5 ფაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ არჩიოთ საბავშვო მატრასი
მშობლებისთვის პრემიუმ ხარისხის საბავშვო პროდუქცია ყოველთვის იყო და არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. როცა ბავშვზე ვზრუნავთ, ყველა დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს და ყოველი წვრილმანით იქმნება საბავშვო ოთახი, რომლის შემადგენლობაში ავეჯი და აქსესუარები შედის.
თუ შვილის დაბადებისთვის ემზადებით ან, უბრალოდ, ინტერიერს განახლება გადაწყვიტეთ, ხარისხიან საბავშვო საწოლთან ერთად მატრასის შეძენაც უნდა განიხილოთ, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ. ბავშვისთვის შექმნილი მატრასი ჯანსაღი ძილის და დასვენების საუკეთესო საშუალებაა, რომელშიც ინვესტიციის ჩადება შეგიძლიათ.
იდეალური მატრასი თქვენს პატარას ცხოვრების ჩვეულ სტილსა და რიტმს შეუცვლის. მასთან ბავშვი მხოლოდ კომფორტს იგრძნობს, რადგან ორთოპედიული და ორმხრივი მატრასი სტანდარტული მოდელებისგან რადიკალურად განსხვავდება და უფრო მეტ სარგებელს ქმნის.
თუ შვილის ოთახის მოსაწყობად მზადებას იწყებთ და მატრასის ძიებაში ხართ, ამ ბლოგში ლაბებეს 5 რჩევას აღმოაჩენთ, რაც დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო პროდუქტი შვილის კეთილდღეობისთვის.
როგორ უნდა შეარჩიოთ მატრასი ბავშვისთვის?
ლაბებეს ვებგვერდის საბავშვო მატრასების კატეგორიაში მრავალფეროვან ასორტიმენტს იპოვით – ორი წამყვანი ბრენდისგან წარმოებული მატრასები საშუალებას გაძლევთ, რომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი მშვიდად შეარჩიოთ.
რადგანაც საბავშვო მატრასზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ გვინდა სწორად შევარჩიოთ ნივთი, გარკვეული მახასიათებლებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
ორთოპედიულობა
ბავშვის სხეული დაბადებიდან გარკვეული პერიოდამდე ყველაზე სათუთი რამეა და სათანადო მზრუნველობა სჭირდება, რათა ტრავმა არ მიიღოს. რაკიღა ახალშობილი ყველაზე მეტ დროს თავის საწოლში ატარებს, მატრასიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს.
ბავშვის ხერხემალი დაბადებიდან 12-18 თვემდე გადის განვითარების და ფორმირების ეტაპს, რა დროს მისი დაზიანება საკმაოდ მარტივია. შესაბამისად, მშობლებს გმართებთ, რომ ყურადღება არ მოადუნოთ და შეურჩიოთ ისეთი მატრასი, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებს. ამ ასაკში რეკომენდებულია ორთოპედიული მატრასი, რომლის ზედაპირი მყარი და ბრტყელია.
ამ ტიპის მატრასის ძირი მკვრივი, ელასტიკური, თავისი ფორმის სწრაფაღმდგენია, ანუ არ დეფორმირდება და უბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. ამ ამოცანების შესრულებას შემდეგი მასალები უზრუნველყოფს: ორთოპედიული ქაფი, ლატექსირებული ქოქოსის ბოჭკო, Hollcon plus.
მაგალითად, ლაბებეში წარმოდგენილი Plitex-ის ბრენდის ორთოპედიული მატრასები დამზადებულია 100% ორგანული ანატომიური ლატექსისგან და ჰიპოალერგიული, ანტიბაქტერიული შემავსებლისგან. საბოლოოო ჯამში, მატრასი არ იპრესება, იკეცება და იშლება.
ბავშვის მატრასის ორთოპედიულობის მახასიათებლები დამოკიდებულია გამოყენებულ მასალებზე, კერძოდ, შემავსებლების სიმკვრივეზე. რაც უფრო მაღალია მასალის სიმკვრივე, მით მეტია პროდუქტის წონაც. ეს კი იმის პირდაპირპროპორციულია, რომ მატრასს დიდი ხნით და შეუფერხებლად გამოიყენებთ.
