როგორ შევარჩიოთ სათამაშოები ბავშვის ასაკის მიხედვით

სათამაშოები ბავშვის სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილია – ისინი არა მხოლოდ გართობის საშუალებაა, არამედ სწავლის, განვითარებისა და ემოციური ზრდისაც. სწორად შერჩეული სათამაშო ეხმარება პატარას მოტორული უნარების განვითარებაში, ემოციური ინტელექტის ამაღლებასა და გარემოსთან აქტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. სათამაშოებით თამაში ბავშვს სამყაროს კვლევაში ეხმარება – ის სწავლობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ავითარებს კრეატიულობას და ურთიერთობს გარემოსთან საკუთარი ტემპითა და ინტერესებით.

გარდა ამისა, სათამაშოებს მნიშვნელოვანი როლი აქვს ბავშვის ფსიქოსოციალურ ზრდაშიც. მაგალითად, თოჯინებთან თამაში ხელს უწყობს ემპათიის განვითარებას, კონსტრუქციული თამაშები კი პრობლემების გადაჭრის უნარს აძლიერებს. ასევე, თამაშის პროცესი მშობელსა და შვილს შორის კავშირის გამყარების შესაძლებლობასაც იძლევა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ბავშვის ემოციურ ფონს.

მაგრამ როგორ შევარჩიოთ სათამაშოები ბავშვის ასაკის მიხედვით ისე, რომ ისინი უსაფრთხო, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებული იყოს?

ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ იდეალური სათამაშოების შერჩევის ძირითად კრიტერიუმებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფისთვის, რათა მშობლებს გაგიმარტივდეთ საყვარელი და სწორი არჩევანის გაკეთება.


0-იდან 6 თვემდე ასაკი – პირველი შეგრძნებები

ამ პერიოდში ბავშვის აღქმა კონცენტრირებულია ტაქტილურ და სმენით სტიმულაციაზე. პატარები სწავლობენ თავიანთ სხეულს, ისმენენ გარემოში არსებულ ხმებს და აკვირდებიან მოძრაობას. ისინი იწყებენ სამყაროს შეგრძნებას ხელებით, პირითა და თვალებით. სწორედ ამიტომ ამ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები უსაფრთხო, რბილი, მარტივად დასაჭერი და მრავალმხრივი სტიმულაციის შემქმნელი იყოს.

რეკომენდებული სათამაშოები, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ

ეტლის სათამაშოები – ფერადი, ჩამოსაკიდი სათამაშოები, რომლებიც მოძრაობს, გამოსცემს მშვიდ ხმებს (მაგალითად, ზარის ან ჭრაჭუნის მსგავსს) და თვალსაჩინოდ აღიქმება, ხელს უწყობს ჩვილის ყურადღების ფოკუსირებას. ამ ტიპის სათამაშოები ავითარებს მხედველობით ყურადღებას, მხედველობით-სმენით კოორდინაციასა და ინტერესს მოძრაობისადმი.

რბილი სათამაშოები – პირველ თვეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო არ შეიცავდეს მყარ ან ბასრ ნაწილებს. რბილი და მსუბუქი მასალის სათამაშოები უზრუნველყოფს ბავშვისთვის ტაქტილურ სტიმულაციას – სხვადასხვა ტექსტურის შეხებით ის იწყებს შეგრძნებების გარჩევას და სხეულის უკეთ აღქმას.

რბილი თოჯინები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ემოციური უსაფრთხოების შექმნაში – საყვარელი თოჯინა ხშირად ხდება ბავშვის პირველი მეგობარი, რომელსაც ის ეჩვევა. ასეთი ნივთები ბავშვისთვის სიმშვიდესთან, კომფორტსა და უსაფრთხო სივრცესთან ასოცირდება.

ასაკის ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხოება, სენსორული მრავალფეროვნება და მშობლიურ ურთიერთობაზე ორიენტირებული თამაში, რადგან ბავშვის პირველ გამოცდილებებს დიდი გავლენა აქვს მის შემდგომ განვითარებაზე.


6 თვიდან 1 წლამდე – აქტიური შესწავლა

ამ ასაკში ბავშვი იწყებს გარემოს შეგრძნებას, ნივთების მყარად დაჭერასა და მოძრაობაზე რეაგირებას. სათამაშოები უნდა იყოს მრავალფუნქციური და ასტიმულირებდეს სხვადასხვა გრძნობას.

იდეალური სათამაშოები ამ ასაკისთვის:

სათამაშო ხალიჩები – მრავალფუნქციური ხალიჩები ტექსტურით, სარკეებითა და სხვა დასამაგრებელი ელემენტებით ხელს უწყობს მოტორული და კოგნიტიური უნარების განვითარებას.

ფაზლ-ხალიჩები ბავშვის ფეხების მასაჟისთვის – სპეციალურად შექმნილი ტექსტურიანი ხალიჩები დადებითად მოქმედებს ბავშვის ტერფების განვითარებაზე და, ამავდროულად, თამაშისთვის სასიამოვნო გარემოს ქმნის.

რბილი სათამაშო ცხოველები – ბავშვს უყვარს ისეთი სათამაშოები, რომლებიც რბილია და დაცულობის შეგრძნებას უქმნის. განსაკუთრებით სასარგებლოა რბილი სათამაშო ცხოველი, რომელიც შესაძლოა ბავშვის პირველი თანამგზავრიც გახდეს.


1 წლიდან 2 წლამდე – მოძრაობა და დამოუკიდებლობა

ბავშვი ამ დროს იწყებს სიარულს, ნივთების გადატანას და მანიპულაციას. სათამაშოებმა მას უნდა დაეხმაროს დამოუკიდებელი აზროვნებისა და ლოგიკური კავშირების ჩამოყალიბებაში.

იდეალური სათამაშოები, რომელთა შერჩევა ლაბებეში შეგიძლიათ:

ხის სათამაშოები – ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მრავალფუნქციური კატეგორიაა, რომელიც დიდ ხანს არ კარგავს აქტუალობას. ისინი გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, გამძლეობითა და ვიზუალურად მშვიდი, ესთეტიკური დიზაინით, რაც მათ განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის.

ხის სათამაშოები ხშირად წარმოადგენს პირველი კონსტრუქციული თამაშის გამოცდილებას პატარებისთვის – ხის კუბიკები იძლევა შესაძლებლობას ბავშვისთვის ააგოს, დაშალოს, გადააწყოს – ამ გზით ვითარდება არა მხოლოდ წვრილი მოტორიკა, არამედ ლოგიკური აზროვნებაც, სივრცის აღქმაც და შემოქმედებითი უნარებიც. ასეთი სათამაშოებით თამაში ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრის ჩვევის დახვეწაში, რაც ბავშვს შემდგომშიც გამოადგება სწავლის პროცესში.

ხის სათამაშოები ასევე ქმნის ბუნებრივ, თბილ და კომფორტულ გარემოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქოემოციური განვითარების ფონზე. მათი სტრუქტურა და ტექსტურა ხელს უწყობს სენსორული აღქმის გაუმჯობესებას; განსხვავებით პლასტმასისგან ხეს აქვს ბუნებრივი სიმძიმე, ზედაპირი, რაც დამატებით სენსორულ გამოცდილებას აძლევს პატარას.

აქედან გამომდინარე, ხის სათამაშოები არა მხოლოდ ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული არჩევანია, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციაცაა.


2-იდან 3 წლამდე – სიუჟეტური თამაში და გამოხატვა

ამ ასაკში ბავშვი იწყებს სიუჟეტური თამაშების თამაშს. ეძებს იდენტობას, უყვარს სხვადასხვა როლის მორგება და სამყაროს კვლევა.

სათამაშოები, რომლებიც წაახალისებს წარმოსახვას:

რბილი თოჯინები – პატარებს უყვართ თოჯინების დაბანა, დაძინება და სხვა მოქმედებების იმიტაცია. თოჯინა ბავშვისთვის ხდება ყოველდღიური თამაშის ნაწილი.

თემატური ხის სათამაშოები – მაგალითად, ხის სათამაშო სამზარეულო, ხის მატარებლები და სხვა ხელს უწყობს წარმოსახვით თამაშს და აძლიერებს კოგნიტიურ განვითარებას.

3-იდან 5 წლამდე – დამოუკიდებელი აზროვნება და სოციალური უნარები

ბავშვები ამ ასაკში უკვე იწყებენ სხვებთან თამაშს, სწავლობენ გაზიარებას და თანამშრომლობას. ამიტომ სათამაშოები ხელს უნდა უწყობდეს გუნდურობის, წარმოსახვითი აზროვნებისა და შემოქმედებითობის ჩამოყალიბებას.

Labebe გირჩევთ:

რბილი სამშენებლო კომპლექტები – კონსტრუქტორები და ბლოკები ხელს უწყობს გონებრივი უნარების განვითარებას და მოთმინების უნარის გამომუშავებას. ასეთია, მაგალითად, რბილი კუბიკების ნაკრები, რომელიც იდეალური არჩევანი სენსორული განვითარების ხელშესაწყობად.


სათამაშოების შერჩევის ზოგადი პრინციპები

მიუხედავად ბავშვის ასაკისა, სათამაშოს არჩევისას ყოველთვის გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიუანსები:

უსაფრთხოება – სათამაშო არ უნდა შეიცავდეს პატარა დეტალებს, რომლებიც შეიძლება ბავშვმა გადაყლაპოს, არ უნდა ჰქონდეს მახვილი კუთხეები. ასევე, შერჩევისას დააკვირდით გამოყენებულ მასალებს, რათა პროდუქტი არ შეიცავდეს ტოქსიკურ საღებავებს და BPA-ს.

ეკოლოგიურობა – ხის სათამაშოები და ტექსტილის რბილი თოჯინები იდეალურია, რადგან ისინი არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

განვითარების სტიმულაცია – კარგი სათამაშო უნდა აძლიერებდეს ბავშვის ფანტაზიას, მოტორულ უნარებსა და პრობლემების გადაჭრის უნარს.

საუკეთესო სათამაშოების შეძენა სახლიდან გაუსვლელად, ლაბებე ბუტიკში შეგიძლიათ, სადაც გელოდებათ მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ასორტიმენტი ევროპული ბრენდებისგან. ჩვენს საბავშვო მაღაზიაში შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ხის სათამაშოები, ისე რბილი თოჯინები, ეტლის სათამაშოები, სათამაშო ხალიჩები და სხვა საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქტები, რომლებიც სრულად შეესაბამება სხვადასხვა ასაკის ბავშვის საჭიროებებს და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

დაკავშირებული პროდუქტები

ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
260 
გონების სავარჯიშოები
გაყიდვაშია
145 
გონების სავარჯიშოები
გაყიდვაშია
278 
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
25 
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
105 
Label Label Wooden blocks 50pcs Blue - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
92 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
Label Label Stacking Train Blue - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
105 
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
67 
Label Label Little Car Green - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
38 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
82 
მარაგი ამოწურულია
რბილი თოჯინები
მარაგი ამოწურულია
91 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
82 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
121 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
136 
Tryco Wooden Rattle Swan - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
25 
Tryco Wooden Abacus Dinosaur - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
105 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
92 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
Label Label Stacking Train Blue - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
105 
Label Label Shape Sorting Wheel Blue - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
38 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
82 
Jolijou Ma Danseuse Lily Rose - რბილი სათამაშო თოჯინა - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
რბილი თოჯინები
მარაგი ამოწურულია
91 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
82 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
121 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
136 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში აღმოაჩენთ რჩევებს, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვს ემოციების მართვა, როგორ ვესაუბროთ გრძნობებზე და როგორ გავზარდოთ ემოციურად გონიერი პიროვნება.
ძილის რეჟიმი ეტაპობრივად ყალიბდება და ამ პროცესს თავისი რიტმი აქვს. ბავშვის ყოველდღიურობა ხშირად ქაოსურია, მაგრამ თანდათან ყველაფერი თავის ადგილას ჯდება
Labebe Boutique მშობლებს სთავაზობს პრემიუმ კლასის ხალიჩებს ცნობილი ბრენდისგან Lorena Canals