3 გამორჩეული საახალწლო საჩუქარი ბავშვებისთვის


გულითადად შერჩეული საჩუქრების გადაცემის დროც დადგა – დეკემბრის თვე დაიწყო. ყველა პატარას უხარია განსაკუთრებული საჩუქრის მიღება – თოჯინები, რბილი და ხის სათამაშოები, ნაქსოვი ხალიჩები და სხვა უამრავი რამ. 

გარეთ არსებული სუსხის მიუხედავად, ჰაერში ჯადოსნური სურნელი ტრიალებს, რაც ახალი წლის მოახლოების მაცნეა. შეიძლება, თოვლი არ არის და ბავშვებთან ერთად ვერ ვგუნდაობთ, მაგრამ საჩუქრების არჩევის და გადაცემის დრო სულ არის.

ამ ბლოგში აღმოაჩენთ Labebe Boutique-ის მიერ შედგენილ საახალწლო საჩუქრების იდეებს, რომლებიც ამ ზღაპრულ დღეებს ნამდვილად დასამახსოვრებელს გახდის პატარებისთვის.

თოჯინები

ყველაფერი, რაც ხელნაკეთია და განსაკუთრებით – თოჯინები, შეუფასებელი საჩუქარია ბავშვისთვის, რომლისთვისაც თამაში ყოველი დღის ტრადიციული ელემენტია. პატარების გულების დასალაშქრად ესპანეთიდან ეკომეგობრულმა, ფუმფულამ და ცოტა დაბნეულმა თოჯინებმა ბინა ლაბებეში დაიდეს – ახალი მეგობრის პოვნის მოლოდინში.

Antonio Juan-ის ესპანური წარმოშობის თოჯინები უმაღლესი მასალებისგანაა დამზადებული; მათი ტანი ვინილისაა და ყოველი ჩახუტებისას თქვენი შვილი უსაზღვრო სითბოს და ენერგიას იგრძნობს ამ საყვარელი და სტილზე შეყვარებული თოჯინებისგან.

რბილი და ხის სათამაშოები

ძვირფასი თანამგზავრი, რომელიც პატარას ამშვიდებს თავისი სირბილით, ახლოს ყოფნით და ნაცნობი სურნელით – ფრანგული ბრენდის, Doudou et Compagnie-ის რბილი სათამაშო პირსაწმენდითაა. მსგავსი ულტრა რბილი მასალებისგან დამზადებული სათამაშო ახალშობილის საჭიროებებზეა მორგებული. მისი ზომა ადაპტირებულია ბავშვის პაწაწუნა ხელებთან, ისე, რომ თამაშის დროს მარტივად ჩაეჭიდოს და გაერთოს. Doudou-ს ყველა სათამაშო წარმოდგენილია ლამაზ ყუთში, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ უნდა აირჩიოთ სასურველი მოდელი და საჩუქარიც მზადაა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი გამორჩეული საჩუქარი Jolihou-ის რბილი სათამაშოებია. თოჯინები რეკომენდებულია ბავშვის დაბადებიდან და გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, რომელიც პატარების გულს იპყრობს.

განმავითარებელი სათამაშოები, თანაც უმაღლესი ხარისხის ხისგან, ნებისმიერ დროს უალტერნატივო არჩევანია. მათი ჩუქებისას, დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ბავშვი თან გაერთობა უსასრულო თამაშით და თან – განვითარდება.

ხის სათამაშოები მრავალ შესაძლებლობას იძლევა და პატარა გენიოსებზეა დამოკიდებული, თუ რა შეიძლება შექმნან კუბიკებისგან – სახლი თუ მანქანა.

განმავითარებელი ხალიჩა

სახლში ყოფნისას ზღაპრული გარემოს მოწყობა სპეციალური განმავითარებელი ხალიჩით შეიძლება, რომელიც, ამავდროულად, იდეალურია ფეხების მასაჟისთვის. ტაქტილური შეგრძნებების განვითარებისთვის ბავშვს მუდმივად სჭირდება ახალ-ახალი, უცხო სტრუქტურების და ფერების გაცნობა. ხალიჩა-ფაზლი დამზადებულია სწორედ სენსორული სტიმულაციისთვის და კუნთებში დაძაბულობის მოსახსნელად.

დაკავშირებული პროდუქტები

ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
31 ₾
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 ₾
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 ₾
Jolijou Poupon Couffin Naturel Pola Blanc / Rose - რბილი სათამაშო თოჯინა - image 1 | Labebe
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
106 ₾
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
287 ₾
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
31 ₾
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 ₾
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 ₾
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
106 ₾
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
287 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

აღმოაჩინეთ Inglesina Electa Duo – მსუბუქი და კომპაქტური პრემიუმ ეტლი ქალაქური ცხოვრებისთვის, კომფორტული აკვნითა და პრაქტიკული ელემენტებით.
როგორ გავხადოთ კითხვა ბავშვისთვის საინტერესო და სასიამოვნო? წიგნის არჩევიდან ყოველდღიურ ჩვევამდე – მარტივი რჩევები მშობლებისთვის.
ბავშვის მასტურბაცია, კითხვები და პირადი სივრცე – გაიგეთ, როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩართვა.