რა ვაჩუქოთ ბავშვებს საახალწლოდ – იდეები

დეკემბრის თვე თითქმის იწურება და სულ ცოტა ხანი რჩება შობამდე და ახალ წლამდე; გულითადად შერჩეული საჩუქრების გადაცემის დროც ახლოვდება ჩვენი შვილებისთვის, რომლებიც ამ დღეს და პერიოდს მთელი წელი ელოდებიან ხოლმე.

გარეთ არსებული სუსხის მიუხედავად, ჰაერში ჯადოსნური სურნელი ტრიალებს, რაც შობის მოახლოების მაცნეა. შეიძლება, თოვლი არ არის და ბავშვებთან ერთად ვერ ვგუნდაობთ, მაგრამ საჩუქრების არჩევის და გადაცემის დრო სულ არის.

ამ ბლოგში Labebe Boutique-ის მიერ შედგენილ საშობაო-საახალწლო საჩუქრების იდეებს აღმოაჩენთ, რომლებიც ამ ზღაპრულ დღეებს ნამდვილად დასამახსოვრებელს გახდის პატარებისთვის.

თოჯინები

ყველაფერი, რაც ხელნაკეთია და განსაკუთრებით – თოჯინები, შეუფასებელი საჩუქარია ბავშვისთვის, რომლისთვისაც თამაში ყოველი დღის ტრადიციული ელემენტია. პატარების გულების დასალაშქრად ესპანეთიდან ეკომეგობრულმა, ფუმფულამ და ცოტა დაბნეულმა თოჯინებმა ბინა ლაბებეში დაიდეს – ახალი მეგობრის პოვნის მოლოდინში.

Antonio Juan-ის ესპანური წარმოშობის თოჯინები უმაღლესი მასალებისგანაა დამზადებული; მათი ტანი ვინილისაა და ყოველი ჩახუტებისას თქვენი შვილი უსაზღვრო სითბოს და ენერგიას იგრძნობს ამ საყვარელი და სტილზე შეყვარებული თოჯინებისგან.


საბავშვო ჩუსტები და წინდები

ზამთარი წინდებისა და ჩუსტების გარეშე ვერავის წარმოგვიდგენია. როცა გარეთ წვიმს ან ქარი დაქრის, ყველაზე პაწიების ფეხები სითბოში უნდა იყოს გახვეული. თუ თქვენი შვილისთვის ან საჩუქრად ეძებთ მხიარულ, საყვარელ, თბილ და კომფორტულ ფაჩუჩებს, მაშინ, Doudou et Compagnie-ის პროდუქცია მუდამ პატარების ბედნიერების სადარაჯოზე იქნება.

რბილი სათამაშოები

ძვირფასი თანამგზავრი, რომელიც პატარას ამშვიდებს თავისი სირბილით, ახლოს ყოფნით და ნაცნობი სურნელით – ფრანგული ბრენდის, Doudou et Compagnie-ის რბილი სათამაშო პირსაწმენდითაა. მსგავსი ულტრა რბილი მასალებისგან დამზადებული სათამაშო ახალშობილის საჭიროებებზეა მორგებული. მისი ზომა ადაპტირებულია ბავშვის პაწაწუნა ხელებთან, ისე, რომ თამაშის დროს მარტივად ჩაეჭიდოს და გაერთოს. Doudou-ს ყველა სათამაშო წარმოდგენილია ლამაზ ყუთში, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ უნდა აირჩიოთ სასურველი მოდელი და საჩუქარიც მზადაა.

ხის სათამაშოები

განმავითარებელი სათამაშოები, თანაც უმაღლესი ხარისხის ხისგან, ნებისმიერ დროს უალტერნატივო არჩევანია. მათი ჩუქებისას, დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ბავშვი თან გაერთობა უსასრულო თამაშით და თან – განვითარდება.

ხის სათამაშოები მრავალ შესაძლებლობას იძლევა და პატარა გენიოსებზეა დამოკიდებული, თუ რა შეიძლება შექმნან კუბიკებისგან – სახლი თუ მანქანა.

ამ შობა-ახალ წელს ლაბებეს დახმარებით აჩუქეთ შენს ძვირფას პატარას ის ჯადოქრობა, რომელსაც იმსახურებს. ეს მაგიური საჩუქრების იდეები აუცილებლად ააბრჭყვიალებს მათ თვალებს და შექმნის ძვირფას მოგონებებს.

დაკავშირებული პროდუქტები

ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
145 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
189 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
60 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო ჩუსტები და წინდები
მარაგი ამოწურულია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
147 
საბავშვო ჩუსტები და წინდები
გაყიდვაშია
76 
საბავშვო ჩუსტები და წინდები
გაყიდვაშია
84 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
145 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
189 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
60 
Lapin Bonbon Booties With Rattle Blue 0/6 Months - საბავშვო ჩუსტები საჩხარუნოთი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო ჩუსტები და წინდები
მარაგი ამოწურულია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
147 
საბავშვო ჩუსტები და წინდები
გაყიდვაშია
76 
საბავშვო ჩუსტები და წინდები
გაყიდვაშია
84 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში სწორედ გოგორას პროდუქციას აღმოაჩენთ, რომელიც დამზადებულია ფუნქციონალურობის, ესთეტიკისა და მონტესორის ფილოსოფიის შერწყმით.
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, ხოლო მშობლობა სავსეა გადაწყვეტილებებით და თითოეული მათგანი ბავშვის სამყაროს აყალიბებს.
ბლოგში გაიგებთ, რა უპირატესობები აქვს საბავშვო საქანელა სკამს, როგორ შევარჩიოთ სწორად საუკეთესო ვარიანტი ბავშვისთვის და რატომ უყვართ მშობლებს ეს პროდუქტი.