განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც სწავლას სახალისოს ხდის

თამაში მხიარული პროცესია, რომელიც ყველა ბავშვს უყვარს; და ხშირადაც მხოლოდ თამაში ურჩევნიათ, ვიდრე სხვა დანარჩენი. ამიტომაც გვჯერა, რომ სწავლა ისეთივე სახალისო უნდა იყოს, როგორიც თავად ბავშვის ფანტაზიაა. ლაბებე ბუტიკის განმავითარებელი სათამაშოები შექმნილია სწორედ იმისათვის, რომ შეუფერხებლად დააკავშიროთ სწავლა თამაშთან.

ინტერაქციული სათამაშო კომპლექტები, რომლებიც არაერთი დეტალისგან შედგება, ბავშვის მოტორულ უნარებს ავითარებს და მას პრობლემების გადაჭრას ასწავლის. ხოლო სათამაშოებით, რომლებიც პატარების ენობრივი უნარების განვითარებაზეა პასუხისმგებელი, მარტივად შეასწავლით თქვენს შვილს ასო-ბგერებს და მათ შორის – ციფრებსაც.

თითოეული თამაში სწავლას სახალისო თავგადასავლად აქცევს, როცა სწორად და საგულდაგულოდაა შერჩეული სათამაშო ობიექტები. თამაშზე დაფუძნებული სწავლა-განათლება ხარისხიანი და ნაყოფიერია, რადგან ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფი ხელს უწყობს ამას; სანამ პატარები ჯერ კიდევ ეცნობიან გარე სამყაროს, მათთვის სიახლეების შესრუტვა არ წარმოადგენს სირთულეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები ყველაფერს ირეკლავენ და ითვისებენ, მშობლებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ მათსავე სასიკეთოდ. თამაში უზრუნველყოფს სწავლისთვის არატრადიციულ მიდგომას, რომელიც მოიცავს კოგნიტიურ, სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას. ასაწყობი ბლოკებიდან დაწყებული როლური თამაშებით დასრულებული – ყოველივე ბავშვის ინტერესებს აკმაყოფილებს და ზრდის მას.

აღმოაჩინეთ ლაბებეში სწავლისადმი გამაღვივებელი სიხარული განმავითარებელი სათამაშოებით, რომლებითაც თამაშის ყოველი მომენტი ახალ-ახალი საფეხურია უფრო ნათელი და ცნობისმოყვარე მომავლისკენ.

დაკავშირებული პროდუქტები

ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
109 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
109 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 

მეტი სასარგებლო სტატიები

ყურის ტკივილი ბავშვებში – როგორ ამოვიცნოთ ანთება, ანუ ოტიტი? ექიმი ელენე რამიშვილი გვიზიარებს რჩევებს მკურნალობის, გართულებებისა და სმენის დაქვეითების შესახებ.
აღმოაჩინეთ საუკეთესო საბავშვო ხალიჩები საქართველოში – Lorena Canals-ის ხელნაკეთი და რეცხვადი ბამბის ხალიჩები, რომლებიც ბავშვის ოთახში ქმნის უსაფრთხო, მყუდრო და ბუნებრივ გარემოს.
აღმოაჩინეთ, როგორ უწყობს ხელს განმავითარებელი სათამაშოები ბავშვის კოგნიტიურ და მოტორულ განვითარებას. გაიგეთ მეტი სენსორული ფაზლების, ხის სათამაშოებისა და Labebe Boutique-ის პრემიუმ ასორტიმენტის შესახებ.