საბავშვო საწოლი ჯადოსნური გორგოლაჭებით

გახსოვთ ბავშვობის ჯადოსნურობა? ის დღეები, როცა სამყარო უშრეტი ფანტაზიის სამეფოდ იყო გადაქცეული და თქვენი საწოლი – ჯადოსნურ ეტლად, რათა შორეულ ქვეყნებში გემოგზაურათ? ახლა სწორედ ის დროა, რომ იგივე მაგიური ატმოსფერო შეუქმნათ თქვენს პატარას გორგოლაჭებიანი საწოლით!

წარმოიდგინეთ საწოლი, რომელიც ან კოსმოსური რაკეტაა, ან ნავი, ან ვაგონი – ზუსტად ის, რაც თქვენს შვილს სურს. გორგოლაჭებიანი საწოლი ის სივრცეა, რომელშიც ძილის დრო სიზმრების თავგადასავლად იქცევა.

მასიური ხის საწოლი საბავშვო ავეჯის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომელიც ბავშვს დაბადებიდან ერთგულად ემსახურება 4-5 წლამდე. იტალიური ბრენდის საწოლი უსაფრთხო გარემოს სთავაზობს მშობლებს და პატარებს – მისი ზედაპირი ისეა დამუშავებული, რომ მაქსიმალურად გამოირიცხება პატარას კანის შემთხვევითი დაზიანებაც კი. ამასთანავე, ბავშვებისთვის უსაფრთხო, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავითაა დაფარული; პატარა ონავრებს ხომ ყველაფრის გასინჯვის და დაღეჭვის სურვილი აქვთ.

საწოლის გორგოლაჭები საიმედოდ ფიქსირდება და მისი მოაჯირიც იხსნება სურვილისამებრ. ასეთი ბორბლიანი ავეჯი მარტივად გადასაადგილებელია კუთხიდან კუთხეში და მოგზაურობა მაშინ იწყება, როცა თქვენი შვილი თვალებს დახუჭავს და სიზმრებში ჩაიძირება.

მაშ, რატომ უნდა შემოვიფარგლოთ ჩვეულებრივით, როცა არსებობს ფუნქციური საბავშვო საწოლი, რომლის რწევითაც შვილის ძილს ძვირფას მოგონებად აქცევთ?!

დაკავშირებული პროდუქტები

ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
2,125 ₾
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
2,125 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

გაიგეთ, როგორ ფასდება ამერიკული ბრენდის, UPPAbaby-ს საბავშვო ეტლების უსაფრთხოება, კონსტრუქციის გამძლეობა, ამორტიზაცია და მასალების ხარისხი. აღმოაჩინეთ Vista V3 პრემიუმ კლასის ეტლის უპირატესობები.
oppapedretti 80 წლისაა! გაიცანით იტალიური ბრენდის ისტორია და Progress i-Size, დასაკეცი საბავშვო ავტოსავარძელი, რომელიც მალე ლაბებე ბუტიკის ასორტიმენტს დაემატება.
აღმოაჩინეთ ევროპული ბრენდების 3 მსუბუქი ეტლი მოგზაურობისთვის: Peg Perego Volo, Foppapedretti Ciao და Inglesina QUID3. გაიგეთ მათი მთავარი განსხვავებები და შეარჩიეთ თქვენი შვილისთვის იდეალური მოდელი.