ბავშვის პირველი პასუხისმგებლობები სახლში – როგორ ვასწავლოთ დამოუკიდებლობა

პატარა ასაკიდანვე ბავშვები ცდილობენ მშობლების ქცევის გამეორებას – მაგალითად, ხან თამაშით ამზადებენ საჭმელს, ხანაც – სათამაშო მანქანას რეცხავენ. ეს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა იდეალური შესაძლებლობაა, რომ მათ ნელ-ნელა ვასწავლოთ პასუხისმგებლობები.

პირველი დავალებები ყოველთვის უნდა იყოს მარტივი და ბავშვზე მორგებული. მაგალითად, 2–3 წლის ბავშვს შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ თავისი სათამაშოები კალათაში ჩააწყოს. ეს თითქოს უმნიშვნელო ქმედებაა, მაგრამ ბავშვი სწავლობს წესრიგსა და საკუთარი ნივთების დამოუკიდებლად მოვლას.

4–5 წლის ასაკში შეგვიძლია დავამატოთ უფრო კონკრეტული დავალებები, როგორებიცაა მაგიდაზე ჩანგლების დალაგება, მცირედი დახმარება სამზარეულოში (მაცივრიდან პროდუქტის გამოტანა, ხელსახოცების დაწყობა). ამ მოქმედებებში მთავარი შედეგი არ არის, არამედ შესაბამისი ჩვევის ფორმირებაა ბავშვში.

მშობლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია შვილისთვის შესაძლებლობის მიცემა და შემდგომ მისი შექება. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მისი დახმარება რეალურად ატარებს ფასეულობას. თუ დავალებას იდეალურად ვერ შეასრულებს, არ უნდა გავაკრიტიკოთ; ამის ნაცვლად სჯობს ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება კონკრეტული მოქმედების უკეთესად შესრულება.

ასევე, კარგია პასუხისმგებლობის თამაშის ჩამოყალიბება ოჯახში. მაგალითად, დავალების შესრულების შემდეგ პატარა ვარსკვლავის მიღება სტიკერის სახით. ეს ბავშვში მოტივაციას ამაღლებს და აღებულ პასუხისმგებლობას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს, რომელიც არ სტრესავს და თრგუნავს.

გახსოვდეთ, რომ პირველი პასუხისმგებლობები არა მხოლოდ წესრიგსა და დამოუკიდებლობას ასწავლის პატარებს, არამედ აძლიერებს ბავშვებში თვითშეფასებას. ასეთ დროს პატარა გრძნობს, რომ მნიშვნელოვანია და შეუძლია ოჯახის ყოველდღიურობაში საკუთარი წვლილის შეტანა.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 ₾
მარაგი ამოწურულია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 110 X 80
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.