აღმოაჩინეთ FoppaPedretti-ის მანქანის სავარძლები ლაბებეში

თანამედროვე სამყაროში ყოველდღიურად უამრავი რამ ვითარდება და აუცილებელია, რომ მივიღოთ ცვლილებები უკეთესი ცხოვრებისთვის. არც საბავშვო ბრენდებია გამონაკლისი, რომლებიც ყოველ ჯერზე სიახლეებზე ორიენტირებულნი არიან.

იტალიაში აღიარებული ბრენდი FoppaPedretti ამჯერად მბრუნავი სისტემის მანქანის სავარძლებს გთავაზობთ, რომლებიც სტანდარტული მოდელებისგან ბევრი ნიუანსით განსხვავდება.

ლაბებე მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებზე, ითვალისწინებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებს. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი პრემიუმ ბრენდები და პროდუქცია, რომლებიც სხვაგან არაა – ექსკლუზიურად მხოლოდ Labebe Boutique-შია წარმოდგენილი.

საბავშვო სავარძელი საყიდლების სათავეში უნდა იყოს, რადგან მშობლები მის საჭიროებას მაშინვე იგრძნობენ, როგორც კი სამშობიაროდან გამოვლენ. პროდუქტი ოჯახს საშუალებას აძლევს, იმგზავროს მშვიდად ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.

თუ აქამდე არ გიფიქრიათ ქარსითის ქონაზე, ამ ბლოგში აღმოაჩენთ იმ მიზეზებს, რის გამოც აუცილებლად უნდა შეიძინოთ სავარძელი შვილის უსაფრთხოებისთვის.

 რატომ ირჩევენ FoppaPedretti-ის?

Foppa Pedretti-ის მიერ გასულ საუკუნეში დაწყებული საქმე დღესაც წარმატებით მიმდინარეობს. ბრენდის მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვები გააბედნიეროს საკუთარი ნაწარმით. ყველაფერი ხის სათამაშოებით დაიწყო და ახლა კომპანიის ასორტიმენტში თითქმის ყველანაირ ატრიბუტს იპოვით, რაც პატარას დაბადებიდან სჭირდება.

ბრენდს აქვს პატენტების გრძელი სია, რომელმაც მისი პროდუქცია უნიკალური გახადა და, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხდება იმიტაცია, იტალიური ბრენდის Foppa Pedretti-ის დიზაინი და მაღალი ფუნქციონალურობა უანალოგოა. უსაფრთხოება, აბსოლუტურ ხარისხთან ერთად, ყოველთვის იყო და არის ბრენდის მთავარი მიზანი. ყველა პროდუქტი სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებსა და გააჩნია სერტიფიკატები.

როცა თქვენს ხელთ წამყვანი ბრენდის საუკეთესო პროდუქტებია, მშობლობა თავისთავად მარტივდება, რადგან უსაფრთხო, თქვენს საჭიროებებზე მორგებული ავტომანქანის სავარძელი, საკვები სკამი თუ სხვა რამ ყოველდღიურობას უფრო მსუბუქსა და სასიამოვნოს ხდის.

მანქანის 360°-ზე მბრუნავი სავარძლები

მანქანის საბავშვო სავარძლის შეძენა მშობლების მხრიდან ყოველთვის გონივრული ნაბიჯია – იზრდება უსაფრთხოების დონე, მგზავრობა ყოველთვის სასიამოვნო ხდება. ქარსითის არჩევისას რამდენიმე ძირითადი დეტალია გასათვალისწინებელი: გავლილი აქვს თუ არა ქრაშ ტესტები, რა ასაკამდეა რეკომენდებული, რომელი მასალებითაა დამზადებული.

Labebe-ში ნებისმიერი საბავშვო სავარძელი შეესაბამება ევროპულ სტანდარტს ECE R129/03-ს, რაც სასურველი მოდელის შერჩევას გაგიმარტივებთ, რადგან ამ დეტალის გარკვევაზე დროის ხარჯვა აღარ მოგიწევთ. 

