როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში?

მშობლების ყოველდღიურობა სავსეა შესასრულებელი ამოცანებით და პასუხისმგებლობებით, რაც თავისთავად ამცირებს მათ პირად დროს. მუდმივი საქმეები, ბავშვზე ზრუნვა და ქრონიკული გადაღლა მშობლის ფსიქო-ემოციურ დონეზე საგრძნობლად მოქმედებს.

მიუხედავად ამისა, არსებობს ჯადოსნური გამოსავალი იმისათვის, რომ შვილს დამოუკიდებლად მოქმედება ასწავლოთ, ხოლო საკუთარი თავისთვის გამონახოთ დრო. ბავშვები 2 წლის ასაკიდან იწყებენ უფროსების გარეშე თამაშს და წლების მატებასთან ერთად სათამაშო დროც იზრდება.

პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი ტიპის თამაშს სჭირდება ისეთი გარემო, რომელშიც ბავშვი თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობს; მაქსიმალურად შეძლებს გამოხატოს საკუთარი თავი და არ იყოს შებოჭილი.

თუ გსურთ, რომ შვილს ასწავლოთ, როგორ ითამაშოს მარტომ, მაშინ, როცა ოთახიდან გასული ხართ, შეუქმენით მყუდრო სათამაშო მოედანი წიგნებით, საყვარელი სათამაშოებით – კუბებით, მატარებლებით, სენსორული ფაზლებით, თოჯინებით და ა.შ. მსგავსად ორგანიზებული გარემო ბავშვის განწყობაზე დადებითად აისახება და შეძლებს, რომ თამაშის პროცესში მთლიანად ჩაეფლოს.

სივრცის მოწყობის პარალელურად, არ არის რეკომენდებული, რომ შვილი მაშინვე დატოვოთ მარტო. ყველაზე აპრობირებული მეთოდია, რომ მასთან ერთად დაიწყოთ თამაში და ნელ-ნელა შეამციროთ დრო.

დამოუკიდებელი თამაშის სწავლება არ გულისხმობს, რომ მეთვალყურეობაც უნდა მოვადუნოთ. როცა პატარა თავისით ერთობა, მნიშვნელოვანია, რომ მის გვერდით, შორიახლოს იყოთ და წაახალისოთ მისი ძალისხმევა სხვადასხვა დადებითი კომენტარით. 

დაკავშირებული პროდუქტები

ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
260 ₾
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 ₾
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
33 ₾
Label Label Stacking Train Blue - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 ₾
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 ₾
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 ₾
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 ₾
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
33 ₾
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 ₾
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 ₾
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

სამშობიარო ჩანთის ჩექლისტი მომავალი დედებისთვის. გაიგეთ, რა ნივთები უნდა მოამზადოთ ახალშობილისთვის, საკუთარი თავისა და მშობიარობის დღისთვის.
როგორ შევხვდეთ ბავშვის დაბადებას მშვიდად? სანდრა რულოვსის რჩევები ფსიქოლოგიურ მზაობაზე, სტრესის მართვასა და წყვილის ურთიერთობის ჰარმონიაზე.
ბავშვის პირადი საზღვრები ადრეული ასაკიდან ყალიბდება. გაიგეთ, როგორ ესაუბროთ შვილს უსაფრთხო შეხებაზე, საიდუმლოებზე და რატომ უნდა იყოს მისი „არა“ ყოველთვის გათვალისწინებული.