აღმოაჩინეთ საბავშვო ზურგჩანთები ახალი თავგადასავლებისთვის

აგვისტოს მიწურული ახალი თავგადასავლებისთვის მზადების დროა – ზაფხულის გრძელი დღეები სრულდება და იწყება ახალი სასწავლო წელი. სკოლა-ბაღებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა ამ პერიოდისთვის ყველაზე ჭკვიანურია, რადგან თავიდან შეგიძლიათ აირიდოთ რიგები და საცობები. საყიდლების სიის თავში კი ყოველთვის საბავშვო ჩანთაა მოქცეული, რომელიც ყველაფრის საწყისია.

ბავშვისთვის შესაფერი ჩანთის არჩევა უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე კანცელარიისა, რადგან მასზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტულად გაატარებს პატარა თავის სასწავლო სემესტრებს. ამ ბლოგში ესპანური ხარისხის ჩანთებს აღმოაჩენთ, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ Labebe Boutique-შია წარმოდგენილი.


ზურგჩანთები სკოლისთვის

სკოლაში სიარული ხანდახან დამღლელი პროცესია, რომელსაც მართალია, ბავშვები ვერსად გაექცევიან, მაგრამ მარტივად შეგვიძლია არსებული მოცემულობის გახალისება. წინა სასკოლო პერიოდი მღელვარეა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის – გზად ჩნდება ათასი წვრილმანი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია და ზოგჯერ უმოკლეს დროში.

სასკოლო ზურგჩანთის არჩევა, ალბათ, ბავშვებისთვის შოპინგის ყველაზე საყვარელი ნაწილია, რადგან მაგ დროს თავიანთი ინტერესების და სურვილების კომბინაციით ირჩევენ ყოველდღიურ მეგზურს, რომელსაც წიგნების და სხვა ნივთების ტარებას მიანდობენ.

ლაბებეში უკვე შეგიძლიათ იპოვოთ შვილისთვის იდეალური ჩანთა და არ დაელოდოთ სექტემბრის დადგომას. აქ დაგხვდებათ მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა პრემიუმ ხარისხით და გამძლეობით, რაც ასე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა საქმე გარკვეული სიმძიმის ტარებას ეხება.

სხვადასხვა კოლექციის ზურგჩანთები აერთიანებს სტილს, გამძლეობასა და პრაქტიკულობას, რაც თქვენს საჭიროებებს უმალვე დააკმაყოფილებს. ყოველი მოდელი განსაკუთრებულია და ბავშვი აუცილებლად იპოვის ისეთ ჩანთას, რომელიც მის გულს მოიგებს.

პირველ რიგში, შვილთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ, რომელი ტიპის ჩანთა გჭირდებათ – სტანდარტული თუ გორგოლაჭებით. ამ უკანასკნელის უპირატესობა ისაა, რომ მასთან სიარული უფრო მეტ თავისუფლებასთანაა ასოცირებული, მხრებიდან ჩამოხსნილია ზედმეტი სიმძიმე და ბავშვი თავს მეტად ლაღად გრძნობს.

ლაბებეში აღმოაჩენთ Pepe Jeans-ის 3 გორგოლაჭებიან ზურგჩანთას, რომლებიც პოლიესტერისგანაა დამზადებული. ზურგჩანთის ორი განყოფილება იდეალურია წიგნების, ლეპტოპისა და A4 ზომის საქაღალდეების შესანახად ორი გვერდითა ბადისებრი ჯიბე განკუთვნილია წყლის ბოთლის, ქოლგისა ან სხვა ნებისმიერი წვრილმანის შესანახად.

გორგოლაჭებიანი ზურგჩანთის ფართო, ერგონომიული და რბილი ჩანართებით შექმნილი ზორტები იდეალურად ერწყმის ბავშვის ზურგს, ხოლო გამძლე ნასკვით შესაძლებელია ჩანთის საკიდზე დამაგრება. მისი ორმაგი ბორბლები განკუთვნილია მეტი სტაბილურობისთვის და ჩანთის მარტივი მანევრირებისთვის.

და რაც მთავარია, სამივე ზურგჩანთას მოჰყვება დამცავი ჩანთა ზორტების/ბორბლების შესანახად, იმისდა მიხედვით, თუ როგორ აპირებთ ნივთის გამოყენებას.


რაც შეეხება სტანდარტულ საბავშვო ზურგჩანთებს, რომლებსაც მრავალ ფერსა და დიზაინში აღმოაჩენთ ლაბებეს ვებგვერდზე, მათი არჩევისას ძირითადად მოსწავლის ესთეტიკურ სურვილები უნდა გაითვალისწინოთ. გარდა იმისა, რომ თითოეული ჩანთა უმაღლესი ხარისხის მასალებისგანაა დამზადებული, ყველა მხრივ უნიკალური და გამორჩეულია.

