ყველაფერი საბავშვო სპორტული ინვენტარის შესახებ
გაზაფხული უკვე დადგა და წელიწადის ეს სეზონი იმის მაუწყებელია, რომ გარეთ თამაშის, სეირნობისა და სპორტული აქტივობების დროც მოვიდა ჩვენი პატარებისთვის.
სპორტული აქტივობები არ გულისხმობს მხოლოდ საკუთარ თავთან დროის გატარებას. ისინი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ღირებულ შესაძლებლობებსაც ქმნის. ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა ბავშვებს ასწავლის ინფორმაციის გაზიარებას, გავრცელებასა და თანატოლებთან ურთიერთობას.
იმისათვის, რომ ბავშვები ჯანსაღად ვითარდებოდნენ როგორც ფიზიკურად, ისე – მენტალურად, საჭიროა, რომ იცოდეთ ყველაფერი, რაც სპორტს და მის ინვენტარს ეხება. სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე პატარები საკმაოდ ენერგიულები არიან და სჭირდებათ, რომ მოზღვავებული ძალა ნაყოფიერად დახარჯონ.
სწორად შერჩეული სპორტული ნივთები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელობას და ბავშვისთვის ბედნიერების წყაროდ იქცევა, რადგანაც უჩნდებათ საყვარელი საქმე, რომლითაც თან სწავლობენ, თან – ერთობიან.
ამ ბლოგში აღმოაჩენთ ყველაფერს საბავშვო სპორტული ინვენტარის შესახებ, რისი ცოდნაც დაგეხმარებათ ჭკვიანური ინვესტიციის განხორციელებაში.
სპორტის მნიშვნელობა ბავშვების ცხოვრებაში
პატარების სამყაროში ყოველი დღე თავგადასავალს უდრის, რომელიც სავსეა აღმოჩენებით, ცნობისმოყვარეობითა და უშრეტი ენერგიით. ყოველი მშობელი ცდილობს, უზრუნველყოს საუკეთესო გარემო შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის.
შესაბამისად, ბავშვთა ყოველდღიურობა დაკავშირებულია მუდმივ მოძრაობასთან და თამაშთან, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში რჩება სპორტული აქტივობების საჭიროებაც.
სპორტულ აქტივობებში ჩართვა პატარა ასაკიდანვე უამრავ სარგებელს სთავაზობს პატარებს. სირბილი, საბავშვო ველოსიპედით სეირნობა თუ სკუტერით ნარნარი ხელს უწყობს ბავშვის მოტორიკის განვითარებას. ასეთი მარტივი თამაშ-ვარჯიშით უმჯობესდება კოორდინაციის, ბალანსის და სხვ. უნარები.
საბავშვო სკუტერი
სკუტერით პარკებში ქროლა არა მხოლოდ სახალისო აქტივობაა, არამედ შესანიშნავი გზაც პატარებში წონასწორობისა და კოორდინაციის განვითარებისთვის. ინვენტარებს შორის საბავშვო სკუტერი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი კონსტრუქციაა, რომლის მართვა პატარებს იოლად შეუძლიათ.
ლაბებეში წარმოდგენილი სკუტერთა ასორტიმენტის უპირატესობა მისი მახასიათებლებით გამოირჩევა. მაგალითად, სკუტერის ალუმინის ჩარჩო უკომპრომისოდ იდეალური ვარიანტია, რადგან დროს უძლებს და მალე არ იღუნება.
ბავშვისთვის განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებულ მასალებში არ უნდა ერიოს BPA, თუ მოთხოვნა გვაქვს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე. ამ მხრივ, Happy Baby-ის სკუტერი, რომელიც დამზადებულია პოლიურეთანით, აკმაყოფილებს ამ ნიუანსს.
ამ ბრენდის სკუტერი, რომელსაც Labebe Boutique-ში სამ ფერში აღმოაჩენთ, რეკომენდებულია 3 წლიდან და მისი მაქსიმალური დატვირთვა 40 კგ-ს უტოლდება. ასე რომ, თუ თქვენს შვილს ამ საგაზაფხულოდ თავგადასავლები უნდა მოუწყოთ, შეგიძლიათ გადახედოთ ამ მოდელს და მშვიდად იყოთ, რადგან მის გამოყენებას პატარა წლების განმავლობაში შეძლებს.
Tornado-ის კოლექციის სკუტერების მახასიათებლები:
- საჭის სიმაღლე 67-77 სმ;
- მანათობელი საბურავები;
- რეგულირებადი საჭე;
- მოქნილი მუხრუჭი;
- პლატფორმის სიგანე 11 სმ.
უსატერფულო (უპედლო) საბავშვო ველოსიპედი
ველოსიპედი ერთ-ერთი შეუდარებელი და შეუფასებელი გამოგონებაა, რაც კაცობრიობას შეუქმნია. ველოსიპედი არასდროს კარგავს აქტუალობას და ის ბავშვებსაც მოსწონთ.
