. ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია ემოციების აღრევა, გაურკვევლობა და დაბნეულობა, რაც იმით აიხსნება, რომ პატარები სწორედ ადრეულ ასაკში იწყებენ ემოციურ თვითკონტროლს, შემეცნებასა და ინტელექტის განვითარებას.

ბავშვების ემოციური ინტელექტის განვითარება მეტწილად დამოკიდებულია ოჯახზე, მშობლებსა და იმ სოციუმზე, რომელშიც იზრდებიან. ემოციების კონტროლის სწავლისა და ზრდის პერიოდში მშობლებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ მხარდაჭერის, ემპათიისა და თანადგომის ხარჯზე.

ემოციური ინტელექტი ეხმარება ბავშვებს უკეთ გაიგონ თავიანთი გრძნობები და დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობები. ამ სოციალურ-ემოციური უნარებით უფრო ადვილად პოულობენ მეგობრებს და უმკლავდებიან სხვადასხვა ტიპის სირთულეს. განვითარების გზაზე აუცილებელია, რომ ბავშვს გვერდით ჰყავდეს ადამიანი, რომელიც დაეხმარება და გაარკვევს, თუ რა ხდება მის თავს, როგორ მართოს თავისი ემოციები და როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში.

რაც მეტად იზრდება პატარა, მით უფრო შეუძლია არეგულიროს ახალი თუ კარგად ნაცნობი შეგრძნებები და მათ სწორი მიმართულება მისცეს. ზრდასრული ადამიანისგან განსხვავებით, ბავშვი თავის სათქმელს ქცევებით გამოხატავს და არ იცის, როგორ შეუძლია აკონტროლოს მოზღვავებული ემოციები, ისე, რომ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ სხვაც არ დააზიანოს.

ოჯახურ გარემოში ბავშვი ყველაფერს ისრუტავს, რასაც ხედავს, ამიტომ, მშობლებს მეტი დაკვირვება და ნაბიჯების გააზრებულად გადადგმა მოეთხოვებათ. ვინაიდან პატარებს არ აქვთ ისეთი გამოცდილება, როგორც ზრდასრულებს, ყოველ წამოჭრილ სირთულეზე მეტი დროისა და რესურსის დახარჯვა უწევთ, რათა გაუმკლავდნენ და სრულად გააცნობიერონ არსებული მოცემულობა.

ბავშვები ჩვენგან სწავლობენ აბსოლუტურად ყველაფერს და მნიშვნელოვანია, რომ მაგალითის მიცემა სწორი გზით შეგვეძლოს. მაგალითად, როცა რაიმე პრობლემაზე ნერვიულობთ და აფორიაქებული ხართ, შეგიძლიათ ეს შვილს გაუზიაროთ და მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ, თუ რას განიცდით და როგორ უნდა აპირებთ აღნიშნულთან გამკლავებას. ამასთანავე, უკეთესია, რომ საუბარში დაასახელოთ ესა თუ ის შეგრძნება, რათა სამომავლოდ პატარამაც იცოდეს და სწორი ფორმულირებით შეძლოს იმის გამოხატვა, სინამდვილეში რა აწუხებს.

ემოციური ინტელექტის განვითარებას გამოცდილებებიც და თმენის უნარიც უზრუნველყოფს. ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი ბავშვისთვის სხვადასხვა განმავითარებელი სათამაშოების შეთავაზებაა. როდესაც პატარ ერთ კონკრეტულ აქტივობაზეა ორიენტირებული და ცდილობს, გამოსავალი იპოვოს, პროცესში სწავლობს მოთმენას და უარყოფითი ემოციების მართვას, როგორებიცაა ბრაზი და გაღიზიანება. 

ემოციური ინტელექტის განვითარებისას ყოველთვის დაეხმარეთ თქვენს შვილს – მშვიდად აუხსენით ემოციებისა და ქცევების რაობა და ის, რომ მისი მდგომარეობა სავსებით ბუნებრივია და თავად შეუძლია კონტროლი.

დაკავშირებული პროდუქტები

მარაგი ამოწურულია
რბილი სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
70 
Baby Mix Birds - მუსიკალური მობაილი რბილი სათამაშოებით - image 1 | Labebe
განსავითარებელი სათამაშოები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
მარაგი ამოწურულია
რბილი თოჯინები
მარაგი ამოწურულია
121 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
109 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
260 
მარაგი ამოწურულია
ბავშვის ფეხების მასაჟი
მარაგი ამოწურულია
127 
გონების სავარჯიშოები
გაყიდვაშია
278 
გონების სავარჯიშოები
გაყიდვაშია
71 
1 Doudou, 3 Stories Plush Bear Taupe - რბილი სათამაშო პირსაწმენდით - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
რბილი სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
70 
განსავითარებელი სათამაშოები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
Jolijou Les Doucettes Eva Terracota - რბილი სათამაშო თოჯინა - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
რბილი თოჯინები
მარაგი ამოწურულია
121 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
109 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
ORTOTO Fantastic Four (4 pcs.-30*30 cm) - ხალიჩა-ფაზლების ნაკრები ფეხების სენსორული მასაჟისთვის - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
ბავშვის ფეხების მასაჟი
მარაგი ამოწურულია
127 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში ტოპ ბრენდების პროდუქციას აღმოაჩენთ, რომლის ხარისხი იმდენად გამორჩეულია, რომ ნივთის გამოყენება შესაძლებელია წლების განმავლობაში. 
მშობლები ყოველთვის ეძებენ საუკეთესო გზებს, რომ პატარებს შეუქმნან მათზე მორგებული გარემო როგორც განვითარებისთვის, ისე – სათამაშოდ. 
ლაბებეში დაგხვდებათ როგორც სტანდარტული სასეირნო ეტლები, ისე ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური ვარიანტებიც, რომელთა მწარმოებელი Peg Perego-ია, ერთ-ერთი წამყვანი იტალიური ბრენდი მსოფლიო მასშტაბით.