სხვადასხვა თემატიკის ზურგჩანთებიდან სასურველის პოვნა მარტივი პროცედურაა – როგორც კი პატარა ყველას დაათვალიერებს, მიხვდება, რომელი გახადოს თავის თანამგზავრად სკოლისკენ მიმავალ გზაზე.

ბაზისური დიზაინიდან დაწყებული და დინოზავრების გამოსახულებით დამთავრებული – Labebe-ში ყველანაირი გემოვნების ბავშვი შეძლებს აღმოაჩინოს რჩეული ზურგჩანთა. გასათვალისწინებელი ფაქტორები ჩანთის ზომაა, რომელიც განსხვავებულია ყველა კოლექციაში და შვილისთვის იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, თუ რა სიმაღლის და ასაკისაა ის.

მაგალითად, Enso Basic Trolley Adaptable Backpack საკმაოდ მინიმალისტური დიზაინისაა, თუმცა უნისექსი. შესაბამისად, გოგოებსაც და ბიჭებსაც თანაბრად მოეწონებათ, თუკი უპირატესობას მარტივ და სადა ჩანთას ანიჭებენ.

პოლიესტერისგან დამზადებული ზურგჩანთის ზომაა 32x46x15 სმ, რაც სავსებით საკმარისია, რომ ბავშვმა სკოლის ლეპტოპიც თან ატაროს. ამასთანავე,ზურგჩანთის მთავარი განყოფილება იდეალურია წიგნების და A4 ზომის საქაღალდეების შესანახად და გააჩნია ორი სხვადასხვა ზომის წინა ჯიბე, რომელთაგან ერთს აქვს დამატებით შიდა ჯიბე 3 დანაყოფით კალმების შესანახად

თუკი თქვენი შვილი პირველ კლასში მიდის და უყვარს ზღაპრული პერსონაჟები და სამყარო, გადახედეთ ლაბებეს მულტიფერადი და ერგონომიული ზურგჩანთები როგორც გოგოებისთვის და ბიჭებისთვის, ისე – ნეიტრალური.

Enso Dino Artist School Backpack – ხასხასა და იდეალური ჩანთაა, რომელიც მოსაწყენი არასდროს გახდება მასზე გამოსახული საყვარელი დინოზავრის წყალობით, რომელსაც თავგადასავლები უყვარს. ჩანთა აღჭურვილია ორი სხვადასხვა ზომის წინა და გვერდითა ჯიბე ნივთების შესანახად, რაც სასკოლო სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს.

საბავშვო პენალები წვრილმანებისთვის

ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებს რომ უამრავი წვრილმანი აქვს, ახალი ამბავი არა რის, თუმცა მათაც სჭირდება საგულდაგულოდ შესანახი ადგილი, რათა მიმოფანტული არ იყოს და საჭირო დროს მარტივად საპოვნელი გახდეს. ამისთვის კი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ტევადი პენალის ქონაა. 

თუ არ გინდათ, რომ შვილის ჩანთაში დომხალი იყოს და კალმით თუ ფანქრით დაისვაროს შიდა ნაწილი, აუცილებლად უნდა შეიძინოთ საბავშვო პენალი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ზოგადად, წვრილმანი კანცელარიის შესანახად პენალი იდეალური საცავია, რომელიც ეტევა როგორც სკოლის ზურგჩანთაში, ისე – ჩვეულებრივში.


სასკოლოდ მომზადება Labebe Boutique-სთან უფრო მარტივია – აქ შოპინგისას დროს დაზოგავთ და ყველაფერს დეტალურად დაათვალიერებთ, სახლიდან გაუსვლელად. შერჩეულ პროდუქტს კი 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
149 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
72 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
65 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
38 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
59 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
114 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
17 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
37 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
51 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
147 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
164 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
164 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
250 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
176 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
71 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
149 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
192 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
149 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
72 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
65 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
38 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
59 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
114 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
17 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
37 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
51 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
147 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
164 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
164 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
250 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
176 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
71 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
149 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
192 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია ემოციების აღრევა, გაურკვევლობა და დაბნეულობა, რაც იმით აიხსნება, რომ პატარები სწორედ ადრეულ ასაკში იწყებენ ემოციურ თვითკონტროლს, შემეცნებასა და ინტელექტის განვითარებას.
ამ ბლოგში აღმოაჩენთ იტალიური ბრენდის Peg Perego-ის ბავშვის საკვებ სკამებს, რომლებიც ელეგანტური დიზაინით, კონცეფციით, გამოყენებული მასალებითა და ფუნქციურობით გამოირჩევა.
მშობლები მუდმივად ცდილობენ შექმნან მხიარული გარემო შვილებისთვის, უზრუნველყონ მათი ბედნიერება და კეთილდღეობა.