როგორ გავართოთ ბავშვები საღამოობით?

პატარების უსაზღვრო ენერგია და ცნობისმოყვარეობა ყველა მშობლისთვის ძალიან ნაცნობი მოვლენაა. თუ უფროსები დღის ბოლოს დაღლილები არიან, ბავშვების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. მათთვის საღამოობით დროის გატარებაც იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც დღის საათებში.

მშვიდი საღამოს დაწყება ჩამთრევი ზღაპრის წიგნით შეიძლება, რომელიც ბავშვს თავის სამყაროში ამოგზაურებს და ცნობისმოყვარეობას აღუძრავს. საინტერესო ამბის მოსმენას პატარასთვის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და მას ძილისთვის ამზადებს.

დღის ბოლო ფანტაზიის ხორცშესხმის დროა – პატარა თამაშს იწყებს, სადაც წესები არ არსებობს და სრულიად თავისუფალია და შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი. საღამოს აქტივობებს შორის არაერთი საინტერესო თამაშია: ხის განმავითარებელი კუბებით თამაში, ხატვა, ფიგურების ამოჭრა და სხვ.

ერთი ჩვეულებრივი საღამოს დათმობა ბავშვის მოტორული უნარების განვითარებასაც სჭირდება. პრაქტიკულობით დატვირთულ აქტივობებს შორის ერთ-ერთი სენსორული თამაშია. საამისოდ მხოლოდ რაიმე ჩანთა, კოლოფი ანდაც სპეციალურად შექმნილი ფაზლ-ხალიჩები დაგჭირდებათ. ჩანთის და კოლოფის შემთხვევაში, ის სხვადასხვა ტექსტურით, ფერითა და ფიგურით უნდა აავსოთ და არიოთ, რაც ბავშვის ყურადღებას იპყრობს და თამაშისკენ უბიძგებს.

ამ სახალისო იდეებით შეგიძლიათ უზრუნველყოთ პატარას ბედნიერი საღამოები, რომლებიც გაჯერებული იქნება სიცილითა და სიხარულით, რაც ორივე თქვენგანისთვის ძილისპირულის გასაღები გახდება.

დაკავშირებული პროდუქტები

ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
33 ₾
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
31 ₾
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.