აღმოაჩინეთ 5 მახასიათებელი საუკეთესო საბავშვო საკვები სკამის შესარჩევად

ბავშვთა სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს არაერთ ასპექტს, რომელთა შორისაც საბავშვო ავეჯს და სხვადასხვა პროდუქციას უდიდესი ადგილი უჭირავს. ბავშვები სათუთი არსებები არიან და განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, რის გამოც მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად უსაფრთხო ნაწარმი ყოველთვის პრიორიტეტულია.

როცა ბავშვი იზრდება და ნელ-ნელა იკვეთება მისი მზადყოფნა მყარ საკვებზე გადასასვლელად, დღის წესრიგში იდეალური საკვები სკამის ქონა აუცილებელი ხდება. პრემიალური სკამ-მაგიდა უზრუნველყოფს არა მხოლოდ კომფორტს, არამედ უსაფრთხოების, მოხერხებულად ყოფნისა და გრძელვადიანი გამოყენების გარანტიაცაა.

იმის გამო, რომ ადგილობრივ ბაზარზე მრავალი მოდელია წარმოდგენილი, მშობლებს არჩევანის გაკეთება ურთულდებათ. შვილის განვითარებისთვის ფეხის აწყობა რომ შეძლოთ, დროულად უნდა შესთავაზოთ მასზე მორგებული პროდუქტი.

ამ ბლოგში გაიგებთ, რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის საკვები სკამის შეძენისას და რომელ ფაქტორებს მიაქციოთ ყურადღება. Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მსოფლიო წამყვანი ბრენდების ათობით სკამ-მაგიდას, რომელთა შერჩევა ექსკლუზიურად მხოლოდ აქ შეგიძლიათ.

5 მახასიათებელი, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის სკამის შეძენისას

ბავშვის მაღალი სკამი ავეჯეულობის ნაწილია, რომელიც სპეციალურად შექმნილია პატარების კომფორტული და უსაფრთხო კვებისათვის. ის ჩვეულებრივ შედგება მაღალზურგიანი სავარძლისგან, სახელურებისგან, უსაფრთხოების ღვედისა და მოსახსნელი დაფისგან, რომელზეც თავსდება საკვები პროდუქტები.

სკამ-მაგიდები განკუთვნილია ჩვილებისთვის, რომლებსაც უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად ჯდომა და მისი გამოყენება რეკომენდებულია 6 თვიდან, როცა პატარა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და იწყებს ამა თუ იმ საკვების დაგემოვნებას.

ბუნებრივია, თუ საბავშვო სკამის შეძენამდე კონკრეტული კითხვები გაქვთ და ცდილობთ იპოვოთ საუკეთესო მოდელი, რომელიც წლების განმავლობაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ. ყიდვის პროცესში გასათვალისწინებელია 5 ძირითადი მახასიათებელი: უსაფრთხოება, კომფორტი, მექანიზმის და მოვლის სიმარტივე, კომპაქტურობა, გამოყენების ხანგრძლივობა.

უსაფრთხოება

ბავშვთა პროდუქციის შერჩევისას უსაფრთხოების ზომები ნომერ პირველი საზრუნავია. საკვებ სკამს უნდა ჰქონდეს სტაბილური საყრდენი, რათა თავიდან აიცილოთ შემთხვევითი მოცურება და გადაყირავება. ამ მხრივ უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ ისეთ მოდელებს, რომელთა ბორბლებსაც სამუხრუჭე სისტემა აქვს. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მაშინაა ყურადსაღები, როდესაც თქვენი შვილი უფრო აქტიური ხდება და ერთ ადგილას ჯდომით მალევე იღლება.

ჩვილის საკვები სკამები 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედებითაა აღჭურვილი, რაც იდეალურად იცავს პატარას, სანამ ის სავარძელში ზის. ამ ტიპის ღვედი ამცირებს იმის შანსს, რომ ბავშვი გადმოვარდეს ან ფეხზე წამოდგეს.

