ძილის რეგრესია ბავშვებში – როგორ გავუმკლავდეთ?

ძილი აუცილებელია ბავშვის ჯანსაღი ზრდისთვის, განვითარებისა და საერთო კეთილდღეობისთვის. მშობლები ხშირად აწყდებიან ისეთ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია შვილების ძილის რეჟიმთან. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა – ძილის რეგრესიაა, რომელიც არასასიამოვნო გამოცდილება როგორც მშობლებისთვის, ასევე – ბავშვებისთვის, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზების და ნიშნების გაგება დაგეხმარებათ, რომ შედარებით მარტივად დაძლიოთ და აღმოფხვრათ არსებული პრობლემა.

რა არის ძილის რეგრესია?

ძილის რეგრესია მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც ბავშვს, რომელსაც მანამდე კარგად ეძინა, მოულოდნელად ერღვევა ძილის რეჟიმი. ეს დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ღამით ხშირი გაღვიძებით, ჩაძინების გაძნელებითა და ძილის ხანმოკლე პერიოდებით. მიუხედავად იმისა, რომ ძილის რეგრესია ყველაზე ხშირად ჩვილებთან ასოცირდება, ის შეიძლება გამოვლინდეს ბავშვობის სხვადასხვა ეტაპზეც.

ძილის რეგრესიის მიზეზები

ბავშვებში ძილის რეგრესი შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე ფაქტორმა:

  • სწრაფი განვითარების პერიოდებმა, როგორებიცაა სიარულის ან ლაპარაკის სწავლა, შეიძლება დაარღვიოს ძილის რეჟიმი, რადგან ბავშვები მაგ დროს უფრო აჟიტირებულნი არიან, რაც ართულებს მათ დამშვიდებას ძილის წინ;
  • კბილების ამოჭრასთან დაკავშირებულმა დისკომფორტმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და გაღიზიანება;
  • ცვლილებები ყოველდღიურ რუტინაში (მაგალითად, ბაღში სიარულის დაწყება, ახალი საბავშვო საწოლი) არღვევს უკვე შედგენილ დღის წესრიგს;
  • ავადმყოფობამ, მათ შორის გაციებამ, ყურის ანთებამ ან კუჭის პრობლემებმა, შეიძლება დაარღვიოს ძილი, რადგან პატარა განიცდის მისთვის უჩვეულო დისკომფორტს და ტკივილს.

ძილის რეგრესიის ნიშნები

ძილის რეგრესიის ნიშნების ამოცნობა მშობლებს დაგეხმარებათ, უკეთ გააცნობიეროთ ბავშვის ქცევა და შესაბამისად მიუდგეთ მას.

  • ღამღამობით გაღვიძების რაოდენობის გაზრდა
  • ჩაძინების სირთულე
  • საერთო ძილის შემცირებული დრო
  • განწყობის ხშირი ცვლილება და გაღიზიანება

ძილის რეგრესიასთან გამკლავების გზები

მანამ, სანამ უშუალოდ თავად იმოქმედებთ პრობლემის გადასაჭრელად, უმჯობესია, რომ მიმართოთ ბავშვის პირად პედიატრს, რათა, პირველ რიგში, გამოირიცხოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

აუცილებელია, რომ მკაცრად დაიცვათ რუტინა. ძილის წინ თანმიმდევრულობის დაწესება დაგეხმარებათ ბავშვს აცნობოთ, რომ დროა, მოემზადოს დასაძინებლად. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ გამოხატავთ თქვენს სითბოს და შეუქმნით განცდას, რომ მასთან ახლოს ხართ.

დარწმუნდით, რომ ბავშვის ოთახის გარემო ხელსაყრელია დასვენებისთვის და ტკბილი ძილისთვის. რაც ნაკლები ხმაურის და ყურადღების გაფანტვის მიზეზი იქნება, მით უფრო შეძლებს თქვენი პატარა კონცენტრირდეს ძილზე.

არ დაგავიწყდეთ, რომ ძილის რეგრესია დროებითი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში და შეეცადეთ, მშვიდად მიიღოთ ეს მოცემულობა.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
615 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
ორსართულიანი საწოლები
გაყიდვაშია
2,124 

მეტი სასარგებლო სტატიები

სწორად შერჩეული საბავშვო ტანსაცმელი შემოდგომის ცვალებად ამინდს მარტივად ერგება. გაეცანით ფენებად ჩაცმის წესებსა და მშობლებისთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების რჩევებს.
გაიგეთ, რატომ ირჩევენ მშობლები ხის სათამაშოებს პლასტმასის ნაცვლად. გაეცანით Tryco-ს განმავითარებელი ხის სათამაშოების კოლექციას.
გაიგეთ, როგორ ესაუბროთ მოზარდს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სხეულის ცვლილებებზე, ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე მარტივად და სწორად.