ეკრანის გავლენა ბავშვებზე – როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი?

დღეს ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია – მათ ვიყენებთ სწავლისთვის, მოგზაურობისთვის, გართობისთვის. ბავშვებიც უკვე ძალიან პატარა ასაკიდან იწყებენ ეკრანთან ურთიერთობას: უყურებენ ვიდეოებს, თამაშობენ, სწავლობენ ახალ სიტყვებს. მშობლებისთვის კი დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება იმის გააზრება, სად მთავრდება ტექნოლოგიის გამოყენების სარგებელი და იწყება არაჯანსაღი დამოკიდებულება.

ეკრანი – არც მტერი, არც მეგობარი

მშობლებს ხშირად გვგონია, რომ ეკრანი ან სრულიად ცუდია, ან სრულიად სასარგებლო. სინამდვილეში ის არც ერთი და არც მეორეა – ყველაფერი დამოკიდებულია დოზასა და შინაარსზე. ხარისხიანი საგანმანათლებლო ვიდეოები, აუდიო ჩანაწერები და ინტერაქციული აპლიკაციები ბავშვს შეიძლება დაეხმაროს სწავლაში და ახალი უნარ-ჩვევების განვითარებაში.

თუმცა, როცა ეკრანი ხდება ერთადერთი გასართობი საშუალება, ბავშვი კარგავს თამაშის, ფიქრის ან, უბრალოდ, განმარტოების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, ბავშვი სწავლობს იმით, რასაც აკეთებს დამოუკიდებლად და არა მხოლოდ იმით, რასაც უყურებს.

რატომ სჭირდება ბავშვს რეალური სამყარო?

ბავშვის ტვინი ვითარდება შეხებით, მოძრაობით, ხმებითა და ადამიანებთან ურთიერთობით. როცა პატარა ხედავს და გრძნობს, ტვინში აქტიურდება ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელია წარმოსახვაზე, მეტყველებასა და ემოციურ სტაბილურობაზე. ამ შემთხვევაში კი – ეკრანი ვერ ცვლის ამ გამოცდილებას.

ბავშვობის პირველ წლებში, როცა მცირეწლოვანი ბავშვი ხელით ეხება საგნებს, გრძნობს ტექსტურას, მოძრაობს, აღიქვამს სივრცეს, იქმნება სწორედ ის გამოცდილება, რომლის ჩანაცვლებაც შეუძლებელია. ეს ყველაფერი ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებასა და თვითკონტროლს – უნარებს, რომლებიც მომავალში სწავლასა და სოციალურ ურთიერთობებშიც გადამწყვეტია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თამაში, რომელიც მოითხოვს სხეულით მოძრაობას, ხელებით შეხებასა ან ბუნებასთან კავშირს, დარჩეს ბავშვის ყოველდღიურობის ნაწილად და წახალისდეს ოჯახის მიერ.

როგორ უნდა იპოვოთ ბალანსი?

ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება იყოს გააზრებული და კონტროლირებადი.

  • ეკრანის დრო უნდა იყოს შეზღუდული – მცირე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 30–60 წუთისა და მხოლოდ ხარისხიანი შინაარსით დატვირთული ვიდეოები;
  • აუცილებელია მშობლის ჩართულობა – ერთად ყურება ან საუბარი უკვე ნანახზე, ტექნოლოგიას ანიჭებს საგანმანათლებლო მნიშვნელობას;
  • სასურველია, ყოველდღიურად არსებობდეს ეკრანისგან თავისუფალი პერიოდი – წიგნის კითხვა, გასეირნება ან ხატვა, ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ და სოციალურ განვითარებას;
  • ბავშვები მიბაძვით სწავლობენ, ამიტომ მშობლის ქცევა საუკეთესო მაგალითია ზომიერების შესასწავლად.

გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი ბალანსი არ გულისხმობს აკრძალვას, არამედ მოითხოვს ცნობიერ მიდგომას, რითაც ტექნოლოგია გახდება ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ტექნოლოგიები ჩვენს შვილებს ცხოვრების ახალ შესაძლებლობებს აძლევს – სწავლის, შემოქმედების, კომუნიკაციის, მაგრამ ბავშვებს სჭირდებათ ჩვენგან დაკვალიანება, რათა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ ეს შესაძლებლობები სწორი გზით.

როცა ეკრანის მიღმა არსებულ სამყაროსაც ვაფასებთ, ბავშვიც სწავლობს ბალანსს და აცნობიერებს, რომ ციფრული სამყარო მხოლოდ ერთი ნაწილია რეალური ცხოვრებისა.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,950 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,950 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,950 
ტრანსფორმერი ეტლები 2x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 2x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 2x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,925 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
2,550 

მეტი სასარგებლო სტატიები

იცით, რომ ძაღლის ტკიპა ბორელიოზს არ გადასცემს? გაიგეთ, როგორ აიცილოთ თავიდან ტკიპას  კბენის საშიშროება და სწორად დაიცვათ ბავშვები ზაფხულში.
ეძებთ საწოლს, რომელიც ახალშობილის აკვნიდან სრულფასოვან საწოლად გარდაიქმნება? აღმოაჩინეთ Erbesi Evolution ლაბებეში და დაზოგეთ ოჯახის ბიუჯეტი წლობით.
როგორ ვებრძოლოთ გაუცხოებას მოზარდობისას? გაეცანით ფსიქოლოგ ხათუნა ხაჟომიას რჩევებს შვილებთან მყარი კავშირის შესანარჩუნებლად.