შეძენამდე აუცილებლად გადაამოწმეთ, აკმაყოფილებს თუ არა ბავშვის მაღალი სკამი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს. თუ პროდუქტს გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი, ეს ნიშნავს, რომ სკამი საფუძვლიანადაა შემოწმებული და უსაფრთხოა მისი გამოყენება ბავშვებისთვის.

Peg Perego Siesta Follow Me – იტალიური ბრენდის ერთ-ერთი კოლექციაა, რომელშიც ტრანსფორმირებადი საკვები სკამები შედის. ხელის ერთი მარტივი მოძრაობით უბრალო სავარძელი კომფორტულ შეზლონგად იქცევა, რაც ამ სერიას მრავალფუნქციურად აქცევს.

ეკო-ტყავისგან დამზადებულ მაღალ სკამს სიმაღლის 9, ფეხისა და საზურგის 3-3 დონე აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ მოერგოთ სხვადასხვა სიტუაციას.  გარდა ამისა, ამ საბავშვო სკამს ორმაგი მოსახსნელი დაფა აქვს, რაც კიდევ არაჩვეულებრივს ხდის მას.

კომფორტი

ჭამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი ახლა იწყებს მყარი საკვების გასინჯვას. ამ დროის განმავლობაში თქვენი ბავშვის კომფორტის შენარჩუნება უფრო სასიამოვნოს გახდის ამ პროცესს ორივესთვის. საკვები სკამის რბილი სავარძელი უზრუნველყოფს ბავშვის კომფორტულ მოკალათებას დაამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას, რაც ხანგრძლივ ჯდომას ახასიათებს.

გარდა ამისა, სიმაღლეში რეგულირებადი სავარძლები და ფეხის დასადები საშუალებას გაძლევთ მოერგოთ თქვენი შვილის ასაკს. ასეთი მოქნილობა სრულად აღმოფხვრის კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ჩვილის სკამ-მაგიდას, რომელსაც რეგულირებადი დონეები აქვს, უფრო მოსახერხებელია ყოველდღიურ გამოყენებაში, რადგან გამოგადგებათ არა მხოლოდ ჭამის დროს, არამედ მაშინაც, როცა ბავშვს დასვენება ან ძილი დასჭირდება.

მოვლის სიმარტივე

ყველა მშობელმა იცის, რომ ჭამის დრო გარდაუვალი მოულოდნელობებითაა სავსე – იატაკზე მიმოფანტული ნამცეცები, დაღვრილი წვნიანი, გაჯიუტებული ბავშვი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი სკამის არჩევა, რომელიც ადვილად იწმინდება.

საბავშვო სკამ-მაგიდა მოსახსნელი დაფით ბევრად კომფორტულია მშობლებისთვის, რადგან ეს მის დასუფთავებას ბევრად აჩქარებს და ამარტივებს. ასევე, ზოგიერთ სკამს აქვს ორმაგი ზედაპირი, რომელიც ადვილად შეიძლება შეიცვალოს საკვების მიღებებს შორის. ასეთია, მაგალითად, Peg Perego Prima Pappa-ის კოლექციის საკვები სავარძლები, რომლებსაც დამატებით ჭიქის დამჭერიც აქვს.

კომპაქტურობა

თუ პატარა ბინაში ან სახლში ცხოვრობთ და მუდმივად გაქვთ ნივთების შენახვის პრობლემა, გამოსავალი კომპაქტურ საკვებ სკამშია, რომლის არჩევასაც ლაბებეში შეძლებთ. ბავშვის მარტივად დასაკეცი სკამი მოსახერხებელია, თუ ხშირად მოგზაურობთ ან ახლობლებს სტუმრობთ, რადგან მისი ტრანსპორტირება და დამონტაჟება ყოველთვის მარტივი იქნება.

მაშინაც კი, თუ სივრცე პრობლემას არ წარმოადგენს, კომპაქტური სკამ-მაგიდა დამატებით კომფორტს გთავაზობს მშობლებს, რაც საშუალებას მოგცემთ ჭამის შემდეგ მაშინვე შეინახოთ.

