როგორ შევარჩიოთ რბილი თოჯინები შვილისთვის?

პატარებს დაბადებისთანავე უამრავი საბავშვო პროდუქტი სჭირდებათ, რომელთა შორისაც სხვადასხვა ტიპის სათამაშოებიცაა. სიცოცხლის პირველ თვეებში ისინი დეკორაციის ნაწილია, მაგრამ როცა ბავშვი იწყებს ნივთების ხელში დაჭერას, რბილი სათამაშოები ყველაზე კარგი რამაა, რისი შეთავაზებაც შეგიძლიათ.

ბავშვებისთვის თამაში ყოველდღიურობის ნაწილია და ყველაზე მეტ დროს სწორედ ამ აქტივობას უთმობენ. თანამედროვე სამყაროში თამაში ეფექტური მეთოდია იმისათვის, რომ პატარებმა ისწავლონ და განავითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები, ყოველგვარი დაძაბულობისა და წნეხის გარეშე.

თუ ახლახან გახდით მშობელი ან უკვე გყავთ შვილი და ფიქრობთ, რომ რბილი თოჯინებით გაამრავალფეროვნოთ მისი დღეები, დაეხმაროთ განვითარებაში, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ ყველაფერში და სწორად შეარჩიოთ სასურველი პროდუქცია.


რბილი თოჯინების 5 უპირატესობა

ფუმფულა თოჯინებს არაერთი სარგებელი და უპირატესობა მოაქვს პატარებისთვის. ერთი შეხედვით, უბრალო სათამაშოებია, მაგრამ ყოველდღიური დაკვირვებით აღმოაჩენთ, როგორ ეხმარება თქვენს შვილს.

ემოციური მხარდაჭერა – რბილი თოჯინების ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობაა. როცა ბავშვმა იცის, რომ ერთ კონკრეტულ ობიექტს შეუძლია ენდოს, მასთან თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს.

მოტორიკა – რბილი თუ ხის სათამაშოები მხოლოდ გართობის წყარო არ არის; რბილ თოჯინებს შეუძლია, რომ ბავშვს განუვითარონ თვალისა და ხელების კოორდინაცია. მათთან ხშირი ინტერაქცია ამაგრებს კუნთებს, პატარებს ასწავლიან სხვადასხვა ტექსტურას, ფორმასა და ზომას.

ამასთანავე, ის თოჯინები, რომელთათვისაც შეიძლება ტანსაცმლის გამოცვლა, დადებითად მოქმედებს შედარებით მოზრდილ ბავშვებში და კიდევ უფრო ავითარებს მათ მოტორულ უნარებს.

ფანტაზია და წარმოსახვა – ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვებს ყველაზე მდიდარი ფანტაზია აქვთ, რომლის წასახალისებლად სულ მცირედი რამის გაკეთებაა საჭირო. მაგალითად, როლური თამაშებისთვის განკუთვნილი რბილი თოჯინა ამის სრულ შესაძლებლობას იძლევა, რადგან მასთან შეიძლება ისე თამაში, თითქოს ნამდვილი ადამიანი ყოფილიყოს.

სოციალიზაცია – მშობლებს მარტივად შეგიძლიათ შვილს სახლშიც შეუქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც იგი შეძლებს გამოავლინოს თავისი ემოციები და ემპათიის უნარი. საყვარელ თოჯინაზე ზრუნვა პატარების ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობაა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაშიც ავლენენ თანატოლებთან და უფროსებთან.

განათლება –არაფორმალური განათლება ეფექტური გზაა იმისათვის, რომ ბავშვმა ახალი გამოცდილება დააგროვოს და თეორიული ცოდნა გაიღრმაოს/შეიძინოს. რბილ თოჯინებთან ურთიერთობა ბავშვებს ასწავლის პრობლემების მიღებას, გააზრებას და მათთან გამკლავებას.

რომელი კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეარჩიოთ რბილი თოჯინები?

Labebe Boutique-ში ყოველთვის შეძლებთ იპოვოთ სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების სათამაშოები – ხის, რბილს, სენსორულს და ა.შ. თოჯინები საკმაოდ კლასიკური გასართობია, რომლებიც როგორც გოგონებს, ისე ბიჭებსაც მოსწონთ.

სანამ სასურველი მოდელის შერჩევას დაიწყებდეთ, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი შვილის ინტერესები და ხასიათი – რა მოსწონს, რას ითხოვს ხოლმე, რაზე რეაგირებს ყველაზე მეტად, რომელ ფერებს გამოარჩევს და სხვ. ამ კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ უფრო მარტივად მოახერხებთ მრავალფეროვან ასორტიმენტში საუკეთესო საბავშვო სათამაშოს პოვნას,

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკი და ფიზიკური მონაცემები. ლაბებეში კი, ნებისმიერ შემთხვევაში, აღმოაჩენთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის პატარებისთვის იდეალურ რბილ თოჯინებს, რომლებიც დამზადებულია პრემიუმ ხარისხის მასალებისგან და სრულიად უსაფრთხოა ჩვილობიდან.

მსოფლიო ბრენდები, რომლებსაც მშობლები ირჩევენ

სასურველი ნივთების შერჩევისას არსებობს ინდივიდუალური და ზოგადი ფაქტორები, რომლებსაც მომხმარებლები ითვალისწინებენ. მაშინ კი, როცა საქმე ყველაზე პატარა არსებებს, შვილებს ეხება, ყურადღება დეტალებისადმი ორმაგდება.

ბრენდის სანდოობა და მისი ხარისხი ის პრიორიტეტია, რომელსაც ვერცერთი მშობელი გვერდს ვერ აუვლის, რადგან მნიშვნელოვანი რგოლია შოპინგისას.

ლაბებეში წარმოდგენილი რბილი სათამაშოების, მათ შორის – თოჯინების მწარმოებლები მსოფლიო დონის, ევროპული ბრენდებია, რომლებიც გამოირჩევიან შეუცვლელი ხარისხით, მომხმარებლებისადმი ერთგულებითა და ზრუნვით.

Doudou et Compagnie და Jolijou– საბავშვო ფრანგული ბრენდებია, რომლებიც ფერად, გამძლე და გამორჩეულ სათამაშოებს აწარმოებენ პატარებისთვის. რბილი, ფაფუკი თოჯინები სხვადასხვა ცხოველის თუ ფრინველის გამოსახულებით ბავშვების ნამდვილი ოცნებაა.

გარდა ამისა, თითოეული კომპანიის პროდუქცია სერტიფიცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გავლილი აქვს უსაფრთხოების ტესტირება და სრულიად შეგიძლიათ ენდოთ და გონივრული ინვესტიცია მათ ფუმფულა სათამაშოებში ცადოთ>

Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შოპინგი გაცილებით მარტივი, კომფორტული და მოსახერხებელია, რადგან თოჯინებზე თუ სხვა პროდუქციაზე დეტალურ ინფორმაციას წამებში ნახავთ, ხოლო შეკვეთილ ნივთებს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

მარაგი ამოწურულია
რბილი სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
70 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
91 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
მარაგი ამოწურულია
რბილი თოჯინები
მარაგი ამოწურულია
121 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
60 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
48 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
60 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
91 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
136 
1 Doudou, 3 Stories Plush Bear Taupe - რბილი სათამაშო პირსაწმენდით - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
რბილი სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
70 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
91 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
Jolijou Les Doucettes Eva Terracota - რბილი სათამაშო თოჯინა - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
რბილი თოჯინები
მარაგი ამოწურულია
121 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
60 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
48 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
60 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
91 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
136 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში ტოპ ბრენდების პროდუქციას აღმოაჩენთ, რომლის ხარისხი იმდენად გამორჩეულია, რომ ნივთის გამოყენება შესაძლებელია წლების განმავლობაში. 
მშობლები ყოველთვის ეძებენ საუკეთესო გზებს, რომ პატარებს შეუქმნან მათზე მორგებული გარემო როგორც განვითარებისთვის, ისე – სათამაშოდ. 
ლაბებეში დაგხვდებათ როგორც სტანდარტული სასეირნო ეტლები, ისე ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური ვარიანტებიც, რომელთა მწარმოებელი Peg Perego-ია, ერთ-ერთი წამყვანი იტალიური ბრენდი მსოფლიო მასშტაბით.