ხის კუბიკები სასწავლო რესურსად

ბავშვთა განათლების სფერო მრავალფეროვანი და უშრეტია თავისი ასპექტებით. მათი ჯანსაღი განვითარებისთვის არაერთი მეთოდი თუ პრინციპი არსებობს, რომელთა შორის ერთ-ერთია ხის სამშენებლო კუბიკები. თავისი ვიზუალური სიმარტივის პარალელურად, ამ კუბიკებს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის. როდესაც პატარები ითვისებენ კუბიკებთან თამაშს, აწყობენ და ქმნიან ფიგურებს, აქტიურად არიან ჩართულნი შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაში.

ხის კუბიკები ხელს უწყობს შემოქმედებითობას – ბავშვებს უბიძგებს, მოიფიქრონ და ჩამოაყალიბონ საკუთარი იდეები, რომლებსაც რეალისტურ კოშკებად აქცევენ. ამ დროს მათ უვითარდებათ პრობლემების გადაჭრის უნარი და წვრილი მოტორიკა, რისი საშუალებითაც იოლად შეუძლიათ მოეჭიდონ სათამაშოს თავისი პატარა ხელებით.

ბავშვის მიერ ხის კუბიკებთან მუდმივი შეხება და თამაში საფუძველს უყრის ფუნდამენტური ცნებების გაგება-გააზრებას, როგორებიცაა: სივრცითი აღქმა, ბალანსი და სიმეტრია. თუ პატარა თანატოლებთან ერთადაც ითამაშებს კუბიკებით, მისი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ჩვენს ციფრულ ეპოქაში ხის კუბების ხიბლი მათ ხელშესახებ ავთენტურობაში იმალება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვებმა ნაკლები დრო გაატარონ ეკრანებთან. ერთი შეხედვით, ხის კუბიკები და კონსტრუქციები მარტივი ჩანს, თუმცა რეალობაში სხვანაირია – ის სწავლების ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც თამაშისა და განვითარების ბრწყინვალე ტანდემს წარმოადგენს.

ლაბებეს შოურუმში სულ ახლახან გამოჩნდა უმაღლესი ხარისხის კუბიკები, რომლებიცა FSC სერთიფიცირებული წიფლის ხისგან და ბავშვებისთვის უსაფრთხო, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავითაა დაფარული. კუბები პატარების ნამდვილი მეგობრები არიან – თავისი სხვადასხვა ფორმით, ნომრითა და ფერით თამაშის სამყაროში  საათობით ართობენ მათ.

დაკავშირებული პროდუქტები

ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 

მეტი სასარგებლო სტატიები

უცხო სხეულის გადაცდენა ბავშვებში – როგორ განვასხვაოთ ნაწილობრივი და სრული ობსტრუქცია და რა უნდა იცოდეს მშობელმა გადაუდებელ სიტუაციაში.
აღმოაჩინეთ იტალიური ბრენდი Peg Perego Labebe Boutique-ში – საბავშვო ეტლები, რომლებიც აერთიანებს უსაფრთხოების სტანდარტებს, ფუნქციურ დიზაინსა და მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას.
ნეონატოლოგების რეკომენდაციები, ევროპული სტატისტიკა და რეალური მიზეზები, თუ რატომ უნდა იმგზავროს ახალშობილმა ქარსითით პირველივე დღიდან.