როგორ მოვამზადოთ უფროსი შვილი ოჯახის ახალ წევრთან შესახვედრად?

ოჯახის ახალ წევრს ბევრი ცვლილება მოაქვს: მშობლები ემზადებიან მასთან შესახვედრად, უფროსი შვილი კი ამ მოვლენებს თვალს აყოლებს და ხვდება, რომ მალე უმცროსი და ან ძმა ეყოლება. ბავშვის დაბადებას თავისი სირთულეებიც ახლავს, რომელთა შორისაც უფროსი შვილის სათანადოდ მომზადებაა.

პატარებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ გაიაზრონ არსებული მოცემულობა და ნელ-ნელა შეეგუონ სიახლეებს. ამ პროცესში მშობლებმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩადოთ, რათა ბავშვი ეჭვიანობის გრძნობამ და სხვა ემოციებმა არ დაამძიმოს. სწორი მიდგომებით, ადრეულ ეტაპზე საუბრის დაწყებითა და ჩვეული მზრუნველობით შეგიძლიათ, რომ თქვენს შვილს დაეხმაროთ და მოამზადოთ ახალშობილთან დასახვედრად.

უფროს შვილთან საუბრის დაწყება ორსულობის გაგებისთანავეა მიზანშეწონილი, რადგან საკმარისი დრო ჰქონდეს რაღაცების გასარკვევად. როცა მას გაუზიარებთ ახალ ინფორმაციას, ეცადეთ, რომ ესაუბროთ მისთვის გასაგებ ენაზე და დიალოგი არასაჭირო ტერმინებით არ გადატვირთოთ. ბავშვისგან მოსალოდნელი იქნება უსასრულო რაოდენობის კითხვების დასმა, რომლებსაც აუცილებლად უნდა გასცეთ პასუხი და დააკმაყოფილოთ მისი ცნობისმოყვარეობა.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სიტყვაში გულწრფელი იყოთ და მაქსიმალურად მარტივად გადმოსცეთ სათქმელი. ამით მიახვედრებთ, რომ მისი ინტერესი სრულიად ბუნებრივია და ოჯახში გულისყურით უსმენენ. სკოლამდელი ასაკის ბავშვს შესაძლოა ეჭვიანობამ შეაწუხოს და იფიქროს, რომ ახალშობილის გამო მას ყურადღებას მოაკლებთ. ამ მხრივ, უმჯობესია, რომ ისიც ჩართოთ მოსამზადებელ პროცესში – ერთად დაათვალიეროთ საბავშვო ავეჯი, ტანსაცმელი, იაროთ ექიმთან ვიზიტებზე და თანაბრად გაანაწილოთ თქვენი დრო ორივე ბავშვზე.

როცა ოჯახის ახალი წევრიც გამოჩნდება, ეცადეთ, რომ მაშინაც ჩართოთ უფროსი და/ძმა ჩვილის მოვლის რუტინაში და აუხსნათ, რომ ამდაგვარი ზრუნვით შეძლებს ჩვილთან დაახლოებას და მის შესწავლას. ამასთანავე, ერთად სეირნობა, თამაში, ზღაპრების კითხვა აქციეთ საერთო ტრადიციად, რის შედეგად ორივე პატარას ერთდროულად დაუთმობთ თქვენს ყურადღებას.

დაკავშირებული პროდუქტები

ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,770 ₾
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,570 ₾
დანაზოგი 20%
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
3,240 ₾ 2,592 ₾
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,770 ₾
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,570 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

სამშობიარო ჩანთის ჩექლისტი მომავალი დედებისთვის. გაიგეთ, რა ნივთები უნდა მოამზადოთ ახალშობილისთვის, საკუთარი თავისა და მშობიარობის დღისთვის.
როგორ შევხვდეთ ბავშვის დაბადებას მშვიდად? სანდრა რულოვსის რჩევები ფსიქოლოგიურ მზაობაზე, სტრესის მართვასა და წყვილის ურთიერთობის ჰარმონიაზე.
ბავშვის პირადი საზღვრები ადრეული ასაკიდან ყალიბდება. გაიგეთ, როგორ ესაუბროთ შვილს უსაფრთხო შეხებაზე, საიდუმლოებზე და რატომ უნდა იყოს მისი „არა“ ყოველთვის გათვალისწინებული.