ჩვილის დაბანა

ჩვილის ბანაობა - ყოველთვის საყურადღებო პროცედურაა, რომელიც არ არის მარტივი, განსაკუთრებით,  ახალგაზრდა მშობლებისთვის. ჩვილი ძალიან უსუსური და ფაქიზი არსებაა, იოლია მას რაიმე დავუშავოთ და ვატკინოთ, ამიტომ ძალიან უნდა გავუფრთილდეთ.

თუკი თქვენი ჩვილი ჯანმრთელია, მაშინ ბანაობისას ნაკლები სირთულეები შეგექმნებათ – უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ჭიპი კარგად იყოს მოშუშებული და მისი ნარჩენი მომხმარი.  

ჯანმო ამბობს, რომ ჩვილის დაბანა პირველივე დღეს შეიძლება და არ არის საჭირო მოცდა, თუკი სრულიად დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შვილი ჯანმრთელია. მაგრამ ბანაობა ბავშვის წყლით სავსე აბაზანაში ჩაწვენით რთული პროცედურაა და აქ ძალიან უნდა გავფრთხილდეთ - ჭიპი სრულიად უნდა იყოს მოშუშებული.  ეს კი დაბადებიან მე-9-10 დღეს ხდება. 

რა სიხშირით უნდა დავბანოთ ჩვილი - ამ რეკომენდაციას ექიმი გასცემს. სავსე აბაზანა რაღაც დროით გვერდზე უნდა გადავდოთ, რადგან დაბადების შემდგომ ბავშვის ორგანიზმი გამოიმუშავებს დამცავ შრეს კანზე, რომელიც ეხმარება მას ისეთი ინფექციებისგან თავდაცვაში, როგორიცაა მაგალითად, მენინგიტი და სხვ. რეკომენდაციები გვეუბნება, რომ ჩვილი თბილ, დარბილებულ წყალში კვირაში სამჯერ მეტად არ უნდა დავბანოთ. ყოველდღიური ბანაობა დამცავი ლოსიონების გარეშე მავნებელია კანისთვის. 

ბავშვის დასაბანად საჭიროა სწორი აბაზანა სწორი დახრით და ფსკერით. სიგრძით ის 0.7 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, რათა ბავშვს წყალი და სივრცე ეყოს. შემდგომ უნდა ვნახოთ შამპუნი და ქაფი, რომელიც არ დააზიანებს ბავშვის კანს. წყლის ტემპერატურის გასაზომად საჭიროა თერმომეტრი, ქაფის მოსაშორებლად საჭიროა წყლის ტოლჩა, რადგან დუშით ბავშვისთვის საპნის მოშორება არ არის რეკომენდირებული. 

გასამშრალებლად უნდა გვქონდეს რბილი, ფუმფულა პირსახოცი, რომელიც ასევე არ დააზიანებს ბავშვის კანს. მთავარია, არ გავკაწროთ და არ მოვაშოროთ კანიდან დამცავი ფენა. ასევე მოამზადეთ ლოსიონი და კრემი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით დაცვას ბავშვის კანისთვის.   

ბანაობის შემდგომ ბავშვს უნდა ჩავაცვათ სრულიად სუფთა ჩასაცმელი, რომელიც ადრევე უნდა მოვამზადოთ. ის ახალგარეცხილი უნდა იყოს, მტვრისა და ჭუჭყის გარეშე. 

რატომ შეიძლება იყოს საშიში ბანაობა სიფრთხილის გარეშე?

თავიდანვე უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ სამ თვეს ბავშვს აქვს თანდაყოლილი რეფლექსი, შეიკავოს სუნთქვა ჩაყვინთვის დროს და ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ წყალი თავზე გადაავლოთ. ნებისმიერ შემთხვევაში არ ღირს აბაზანაში ძალიან ბევრი წყლის ჩასხმა, რადგან სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა,  განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი ბავშვს რაიმე დაავადება აქვს ან უბრალოდ, სუსტია. 

დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ბავშვის კისერთან  -  როგორც კვების, ასევე ბანაობის დროს ის კარგად უნდა დავიჭიროთ, რადგან კისრის კუნთები ყველაზე გვიან ვითარდება და სუსტია. 

პირველ თვეებში ბანაობისას დაივიწყეთ სათამაშოები და ნივთები, რომელთა წყალში ჩაყრა შეიძლება. მათ შეიძლება ჩვილს კანი დაუზიანონ, ბავშვის კანი ხომ ძალიან  ნაზია, განსაკუთრებით, სიცოცხლის პირველ ხანაში. 

ასევე, პირველ დღეებში, უნდა მოვერიდოთ სამკურნალო ბალახის ნაყენებსაც, რადგანაც მათ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში კანი გამოაშრონ. ბალახები სასარგებლოა და მათ ნაყენში ბანაობა, ზოგადად, ცალკე თემაა. თუკი ბალახებს გამოიყენებთ, მაშინ ბავშვს კანი დამარბილებელი საშუალებებით უნდა დაუმუშავოთ.  

თუკი ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, ბავშვის ბანაობა არა მხოლოდ ჩვეული, არამედ, საკმაოდ სასიამოვნო საქმე იქნება, როგორც თქვენთვის, ასევე - ჩვილისთვის. ის კარგად იმოქმედებს ჩვილზე, მის ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
მარაგი ამოწურულია
მუსლინის საფენები
მარაგი ამოწურულია
55 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,185 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,995 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
3,995 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
4,530 
საბავშვო ეტლები 3 x 1
გაყიდვაშია
4,530 

მეტი სასარგებლო სტატიები

თუ მალე პატარას ელოდებით ან საბავშვო ავეჯის გამოცვლა გადაწყვიტეთ, ჩვენი ბლოგი მშვენიერი გზამკვლევი იქნება, რათა შეძენამდე ყველა ნიუანსი გაითვალისწინოთ.
მშობლებისთვის, რომლებიც თავიანთი პატარებისთვის საინტერესო ამბებს ეძებენ, სწორად შერჩეული საბავშვო წიგნი საოცარი შესაძლებლობაა, რომ ცნობისმოყვარეობა, წარმოსახვა და სიხარული განუვითარონ.
Labebe Boutique-ში პრემიუმ ხარისხის, მსოფლიო წამყვანი ბრენდების საწოლებს აღმოაჩენთ. ამ ბლოგში კი მათზე მოგიყვებით ყველაფერს, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ.