საბავშვო თეთრეული – რჩევები, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ შეძენისას
ოჯახში ახალი წევრის გამოჩენა ყოველთვის საინტერესო მოგზაურობის დაწყების პირდაპირპროპორციულია, ხოლო პატარასთვის მყუდრო და უსაფრთხო სივრცის შექმნა ნომერ პირველი პრიორიტეტი ხდება.
ბავშვის ოთახის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვილებისთვის სწორად შერჩეული საბავშვო თეთრეულია. საწოლის ზეწრებიდან დაწყებული საბნებით დამთავრებული – ყველაფერს Labebe Boutique-ში იპოვით.
როცა მშობლები ბავშვის ნივთებზე ფუსფუსს იწყებენ, საბავშვო თეთრეული საყიდლების სიის თავში ექცევა. ეს ის პროდუქტია, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ შეძენისას, რადგან ბავშვს მასთან ყველაზე ხშირად აქვს შეხება.
მშობლების რჩეული თეთრეულის კომპლექტებია, რადგან მასში ყველა აუცილებელი ნივთი შედის, რომელიც, საბოლოოდ, საბავშვო საწოლს იდეალურ კონდიციამდე მიჰყავს. ნაკრები არა მხოლოდ ესთეტიკურია, არამედ პრაქტიკული გამოსაყენებელიცაა ყოველდღიურობაში უმაღლესი ხარისხის მასალების წყალობით.
თუ ახლა იწყებთ არჩევას და ცოტა თავგზა აგებნათ, ამ ბლოგში ბავშვისთვის განკუთვნილ თეთრეულის შესახებ დეტალურ განხილვას აღმოაჩენთ, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
საბავშვო თეთრეულის კომპლექტები – უპირატესობები
ლაბებე ბუტიკის ვებგვერდზე თეთრეულის კომპლექტების კატეგორიაში იპოვით მომხიბვლელ კოლექციებს, რომლებიც ექსკლუზიურად შექმნილია ახალშობილთათვის. ლაბებეს მიერ საგულდაგულოდ შერჩეული თეთრეული აერთიანებს კომფორტს, ხარისხსა და სტილს, რათა თქვენს შვილს პირველივე დღეებში ყველაზე ტკბილი ოცნებები ჰქონდეს.
საუკეთესო მასალებისგან შექმნილი საბავშვო თეთრეულის კომპლექტი უზრუნველყოფს ბავშვის კანის დაცვას; სწორედ ეს დეტალია ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი, რადგან ქსოვილიც ისეთივე ნაზი უნდა იყოს, როგორც ბავშვის კანი. ჰიპოალერგიული ქსოვილი სიფაფუკესთან ერთად უსაფრთხოცაა და ბავშვის კანს არ აღიზიანებს.
თუ არჩევანს რბილ კომპლექტზე შეაჩერებთ, თქვენს პატარას სრულ იდილიას და კომფორტს შეუქმნით. ასეთ ჩაღუნღულებულ საწოლში მოკალათებული პატარა მშვიდად იქნება და თავისი სივრცის დატოვებაც არ მოუნდება.
თქვენი შვილისთვის იდეალური სივრცის შესაქმნელად ლამაზი და ესთეტიკური თეთრეულის კომპლექტი დაგჭირდებათ. მნიშვნელობა არ აქვს, რას ანიჭებთ უპირატესობას – კლასიკურ, თანამედროვე სტილისა თუ ამოქარგულ დიზაინს, ლაბებეში ყველანაირი პრინტის ნაკრებს იპოვით, რომელსაც საბავშვო ოთახის ინტერიერს მარტივად შეუხამებთ.
ბუნებრივია, მშობლობა უამრავ გამოწვევასთან და სირთულესთანაა დაკავშირებული, მათ შორის – ტანსაცმლის და თეთრეულის რეცხვასთან. ამიტომ, თეთრეული, რომელიც მრავალჯერადი რეცხვის შემდგომაც არ კარგავს თავდაპირველ ფორმას და თვისებებს, ყველაზე მომგებიანი შენაძენი იქნება თქვენთვის.
დამცავი ბამპერები და მათი საჭიროება
უსაფრთხო ძილისთვის გარემოს შექმნის მიზნით, გვერდითა, დამცავი ბამპერები გაჩნდა, როგორც ღირებული დანამატი საბავშვო საწოლებისთვის.
სანამ ბამპერების დახასიათებას შევეხებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის რბილი პერიმეტრი საწოლის გარშემო, რომელიც პატარას ორპირი ქარისგან, ფიზიკური დაზიანებისგან მაქსიმალურად იცავს.
დამცავი ბამპერების დანიშნულება – საწოლის ბამპერები ემსახურება ბავშვის დაცვას. ბალიშები შექმნილია საწოლის კიდეების დასამშვენებლად, რაც ქმნის რბილ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის თქვენს ბავშვს ძილის დროს არ ჩაებღაუჭოს საწოლის ფასადს ან/და შემთხვევით დააჯახოს მას.
უსაფრთხოების სტანდარტები – თანამედროვე დროის ცვლილებებმა განაპირობა ჰაერგამტარი დამცავი ბამპერების კონცეფციის დახვეწა. მათი ინოვაციური დიზაინი პრიორიტეტს ანიჭებს ჰაერის ნაკადის გამტარობას, რაც ამცირებს დახრჩობის რისკს და უზრუნველყოფს თქვენი ახალშობილისთვის უსაფრთხო ძილის გარემოს.
ბამპერის დამაგრების სიმარტივე – თანამედროვე დამცავი ბამპერები შექმნილია მშობლების და ბავშვების მოხერხებულობის გათვალისწინებით. ლაბებე ბუტიკში წარმოდგენილ ყველა ბამპერს მარტივი სამონტაჟო მექანიზმი და რეგულირებადი ბაფთები აქვს, რათა იოლად უზრუნველყოთ მათი მორგება ბავშვის საწოლზე.
ბამპერის ელემენტების მიმაგრება სპეციალური ბაფთებით საშუალებას გაძლევთ, მოარგოთ ის ნებისმიერი ფორმის საბავშვო საწოლს – კლასიკურს, ოვალურსა თუ მრგვალს.
გამძლე მასალები – როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თეთრეული მარტივად უნდა ირეცხებოდეს. ეს ნიუანსი ბამპერებზეც ვრცელდება. რაკიღა ახალშობილები თხუპნიები არიან, არჩევანი უნდა შეაჩეროთ ისეთ გვერდითა ბამპერებზე, რომლებიც დამზადებულია რეცხვადი ქსოვილისგან.
საბავშვო ბრენდის Perina-ს დამცავი ბამპერის ნაწილები დამზადებულია ელვაშესაკრავზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მხოლოდ გარეთა ქსოვილი გარეცხოთ, ისე, რომ შიდა ნაწილი, შემავსებელი ხელუხლებელი დატოვოთ.
მეტი სითბო პატარებისთვის
სითბოს და სიმყუდროვის სამყაროში უკონკურენტოა საბავშვო პლედები, საბნები და ბალიშები, რომლებსაც ლაბებეს ვებგვერდზე აღმოაჩენთ. ზოგადი თეთრეულის და ბამპერის არჩევის შემდგომ, ამ დეტალების ჯერი მოდის.
ძილის წინ და ძილის დროს ახალშობილის მყუდროდ გაყუჩებას Perina-ს პროდუქცია გთავაზობთ. მწარმოებლის პლედების მთავარი ღირებულება ის მასალაა, რომლისგანაც დამზადებულია – Eco Soft Cotton. ბუნებრივი და ნაზი ბამბა ჰაერგამტარი ქსოვილია და ინარჩუნებს ბავშვისთვის ოპტიმალურ ტემპერატურას.
სამფენიანი, ორმხრივი პლედი ერთ-ერთი პრაქტიკული და საჭირო ნივთია, რომელიც მშობელს და შვილს უნდა ჰქონდეს. მისი გამოყენება შეგიძლიათ არა მხოლოდ სახლში, არამედ საბავშვო ეტლით ბუნებაში სეირნობის დროსაც. აქედან გამომდინარე, ეს პლედები სითბოსა და კომფორტის სრულყოფილ ბალანსს გთავაზობთ ყოველთვის – სადაც არ უნდა იყოთ.
თუ მოგბეზრდათ და დაიღალეთ მძიმე საბნების იქით-აქეთ ტარება-შენახვით, მაშინ, დროა, თვალი შეავლოთ ლაბებეში წარმოდგენილ საბავშვო საბნებს, რომლებიც ამ საქმეს შეგიმსუბუქებთ.
ევკალიპტის ბოჭკოებისგან და პოლიეფირის შემავსებლისგან დამზადებული საბანი ჰაეროვანი და მარტივად შესანახია. ამ ქსოვილების კომბინაცია ბავშვის ოთახში წამში შეიტანს სითბოს და თქვენს პატარას ჩაიხუტებს.
თუმცა, საბავშვო საბნებს სხვა დადებითი მხარეებიც აქვს, როგორებიცაა: მარტივად ირეცხება და ფორმას არ კარგავს, რაც გრძელვადიანად გამოყენების საშუალებას მოგცემთ, ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას და, რაც მთავარია, ძილსაც აწესრიგებს.
Labebe Boutique-ში Perina-ს საბნების 3 ზომას იპოვით – 118x100, 140x100 და 160x120. სასურველი ზომის საბანი უნდა შეარჩიოთ ბავშვის საწოლის მიხედვით.
ყველაზე ბოლო დეტალი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი – საბავშვო ბალიშია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კომფორტს უნდა უქმნიდეს თქვენს პატარას და არცერთ შემთხვევაში – არ აწუხებდეს.
თუ მყარად გადაწყვიტეთ ბალიშის შეძენა, უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკიც. ამ შემთხვევაში, ბალიშის გამოყენება რეკომენდებულია 6 თვიდან. ამასთანავე, აუცილებელია, რომ აკონტროლოთ მისი სიმაღლეც; რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტად დაბალზე უნდა იყოს და – პირიქით.
საბავშვო ფარდები, როგორც დამატებითი აქსესუარი
თუ აქამდე მხოლოდ ყველაზე აუცილებელ პროდუქტებზე ვისაუბრეთ, დროა, დამატებით აქსესუარებსაც დავუთმოთ ყურადღება.
თუ იმ ტიპის ადამიანს მიეკუთვნებით, რომელსაც ესთეტიკა ძლიერ უყვარს და ბავშვის საძინებელშიც მუდმივად ინარჩუნებს ელეგანტურობას, მაშინ, საბავშვო ფარდა ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ. ლაბებეს კოლექციაში საწოლის ფარდის დიზაინის მრავალფეროვნებას აღმოაჩენთ.
საწოლის ფარდა შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი შვილის სივრცეს ჯადოსნური ელფერი შესძინოს. ფარდა აქცევს საწოლს მყუდრო თავშესაფრად, ქმნის დაცულ და მშვიდ ატმოსფეროს. მთავარი ამოცანა კი მაინც ისაა, რომ დაიცვას პატარა დღის არასასურველი სინათლისგან და მტვრის ნაწილაკებისგან.
ახალშობილის ბუდე – პირადი სივრცისთვის
შეიძლება, შვილის საწოლი ძალიან კარგად, კომფორტულად და ლამაზად მოაწყოთ, მაგრამ მაინც გაიგონოთ ტირილი. ასეთ დროს ახალშობილის ბუდეები ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა – თუ ბავშვი საწოლში არ ჩერდება და მშობლის შორიახლოს ყოფნა უნდა.
Labebe-ს ვებგვერდზე განთავსებული ბუდეები ეგვიპტური სატინისგან და ჰიპოალერგიული შემავსებლისგანაა დამზადებული, რაც გამორიცხავს პატარას კანის „კბენას“, გაღიზიანებას და გაკაწვრას.
დამატებითი ნივთები საბავშვო საწოლისთვის
ლოგიკურიც და სწორიცაა, რომ გარემო, რომელშიც ბავშვს სძინავს და იზრდება, მუდმივად წესრიგდებოდეს. ჰიგიენის დაცვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თანაც მაშინ, როცა საქმე ყველაზე პატარა არსებას ეხება.
საწოლის ზეწრის დასვრა და გაჭუჭყიანება ბუნებრივი მოვლენაა, რომლის მოგვარებასაც უბრალოდ სუფთა და ახალი საბავშვო ზეწარი სჭირდება. სულ რომ არაფერი, მალ-მალე შეცვლილი თეთრეული თქვენს ბავშვს განწყობას აუმაღლებს, ბავშვის კისკისი კი – თქვენ.
Labebe Boutique-ში შოპინგი მარტივია, როცა სახლიდან ბავშვთან ერთად გასვლას ვერ ახერხებთ. სასურველ პროდუქციას რამდენიმე წამში პოულობთ ძებნის ფუნქციით და ყველა ნივთს ამომწურავი აღწერა ახლავს, რაც დროსაც დაგიზოგავთ, ხოლო საიტზე შეძენილ ნივთს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ.
საბავშვო თეთრეულის მრავალფეროვან ასორტიმენტში შეძლებთ იპოვოთ უნიკალური მოდელი ან მოდელები, რომელიც თქვენს სურვილებს და საჭიროებებს მაქსიმალურად პასუხობს. გარდა თეთრეულისა, ლაბებეს ბუტიკი არაერთ პროდუქტს გთავაზობთ, რომელიც თქვენი შვილის ცხოვრების ხარისხს თვალსაჩინოდ გააუმჯობესებს.