კომპაქტურობის მიუხედავად, ამ ტიპის მაღალი სკამები ფუნქციონალურ კომპრომისზე წასვლას არ გაიძულებთ. თანამედროვე ერგონომიული დიზაინის საბავშვო საკვები სკამი აერთიანებს ყველა უპირატესობას, რაზეც კი შეიძლება მშობელმა იოცნებოს.

გამოყენების ხანგრძლივობა

ხარისხიანი მაღალი სკამი არაჩვეულებრივი ინვესტიციაა ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის. ასე რომ, თუ ეძებთ სავარძელს, რომელიც გაიზრდება თქვენს პატარასთან ერთად, თვალი შეავლეთ საბავშვო საკვები სკამების კატეგორიას, რომელშიც ათობით მოდელს აღმოაჩენთ, რომელიც ამ სურვილს სრულად აკმაყოფილებს.

Labebe-ის ასორტიმენტში წარმოდგენილი ჩვილის საკვები სკამები ადაპტირებულია გრძელვადიანი გამოყენებისთვის – იდეალურია 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მრავალფუნქციური პროდუქტი საშუალებას იძლევა, რომ ის გამოიყენოთ წლების განმავლობაში და დაზოგოთ ფინანსები.

გამძლე მასალისგან, როგორიცაა FSC® სერტიფიცირებული მასიური წიფლის ხე, დამზადებული საკვები სკამები ოჯახს წლები ემსახურება და შეუცვლელი დამხმარეა ყოველდღიური საქმეებისთვის.

როგორც წესი, სკამ-მაგიდის მაქსიმალური დატვირთვა დაახლოებით 15-20 კგ-ია, რაც კიდეც უფრო მეტად უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოყენებას. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი FoppaPedretti იქნება; ბრენდი, რომლის საბავშვო პროდუქცია პრემიუმ ხარისხით, დიზაინითა და ფუნქციურობით გამოირჩევა.

იტალიური კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვის საკვები სკამები სტანდარტული მოდელებისგან განსხვავდება – მისი გამოყენება შეიძლება როგორც საკვებ სკამად 6 თვიდან 3 წლამდე, ასევე, ბავშვის პატარა მაგიდად და სავარძლად 3-იდან 6 წლამდე, რაც დიდი უპირატესობაა მშობლებისთვის.

გარდა ამისა, შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი დიზაინის სავარძელიც, რომელიც თქვენი სახლის ინტერიერს ჰარმონიულად შეერწყმება, რათა სკამი წლების შემდეგაც არ გამოიყურებოდეს არასაჭირო ელემენტად.

შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის საბავშვო სკამ-მაგიდა სახლიდან გაუსვლელად Labebe Boutique-ში და მიიღეთ შეკვეთა 24 საათის განმავლობაში

დაკავშირებული პროდუქტები

საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
715 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
150 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
Peg Perego Prima Pappa Follow Me Fox & Friends - საბავშვო საკვები სკამი - image 1 | Labebe
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
855 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
695 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
955 
საკვები სკამები
წინასწარ შეკვეთით
1,325 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,325 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
715 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
150 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
855 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
695 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
955 
საკვები სკამები
წინასწარ შეკვეთით
1,325 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბლოგში გაიგებთ, რა უპირატესობები აქვს საბავშვო საქანელა სკამს, როგორ შევარჩიოთ სწორად საუკეთესო ვარიანტი ბავშვისთვის და რატომ უყვართ მშობლებს ეს პროდუქტი.
ყველა მშობელმა იცის, რამდენად მშვიდად გამოიყურება მძინარე ბავშვი. მაგრამ იცოდით, რომ დასვენების საათები ასევე მნიშვნელოვანია განვითარებისთვის?
თუ მალე პატარას ელოდებით ან საბავშვო ავეჯის გამოცვლა გადაწყვიტეთ, ჩვენი ბლოგი მშვენიერი გზამკვლევი იქნება, რათა შეძენამდე ყველა ნიუანსი გაითვალისწინოთ.