FoppaPedretti-ის მანქანის სავარძელი ბავშვის ერთგული მეგობარი და უსაფრთხო მგზავრობის გარანტია იქნება დაბადებიდან 12 წლამდე. ბრენდის სავარძლები განკუთვნილია 40-იდან 150-ამდე სიმაღლის პატარებისთვის, რის გამოც FoppaPedretti იდეალური არჩევანია – ერთიანი და ერთჯერადი ინვესტიციით უზრუნველყოფთ შვილის მომავალს.

ლაბებეს ონლაინ თაროებზე მსოფლიო დონის ბრენდის სავარძლების 3 კოლექციას აღმოაჩენთ: Circle 360 i-Size, FP360 i-Size, Iturn i-size. დახვეწილი დიზაინის ფუნქციური მბრუნავი სავარძლები შექმნილია Easy Positioning-ის სისტემით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარსითი შეგიძლიათ შემოაბრუნოთ მანქანის კარისკენაც, რათა ბავშვს არ მოსწყინდეს მგზავრობა და თავს კომფორტულად გრძნობდეს.


სამივე კოლექციის საბავშვო სავარძლები კომფორტულია ანატომიური ადაპტერის, მელანჟის ქსოვილისა და დამატებითი ბალიშების წყალობით. თავსადები და უსაფრთხოების ღვედები ერთდროულად შეიძლება დარეგულირდეს სხვადასხვა სიმაღლეზე ერთი ხელის მოძრაობით, სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით.

მანქანის სავარძელი აღჭურვილია Safe Body Protection გვერდითი დარტყმის დაცვის სისტემით და დამატებითად ჩაშენებული Comfort Kid Pad დაცვით (100 სმ სიმაღლიდან). გარდა ამისა, გააჩნია ორმაგი დამაგრების სისტემაც.

ბრენდის სავარძლები გამოიყენება შემდეგი წესის დაცვით: 40-იდან 105 სმ-ამდე სიმაღლის ბავშვებისთვის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, ხოლო 76 სმ სიმაღლისა და 15 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის კი მოძრაობის მიმართულებით.

FoppaPedretti-ის მანქანის დასაწვენი სავარძელს დამატებით არ სჭირდება სპეციალური ბაზა – მისი დამაგრება პირდაპირ შეგიძლიათ i-Size ლოგოთი მონიშნული მანქანის სავარძლებზე, რაც შეგიმსუბუქებთ ყოველდღიურობას და არ მოგიწევთ ზედმეტად დახარჯვა.

ლაბებეში შოპინგით დროის დაზოგვა შეგიძლიათ, ხოლო გზამკვლევად ამ და სხვა ბლოგების გამოყენება, რითაც ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და ზედმეტი ორჭოფობის გარეშე გადაწყვეტთ, არჩევანი რომელ მოდელზე შეაჩეროთ. შეძენილ პროდუქტს 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,150 
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
776 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
826 
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
901 
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
652 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
Foppa Pedretti FP360 i-Size Black - ავტომანქანის საბავშვო სავარძელი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,150 
Peg Perego Primo Viaggio SLK Mon Amour - ავტომანქანის საბავშვო სავარძელი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
776 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
826 
Peg Perego Viaggio 2-3 Flex Wonder Grey - ავტომანქანის საბავშვო სავარძელი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
901 
Peg Perego Viaggio 2-3 Surefix Black - ავტომანქანის საბავშვო სავარძელი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
652 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია ემოციების აღრევა, გაურკვევლობა და დაბნეულობა, რაც იმით აიხსნება, რომ პატარები სწორედ ადრეულ ასაკში იწყებენ ემოციურ თვითკონტროლს, შემეცნებასა და ინტელექტის განვითარებას.
ამ ბლოგში აღმოაჩენთ იტალიური ბრენდის Peg Perego-ის ბავშვის საკვებ სკამებს, რომლებიც ელეგანტური დიზაინით, კონცეფციით, გამოყენებული მასალებითა და ფუნქციურობით გამოირჩევა.
მშობლები მუდმივად ცდილობენ შექმნან მხიარული გარემო შვილებისთვის, უზრუნველყონ მათი ბედნიერება და კეთილდღეობა.