ბალანსის, იგივე უსატერფულო (უპედლო) ველოსიპედი ფანტასტიკური დასაწყისია ბავშვისთვის, თუ გსურთ, რომ ველოსიპედის ტარება შეასწავლოთ. ის უსაფრთხო და სასიამოვნო სეირნობას გთავაზობთ. რითაც პატარა წონასწორობისა და მართვის უნარებს გამოიმუშავებს.
ბალანსის ველოსიპედი ბავშვებს თავდაჯერებულობას უნერგავს, რადგან ისინი სწავლობენ სივრცეში ორიენტაციას და დამოუკიდებლად გადაადგილებას. მხოლოდ ფეხების და მუხრუჭების გამოყენებით ბავშვი უსაფრთხოდ ისწავლის, თუ როგორ გააჩეროს სწორად თავისი ველოსიპედი.
სკუტერის მსგავსად, საბავშვო ველოსიპედიც განკუთვნილია 3 წლის ასაკიდან და ზევით, ხოლო მაქსიმალური წონა, რომელსაც ის უძლებს, 30 კგ-ს შეადგენს.
Happy Baby-ის წონასწორობის ველოსიპედის სკამის სიმაღლე 40 სმ-იდან 46-ამდე მერყეობს, რაც მის რეგულირებას გაგიმარტივებთ, ხოლო უშუალოდ სავარძლის ზომა 22x11 სმ-ს შეადგენს.
Wolly-ის უსატერფულო ველოსიპედი, რომლის სიგრძე 84 სმ-ია, გათვლილია ბავშვებისთვის, რომელთა სიმაღლე 90-120 სანტიმეტრია. მისი გორგოლაჭების დიამეტრი 28 სმ-ს შეადგენს და სახელურის სიმაღლეც რეგულირებადია – 53-56 სმ.
საბავშვო ველო-ეტლი
სპორტი მოითხოვს ჩართულობას და ჟრიამულს. მაშინ, როცა ბავშვთან ერთად მხიარულად ატარებთ დროს, ის ბევრად უფრო ძლიერი ემოციებით იმუხტება. ამ ფიზიკური აქტივობისთვის საბავშვო ველო-ეტლი ზედგამოჭრილი შენაძენი იქნება, რადგან თქვენს შვილთან ერთად სეირნობას უფრო მრავალფეროვანს გახდით.
დასაკეცი ველო-ეტლი სიმსუბუქით, პორტატიულობითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ერთი მხრივ, ზემო ჩამოთვლილი მახასიათებლები მშობლებს ყოველდღიურობას უმარტივებს, მეორე მხრივ კი, ველოსიპედის ეს ვარიაცია პატარებს დაუვიწყარ და სასიამოვნო მომენტებს სთავაზობს.
Doona-ს საბავშვო ველო-ეტლი მსოფლიოში ყველაზე კომპაქტური დასაკეცი ველოსიპედია. Liki Trike-ის კოლექციის დახვეწილი, ურბანული დიზაინი საშუალებას გაძლევთ, ისეირნოთ უსაფრთხოდ და გაერთოთ მაქსიმალურად, რადგან ის ელეგანტურად აერთიანებს ფუნქციონალობას და ესთეტიკას.
უნიკალური და დაპატენტებული დასაკეცი მექანიზმის წყალობით ეს გენიალური ველოსიპედი იკეცება და იხსნება ღილაკზე ერთი შეხებით. ბრენდის სპორტული პროდუქცია საშუალებას გაძლევთ, კომფორტულად იმოგზაუროთ თქვენს შვილთან ერთად, რადგან ადვილად თავსდება მანქანის საბარგულში ან თვითმფრინავის ზედა თაროზე.
Liki Trike S3-ის დასაკეცი ველოსიპედის კომპლექტაცია მოიცავს:
- მხრების რბილი დამცავები;
- რბილი საყრდენი იდაყვებისთვის;
- 5 წერტილოვანი ღვედი;
- სატერფულის (პედლების) თასმები;
- შესანახი ჩანთა.
საბავშვო ეტლი, რომელიც აერთიანებს ველოსიპედსაც, მარტივი და უსაფრთხო სატარებელია ორმაგი საჭის სისტემის წყალობით. გარდა ამისა, გატესტილია EN-71 სათამაშოების უსაფრთხოებისა და ANSI Z315.1 აშშ ველოსიპედის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
გარეთ გასვლა ამ ველო-ეტლით ყოველთვის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა – ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად იმატებს სიხარულის განცდაც, რაც დადებითად ისახება ბავშვის ფსიქიკაზე.
გაზაფხული ჯადოსნური დროა პატარებისთვის, რათა შეისწავლონ სამყაროს ბუნებრიობა და ჩაერთონ სახალისო აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მათ უწყვეტ განვითარებას და სწავლას.
შვილისთვის სპორტული ინვენტარის შერჩევას labebe Boutique-ის ონლაინ მაღაზიაში წამებში შეძლებთ, ისე, რომ პროდუქცია მაქსიმალურად იქნება მორგებული ბავშვის საჭიროებებზე. შეძენილ ნივთს კი სასურველ მისამართზე 24 საათის განმავლობაში მიიღებთ.