რატომ სჭირდება ბავშვს განმავითარებელი სათამაშოები – რჩევები

თანამედროვე სამყაროში მშობლები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ განმავითარებელი სათამაშოების მნიშვნელობას მათი შვილების ცხოვრებაში. ეს სათამაშოები ბავშვებს არა მხოლოდ სიხარულსა და სიამოვნებას ანიჭებს, არამედ მათი ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

თამაში ბავშვთა სამყაროს უცვლელი ელემენტია, რომელსაც არც დრო გააჩნია და არც საზღვრები. ყველა პატარას განსხვავებული სურვილი და ინტერესი აქვს და გასაკვირიც აღარ არის, რომ ზოგს შეიძლება ხის სათამაშოებით გართობა უყვარდეს, ზოგს კი – რბილით.

ლაბებე ბუტიკის ვებგვერდსა თუ მაღაზიაში საბავშვო სათამაშოების ფართო არჩევანს აღმოაჩენთ. ყველა სათამაშო შეესაბამება ევროპულ CE სტანდარტებს და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. თუ გადაწყვიტეთ, სახლის ავსება ფერადი, საყვარელი და ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან დამზადებული სათამაშოებით, ლაბებეში შოპინგს და პროდუქტის არჩევას ყოველგვარი ალიაქოთის და სტრესის გარეშე შეძლებთ.

სანამ კალათაში სასურველ ნივთებს ჩააგდებთ, ეს ბლოგი თქვენს პირად გზამკვლევად იქცევა, რათა გაერკვიოთ, რა უპირატესობა აქვს განსავითარებელ სათამაშოებს და როგორ უნდა აირჩიოთ ისინი.


რატომ არის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სათამაშოების არჩევა?

მოტორული უნარებისა და კოორდინაციის სტიმულირება

განმავითარებელი სათამაშოებით თამაში ხელს უწყობს წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას, აუმჯობესებს მოძრაობათა (თვალის, ხელის) კოორდინაციას, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში.

ხის გარკვეული სათამაშოებით თამაში ამ უნარებს ხვეწს და ავითარებს. სანამ კუბიკი მიგორავს, ბავშვი მას თვალს გააყოლებს ან/და ეცდება, რომ დაიჭიროს. ასეთი ინტერაქციული აქტივობებით თქვენი შვილი ადრეული ასაკიდანვე დაიწყებს სამყაროს შეცნობას.

შემოქმედებითობისა და წარმოსახვის განვითარება

სათამაშოები, რომლებიც ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას, საშუალებას აძლევს ბავშვებს განავითარონ წარმოსახვა, ისწავლონ ინოვაციური მიდგომები პრობლემების გადასაჭრელად. ფანტაზიის მოშველიებით პატარები სხვადასხვა სცენას წარმოიდგენენ და რეალობაში გადმოტანასაც ცდილობენ. სწორედ ამ დროს წარმოიქმნება როლური თამაშებიც.

სოციალური უნარების განვითარება

დაუწერელი კანონია, რომ ზღაპრული სათამაშოები სხვასაც უნდა გავუზიაროთ ხოლმე. სანამ თქვენი შვილი სულ ციცქნაა, უპირობო სიყვარულით იქნება განმსჭვალული თამაშისადმი; და მაშინაც კი, როცა სხვა თავისნაირ პაწიასთან ერთად ითამაშებს.

სათამაშოების სხვა თანატოლებთან გაზიარებით, ბავშვები სწავლობენ სოციალურ ნორმებს, გაზიარებას და გუნდურ მუშაობას, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის.

წინასასკოლო მზაობა

შეიძლება, სკოლაში შესვლამდე თქვენს შვილს ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს დარჩენილი, მაგრამ წინასასკოლო, ბაზისური უნარების გამომუშავება არასდროსაა ზედმეტი და ურიგო. ბევრი განმავითარებელი სათამაშო ყურადღებას ამახვილებს საჭირო უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა თითებზე ანგარიში და ასო-ბგერების კითხვა.

თუ გსურთ, რომ თქვენს პატარას ხელი შეუწყოთ და ფიქრობთ, რომ უკვე ახალ ეტაპზეა გადასული, შეარჩიეთ მისთვის საინტერესო სათამაშოები, რომლებიც თვლას და ასოების ამოცნობას შეასწავლის.

ემოციების მართვა

ემოციები ყოველი ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რითაც გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებებს. საგანმანათლებლო სათამაშოები ემოციური განვითარების ასპექტსაც ხელს უწყობს. მსგავსი ტიპის სათამაშოსთან დროის გატარებით, ბავშვები იგებენ თავიანთ გრძნობებს, სწავლობენ მათ გამოხატვას და უკეთესად ერკვევიან, თუ რა უნდათ, რა მოსწონთ და ა.შ.

როგორ უნდა აირჩიოთ ბავშვისთვის საუკეთესო სათამაშო?

იქამდე, სანამ თქვენს პატარას ლამაზად შეფუთულ სათამაშოს მიუტანთ, უკეთესია, რომ წინასწარ განსაზღვროთ შვილის მისწრაფებები; მაგალითად, უფრო მეტად ხომ არ უყვარს ცხოველების თემა, ვიდრე მუსიკალური სათამაშოები?

თქვენთვის შერჩევის პროცესი რომ მარტივი იყოს, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, შეგიძლიათ, თვალი გადაავლოთ Labebe-ს საიტს, რომელზეც წარმოდგენილია ევროპული ბრენდების ნაირნაირი სათამაშოები.

მანამდე კი, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, თუ რომელია საუკეთესო სათამაშო:

მხედველობისა და ტაქტილური შეგრძნებების განვითარების სათამაშო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროდუქტია, რომელსაც ჩვილი ბავშვის მშობლები ამჯობინებენ. სხვადასხვა ტექსტურისა და სიკაშკაშის კუბები, სათამაშო ხალიჩები დაეხმარება ბავშვს მგრძნობელობისა და სამყაროს აღქმის განვითარებაში.

სამშენებლო კომპლექტები და თავსატეხები კონსტრუქციული ტიპის სათამაშოებია. ასეთი ნაკრების აწყობა და დაშლა ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას. გარდა ამისა, სანამ ბავშვი მთლიანადაა მოცული სახალისო აქტივობაში, სწავლობს მოთმინების შენარჩუნებასაც. სამომავლო პერსპექტივის გადმოსახედიდან კი, ეს უნარი საკმაოდ აუცილებელია ზრდასრულობაში.

თუ ის-ისაა თქვენმა შვილმა საყვარლად ბუტბუტი დაიწყო, ლაბებეში ინტერაქციული სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ნახავთ. სათამაშო მატარებლები, რომლებზეც ასოებია გამოსახული, ბავშვს კითხვასა და დათვლაში დაეხმარება.

განვითარებაზე ლაპარაკისას არ უნდა დავივიწყოთ მუსიკის ძალაც. ბავშვები უფროსებზე გაცილებით კრეატიულები არიან და გაგონილ მელოდიებზე, სულ მცირე, თავის ქნევას იწყებენ და ასე გამოხატავენ ემოციებს. ლაბებე ბუტიკის განმავითარებელ სათამაშოებში ქსილოფონს იპოვით, რომელიც პატარების სმენას ავარჯიშებს.

რატომ გჭირდებათ სათამაშო ხალიჩა?

ბავშვები ხოხვას დაახლოებით 5-6 თვიდან იწყებენ და მშობლების ყურადღების ეპიცენტრში უფრო მეტად ექცევიან. მაგ დროს უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაც ხდება საჭირო, რადგან ცოცვისას ბავშვმა რამე არ იტკინოს.

გამომდინარე იქიდან, რომ პაწაწუნა ხელ-ფეხით მშობლებისგან ძალიანაც შორს ვერსად გახოხდებიან, უმჯობესია, მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ასეთ იდილიას ლაბებეს სათამაშო ხალიჩები გპირდებათ, რომლებიც ურბილესი და უფაფუკესი მატერიალებისგანაა შექმნილი.

რბილი ხალიჩა 4 განსხვავებული სათამაშოთი გართობისა და პრაქტიკულობის კომბინაციაა – მასზე წამოსკუპებული სათამაშოების მოხსნაც და მიმაგრებაც შეგიძლიათ. და თუ სახლიდან გასვლა დააპირეთ, მაგრამ სათამაშოების გორა ვერ მიგაქვთ, ეს ხალიჩა ყველაზე მეტად გამოგადგებათ ბავშვის გასართობად.

ჩვილ ბავშვთან ერთად საყიდლებზე გასვლა ხშირად მოუხერხებელია, მაგრამ ონლაინ შოპინგი ამ საქმესაც შველის. Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ, შეიქმნათ შოპინგის უნიკალური გამოცდილება, ხოლო შეძენილ ნივთს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ.

განმავითარებელი სათამაშოების არჩევა ინვესტიციაა თქვენი ბავშვის ფერადი და ლაღი მომავლისთვის. დღეს სათამაშოები მხოლოდ დროის გასაყვანი აღარაა – მათთან თამაშით ყველა საჭირო უნარის შესწავლა და განვითარება შეუძლიათ სამყაროს ყველაზე პატარა არსებებს.

დაკავშირებული პროდუქტები

რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
106 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
88 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
115 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
76 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
მარაგი ამოწურულია
სათამაშო ხალიჩები
მარაგი ამოწურულია
210 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
54 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
106 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
88 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
115 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
76 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
Tryco Swab Ivy Playmat - საბავშვო განსავითარებელი ხალიჩა - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
სათამაშო ხალიჩები
მარაგი ამოწურულია
210 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
54 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში ტოპ ბრენდების პროდუქციას აღმოაჩენთ, რომლის ხარისხი იმდენად გამორჩეულია, რომ ნივთის გამოყენება შესაძლებელია წლების განმავლობაში. 
მშობლები ყოველთვის ეძებენ საუკეთესო გზებს, რომ პატარებს შეუქმნან მათზე მორგებული გარემო როგორც განვითარებისთვის, ისე – სათამაშოდ. 
ლაბებეში დაგხვდებათ როგორც სტანდარტული სასეირნო ეტლები, ისე ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური ვარიანტებიც, რომელთა მწარმოებელი Peg Perego-ია, ერთ-ერთი წამყვანი იტალიური ბრენდი მსოფლიო მასშტაბით.