ბავშვებში შემოქმედითობის განვითარების გზები

შემოქმედითობა ღირებული უნარია, რომელიც ბავშვებს ეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში – პრობლემის გადაჭრიდან თვითგამოხატვამდე. მშობლებს ყველაზე დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ შვილების განვითარებაში გარემოს შექმნით, რესურსების მიწოდებითა და მხარდაჭერით.

თამაშის წახალისება

ბავშვებში შემოქმედებითობის წახალისების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება აქტიური თამაშის დამკვიდრებაა. პატარები სწავლობენ თამაშით და ეს შესანიშნავი გზაა მათი წარმოსახვის გასავითარებლად. მიეცით შვილს თავისუფალი, ჩარჩოებისგან თავისუფალი თამაშის შესაძლებლობა ხის სათამაშოებით და თავსატეხებით.

აქტივობების მრავალფეროვნება

სხვადასხვა ტიპის აქტივობა საშუალებას აძლევს ბავშვებს, გამოიყენონ თავიანთი კრეატიულობა გადაწყვეტილებების მისაღებისას. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ თქვენს შვილს აჩუქოთ გასაფერადებელი წიგნი, მიეცით მას ცარიელი ქაღალდი და ფერადი ფანქრების ნაკრები, რითაც შექმნის საკუთარ ნამუშევარს.

წიგნების სამყარო

კითხვა შესანიშნავი საშუალებაა ბავშვებში შემოქმედებითობის აღმოსაჩენად. როცა პატარებს საბავშვო წიგნებს უკითხავთ, ეხმარებით მათ, რომ განავითარონ და დახვეწონ წარმოსახვის, ლოგიკური აზროვნებისა და მოტორიკის უნარები. ზღაპრებით თუ მოთხრობებით ბავშვები უამრავ რამეს იგებენ, რის გათვალისწინებას, ცდასა და გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში იწყებენ.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირდეთ შემოქმედებითობის განვითარების პროცესზე და არა მის საბოლოო შედეგზე, ამიტომ მხარი დაუჭირეთ შვილის ინტერესებს და იდეების გაღვივებას, შეაქეთ მისი ძალისხმევა, რათა იგრძნოს, რომ მარტო არ არის და გააგრძელოს ექსპერიმენტების ჩატარება.

დაკავშირებული პროდუქტები

ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
260 ₾
გონების სავარჯიშოები
გაყიდვაშია
141 ₾
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 ₾
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 ₾
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
33 ₾
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
21 ₾
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 ₾
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 ₾
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
33 ₾
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
21 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

სამშობიარო ჩანთის ჩექლისტი მომავალი დედებისთვის. გაიგეთ, რა ნივთები უნდა მოამზადოთ ახალშობილისთვის, საკუთარი თავისა და მშობიარობის დღისთვის.
როგორ შევხვდეთ ბავშვის დაბადებას მშვიდად? სანდრა რულოვსის რჩევები ფსიქოლოგიურ მზაობაზე, სტრესის მართვასა და წყვილის ურთიერთობის ჰარმონიაზე.
ბავშვის პირადი საზღვრები ადრეული ასაკიდან ყალიბდება. გაიგეთ, როგორ ესაუბროთ შვილს უსაფრთხო შეხებაზე, საიდუმლოებზე და რატომ უნდა იყოს მისი „არა“ ყოველთვის გათვალისწინებული.