ბავშვთან კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები

ბავშვთან ურთიერთობა ყოველთვის დიალოგით იწყება. კომუნიკაცია მხოლოდ სიტყვების გაცვლა არ არის, როგორც ბევრი თვლის; ესაა ურთიერთგაგება, ემოციების გაზიარება და სივრცე, სადაც ბავშვი თავს დაცულად და მშვიდად გრძნობს.

გულისყურით მოსმენა

ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიური მოსმენაა. როცა მშობელი თვალებში უყურებს შვილს, არ აჩქარებს შეფასებას და ინტერესით უსმენს, ბავშვი გრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია. ასეთი მომენტები ნდობას აყალიბებს – ქმნის მყარ ხიდს მშობელსა და პატარას შორის.

თანაგრძნობა

როცა ბავშვი რაიმეს გრძნობს, მნიშვნელოვანია მისი ემოციის მიღება და დაფასება. ნუ შეეცდებით შეცვალოთ პატარას განცდები – უბრალოდ მოუსმინეთ და ჩაუღრმავდით გრძნობების მნიშვნელობას. მოსმენის ასეთი კულტურა ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც ბავშვი თამამად გამოხატავს თავს და არ ითრგუნება.

მოსმენა განსჯის გარეშე

ბავშვები საკუთარ თავებში იკეტებიან, როცა განიკითხავენ. მშვიდი საუბარი და კითხვები, როგორებიცაა „რა მოხდა?“ ან „რა დაგემართა?“, აძლევს შესაძლებლობას, დაფიქრდეს და თავად იპოვოს ის გზა, რომლითაც შეძლებს აზრების ან/და მომხდარის მოყოლას.

მარტივი ენა

ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია მარტივი და გასაგები ენის გამოყენება. მშობლებმა თავი უნდა აარიდონ რთულ სიტყვებს და ტექნიკურ ტერმინებს, რომლებიც ბავშვებისთვის ბუნდოვანია. სათქმელის პირდაპირ ფორმულირება ხელს უწყობს გაუგებრობების თავიდან აცილებას.

დრო და საერთო გამოცდილება

ნაყოფიერი საუბარი სიტყვებით იწყება, მაგრამ ყველაზე კარგად დროსა და გამოცდილებასთან ერთად ფორმირდება. ბავშვთან ერთად დროის ხარისხიანად გატარება და აქტივობებში ერთად ჩართვა აძლიერებს მშობლისა და შვილის კავშირს და ამყარებს ღია, გულწრფელ კომუნიკაციას.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 ₾
მარაგი ამოწურულია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 110 X 80
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.