რა შეცდომებს უშვებენ მშობლები სათამაშოს არჩევისას და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან?

სათამაშო უბრალოდ გასართობი ნივთი არ არის; ის ბავშვის პირველი მასწავლებელია. მიუხედავად ამისა, როცა მშობლები სათამაშოს მთელი გულით ირჩევენ, ხშირად რჩებიან ვიზუალით მოხიბლულები და იშვიათად სვამენ კითხვებს, როგორებიცაა: შესაფერისია კი ეს სათამაშო ჩემი შვილის ასაკისთვის, ინტერესებისა და განვითარების ფაზისთვის?

Labebe Boutique-ში ხშირად გვეკითხებიან, – „როგორი სათამაშო ვაჩუქო ბავშვს, რომ არა მხოლოდ გაართოს, არამედ ასწავლოს კიდეც?“

ამ ბლოგში სწორედ ამაზე მოგიყვებით, თუ რა შეცდომებს უშვებენ მშობლები სათამაშოს არჩევისას და როგორ ავირჩიოთ ისეთი სათამაშო, რომელიც არ აბნევს ბავშვს, არ ახშობს ფანტაზიას და ნამდვილად ეხმარება პატარას განვითარებაში.

#1 შეცდომა: ასაკისთვის შეუფერებელი სათამაშოს შერჩევა

მშობლის სურვილი, რომ შვილი რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, სრულიად ბუნებრივია. ხშირად სწორედ ამ მოტივით ირჩევენ სათამაშოს, რომელიც რეალურად პატარას შესაძლებლობებს არ შეესაბამება – იქნება ეს გონების სავარჯიშო, მუსიკალური მოწყობილობა თუ ბევრი დეტალისგან შემდგარი კონსტრუქცია. თუ სათამაშო ბავშვის ასაკისთვის შეუსაბამოა, ის ვერ გამოიწვევს ინტერესს, ვერ ჩართავს მცირეწლოვან ბავშვს თამაშში და ხშირად აბნევს კიდეც. შედეგად კი ვიღებთ, რომ ბავშვს არც სიამოვნებს თამაშის პროცესი და არც სარგებელს იღებს.

როგორ ავიცილოთ თავიდან?

სათამაშოს არჩევისას, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკობრივი ეტაპი და უნარ-ჩვევები.
მაგალითად:

ასეთი მიდგომით არა მხოლოდ შეინარჩუნებთ ბავშვის ინტერესს, არამედ მხარს დაუჭერთ მის ბუნებრივ განვითარებას – ზედმეტი დაჩქარების გარეშე.

#2 შეცდომა: ვიზუალური ეფექტის გადამეტებული მნიშვნელობა

ხშირად მშობლები ირჩევენ სათამაშოს მხოლოდ გარეგნული თვალსაზრისითა და იმ მიდგომით, რომ რაც მეტად ბრჭყვიალა და ხმაურიანია ნივთი, მით უკეთესი. მაგრამ მსგავს პროდუქტებს ხშირად აკლია რეალური საგანმანათლებლო ღირებულება.

როგორ ავიცილოთ თავიდან?

შეძენამდე დაფიქრდით – რას სთავაზობს სათამაშო ბავშვის გონებას, უწყობს თუ არა ხელს დამოუკიდებელ ფიქრს. ლაბებე გირჩევთ სხვადასხვა ტექსტურის მქონე, ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ სათამაშოებს, მაგალითად, რბილ თოჯინებს ან სენსორულ ხალიჩებს, რომლებიც ასტიმულირებს კოგნიტიურ განვითარებას.

#3 შეცდომა: სათამაშოს უსაფრთხოების უგულებელყოფა

უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტია, მაგრამ ბევრი მშობელი ყურადღებას მხოლოდ ესთეტიკასა და ფუნქციებზე ამახვილებს. შედეგად, შესაძლებელია, რომ შერჩეულ სათამაშოში აღმოჩნდეს პატარა ნაწილები, ბავშვის ჯანმრთელობისთვის მავნე საღებავები ან იყოს არასტაბილური.

როგორ ავიცილოთ თავიდან?

არჩევისას ყურადღება მიაქციეთ სერტიფიცირებულ, უსაფრთხო მასალებს. Labebe Boutique მხოლოდ ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობს, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს. მაგალითად, Lorena Canals-ის საბავშვო ხალიჩები და წიგნები დამზადებულია ბუნებრივი ბამბისგან და არ შეიცავს ტოქსიკურ ელემენტებს.

#4 შეცდომა: ბავშვის ინტერესების იგნორირება

მშობელს შეიძლება ძალიან მოსწონდეს სათამაშო, მაგრამ ბავშვი მის მიმართ გამოხატავდეს გულგრილობას. ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი აიძულებს ბავშვს თამაში შეიყვაროს, რაც შემდგომში დაძაბულობასაც და კონფლიქტსაც კი იწვევს.

როგორ ავიცილოთ თავიდან?

აუცილებლად დააკვირდით თქვენს შვილს – უყვარს მოძრავი ნივთები, წიგნები, იმპროვიზებული თამაში თუ მუსიკა? სათამაშოს შეძენისას ჩართეთ ის არჩევის პროცესში ან გაითვალისწინეთ მისი ასაკი და ინტერესები. რბილი ბალიში, მუსიკალური თოჯინა ან სენსორული წიგნი ხშირად ხდება ბავშვის საყვარელი აღმოჩენა.

განმავითარებელი სათამაშოები ბავშვის სამყაროში სწავლების პირველი ინსტრუმენტებია. სწორედ მათი მეშვეობით იწყებს ბავშვი სამყაროს შეცნობას, სოციალიზაციის სწავლასა და ემოციის გამოხატვას.

დაკავშირებული პროდუქტები

ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
260 
მარაგი ამოწურულია
ბავშვის ფეხების მასაჟი
მარაგი ამოწურულია
181 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
189 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
76 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
101 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
282 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
153 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
282 
ORTOTO Sunshine Garden (6 pcs.-30*30 cm) - ხალიჩა-ფაზლების ნაკრები ფეხების სენსორული მასაჟისთვის - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
ბავშვის ფეხების მასაჟი
მარაგი ამოწურულია
181 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
189 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
76 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
101 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
282 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
153 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
282 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვის სენსორული განვითარება იწყება სიცოცხლის პირველივე დღიდან – ამ დროს სწორედ შეგრძნებები ეხმარება მას სამყაროს შემეცნებაში.
დედობა იწყება არა მხოლოდ ბავშვის დაბადებით, არამედ იმ წამიდან, როცა ქალი პირველად გრძნობს, რომ მისი ცხოვრება იცვლება. 
როცა ბავშვი სკოლაში მიდის, პირველ რიგში, სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორია უნდა იყოს უსაფრთხო. თუმცა საქართველოში, სამწუხაროდ, სკოლასთან მისვლაც ხშირად საფრთხედ იქცევა პატარებისთვის.