ორმხრივობა
ნებისმიერი ნივთი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება მშობელს და ბავშვს, ყოველთვის შეუცვლელ პრიორიტეტად რჩება. ასეთი სწორედ ის მატრასებია, რომლებსაც ორი მხარე აქვს და გრძელვადიანად გამოიყენება.
თუ გსურთ, რომ დაზოგოთ თანხა, მაგრამ რესურსი სწორად გამოიყენოთ, აუცილებლად გადახედეთ ლაბებეს ორმხრივ მატრასებს, რომელთა ერთი მხარე ორთოპედიულია, ხოლო მეორე – ანატომიური.
ასეთი მოდელი იდეალურია ბავშვის დაბადებიდან სკოლის ასაკამდე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ არჩევანი მასზე შეაჩეროთ. ორმხრივ მატრასს ორი განსხვავებული სიმკვრივის ზედაპირი აქვს და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით გამოიყენება.
ერთ-ერთი ასეთი მოდელი Plitex Organic Sisal-ია, რომელიც პრემიუმ ხარისხის უზამბარო მატრასია და შექმნილია 3D ბადის, ანატომიური ლატექსის და სხვა მასალებით. მისი ერთი ნაწილი სიზალისაა, მეორე კი – ლატექსის.
უსაფრთხოება
ცალსახაა, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ბავშვისთვისაა განკუთვნილი, უნდა იყოს საიმედო და მაქსიმალურად უსაფრთხო. გამონაკლისი არც საბავშვო მატრასია.
Labebe Boutique-ში შეგიძლიათ შეარჩიოთ ბავშვის საჭიროებებზე მორგებული მატრასი, რომელიც დამზადებულია სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი მასალებით.
იქიდან გამომდინარე, ბრენდის მატრასები აღჭურვილია ორი განსხვავებული ზედაპირით, ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ არ არსებობს განცალკევების საშიშროება. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ Plitex-ი მატრასის ფენებს მსოფლიოში საუკეთესო მასალით, Simalfa-ის შემავსებლით აწებებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდის ყველა მატრასი შემოწმებულია 16 კრიტერიუმით და არ შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთანავე, სერტიფიცირებულია OEKO-TEX® STANDARD 100-ით.
მატრასის შალითა
იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ჰიგიენა ნებისმიერ დროს და ადგილას ყოველთვის დასაცავია, განსაკუთრებით – ბავშვებთან. მატრასი ყოველდღიურად გამოიყენა და უფრო მეტადაც სჭირდება მოვლა, ვიდრე სხვა რომელიმე პროდუქტს.
იდეალური საბავშვო მატრასის შალითა, რომელიც ელვაშესაკრავზეა, მარტივად მოსახსნელი და გასარეცხი უნდა იყოს, რათა ჭუჭყი ან ლაქები არ დაგროვდეს. ასევე, შალითას ქსოვილი ჰაერგამტარიც უნდა იყოს, რათა შენარჩუნდეს თბორეგულაციის ტემპერატურა.
საბავშვო ორთოპედიული და ანატომიური უზამბარო მატრასის ზოგიერთი მოდელის შალითას ოთხივე მხრიდან დაჰყვება დამატებითი 3D ბადე, რომელიც კიდევ უფრო მეტ ვენტილაციას ახდენს და მატრასის შიგთავსს გადახურებისგან იცავს.
ბრენდის სანდოობა
ლაბებეში აღმოაჩენთ მსოფლიო დონის ბრენდებს, რომლებიც ქმნიან უკომპრომისო და საუკეთესო საბავშვო პროდუქციას, რითაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე მუდმივად გამოირჩევიან.
კომპანიისადმი სანდოობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია სასურველი ნივთის არჩევისას. შესაბამისად, რეკომენდებულია, რომ გაეცნოთ ბრენდის ღირებულებებს და მის პროდუქტს, თუ რას გთავაზობთ იგი.
Labebe-ში ბავშვის მატრასის არჩევისას აღმოაჩენთ Plitex-სა და Pali-ის, რომელთა ნაწარმი ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი ბუტიკში.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვები საუკეთესოს იმსახურებენ, ხოლო ლაბებეში იპოვით ყველაფერს, რაც კი შვილის ბედნიერებისთვის გჭირდებათ.