როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის ბუნებრივ განვითარებას?

ბავშვობა ერთდროულად მყიფე და ძლიერია. ეს ის დროა, როცა პატარა გონებაში დიდი სამყარო იქმნება. ამ პერიოდში მშობლების როლი მხოლოდ ზრუნვით არ შემოიფარგლება; მათი ჩართულობა შთაგონების წყაროდაც უნდა იქცეს, რათა ბავშვმა აღმოაჩინოს საკუთარი უნარ-ჩვევები, ინტერესები და ის დაუწერელი ისტორია, რასაც თვითონ ქმნის.

წიგნები – პირველი კარი ფანტაზიის სამყაროში

ერთი კარგად შერჩეული წიგნი ხშირად ათას სათამაშოზე მეტს ნიშნავს. ლიტერატურა ავითარებს არა მხოლოდ ენობრივ უნარებს, არამედ ბავშვის შინაგან ხმასაც აძლიერებს – ბავშვი იწყებს საკუთარი აზრების მოსმენას, ფიქრს, კითხვასა და წარმოდგენას.

ხელოვნება, როგორც ენა, რომელსაც ყველა ბავშვი ბუნებრივად ფლობს

ზოგს ფუნჯი უყვარს, ზოგს – თიხა, სხვას კი – მუსიკა. თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემით ბავშვს ვეუბნებით, რომ ის მნიშვნელოვანია, მისი გრძნობები ღირებულია, მისი ხედვა კი – უნიკალური. ამით ვაძლევთ თავისუფლებას, გამოხატოს ის, რაც სიტყვებად ვერ გადმოეცემა. ხელოვნება კი ამ გზაზე არა მხოლოდ საუკეთესო მეგზურია, არამედ იმ სივრცედ იქცევა, სადაც პატარა თავდაჯერებას, სიხარულსა და საკუთარ თავთან ჰარმონიას პოულობს.

მოძრაობა – ბავშვობის ძირითადი რიტმი

მოძრაობაში მყოფი ბავშვი ეცნობა თავის სხეულს, ივითარებს კოორდინაციას, თავდაჯერებასა და რწმენას საკუთარი შესაძლებლობებისადმი. ფიზიკური აქტივობა არ უნდა იყოს მხოლოდ გაკვეთილებით განსაზღვრული; მოძრაობა ბავშვისთვის ბუნებრივი ენაა, ანუ თამაშის, კვლევისა და პიროვნულად ზრდის გზა. როცა მოძრაობა თამაშად იქცევა, ბავშვი ერთდროულად ერთობა და ვითარდება.

ბავშვის გარემო – შთაგონება ყოველდღიურობაში

შემოქმედებითი განვითარება მხოლოდ სათამაშოებზე არაა დამოკიდებული, არამედ იწყება იმ სამყაროთი, რომელშიც ბავშვი ყოველდღიურად ცხოვრობს. ამ დროს მნიშვნელობა აქვს ყველაფერს – როგორია მისი ოთახი, რას ხედავს ფანჯრიდან, როგორი ფერები, ხმები და ემოციები ავსებს ირგვლივ არსებულ სივრცეს. როცა გარემო შთაგონებულია დეტალებით, ის თავად ხდება სტიმული წარმოსახვისთვის.

ყოველი ბავშვი განსხვავებულია და არ არსებობს ერთი სწორი გზა, მაგრამ არსებობს უამრავი შანსი, რომლებიც შეიძლება ვაქციოთ მოტივაციის წყაროდ. და სწორედ ამაშია მშობლის მაგია – იმ უნარში, დაინახოს შვილში არა მხოლოდ პატარა ადამიანი, არამედ მთლიანი სამყარო.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 ₾
მარაგი ამოწურულია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 110 X 80
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.