​ როგორ დავგეგმოთ სასურველი ორსულობა?

ორსულობის დაგეგმვა რეკომენდებულია ექიმების მიერ, რადგან ასეთ დროს მთლიანი პროცესის ჯანსაღად წარმართვის შანსები უფრო იზრდება. გარდა ამისა, დაგეგმილი ორსულობა მომავალ მშობლებს ემოციურად და ფიზიკურად ამზადებს.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლობის და ორსულობის პერიოდი მოულოდნელობებით ხასიათდება, ბევრად უკეთესია, რომ პარტნიორთან ერთად განიხილოთ ორსულობა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რაც მოსალოდნელი შედეგების და მდგომარეობის გააზრებაში დაგეხმარებათ.

როგორ უნდა მოემზადოთ სასურველი ორსულობისთვის?

ვიზიტი ექიმთან

ყველაფერი იწყება სამედიცინო გამოკვლევებით. ექიმთან ვიზიტი პირველი ნაბიჯია, რომელიც წყვილმა უნდა გადადგათ, რათა განიხილოთ თქვენი სამედიცინო ისტორია – გაქვთ თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადება ან გაწუხებთ თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, წარსული გამოცდილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იღებთ თუ არა აქტიურად მედიკამენტებს და ა.შ.

პოტენციური რისკების ადრეული იდენტიფიცირება, პრევენცია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს თქვენი ორსულობის და ნაყოფის ჯანსაღ განვითარებაზე.

კვება და ვიტამინები

დაბალანსებული კვება ორსულობის პერიოდის აუცილებელი ელემენტია. ჭარბწონიანობა ან წონის ნაკლებობა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია, რომელსაც გარკვეული გართულებების წარმოშობა შეუძლია როგორც მომავალი დედისთვის, ისე – ნაყოფისთვის.

ამიტომ უმჯობესია, რომ თქვენს რაციონში დაამატოთ საკმარისი რაოდენობის ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. ჯანსაღ კვებასთან ერთად კი მიზანშეწონილია რეგულარული ვარჯიშიც, რომელიც მშობიარობას და მის შემდგომ პერიოდს ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გაგიმარტივებთ.

ცხოვრების წესის შეცვლა

ორსულებისთვის ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება საზიანოა, რადგან უარყოფით გავლენას ახდენს ქალის და ბავშვის ჯანმრთელობაზე. მაგალითად, იწვევს ნაყოფის ფიზიკურ ან/და გონებრივ დარღვევებს, ნაადრევ და გართულებულ მშობიარობას.

შესაბამისად, თუ გეგმავთ ორსულობას, აუცილებელია, რომ ეს საკითხიც გაითვალისწინოთ და შეეცადოთ თქვენი ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლა.

ემოციური მზადყოფნა

ორსულებში ემოციური ცვლილებები ბუნებრივია, მაგრამ მაინც საყურადღებო. თუ ამჩნევთ, რომ ხშირად დაძაბული ხართ და ნერვიულობთ, უნდა მიმართოთ სპეციალისტს და თვითნებურად მოგვარებას არ უნდა ეცადოთ. ქალის მენტალური კეთილდღეობა როგორც თავად მისთვის ისე მუცლადმყოფი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენს პარტნიორს ერთი და იგივე ღირებულებები გაქვთ მოცემულობასთან. საამისოდ ღიად საუბარი დაგეხმარებათ – გაიზიარეთ ერთმანეთი ფიქრები, იდეები, სურვილები და მოლოდინები.

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ დაგეგმილი ორსულობა ბევრ საკითხში ეხმარება წყვილს, გახსოვდეთ, რომ მოულოდნელი, დაუგეგმავი ორსულობა სავსებით ნორმალური და ბუნებრივია. 

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 
მარაგი ამოწურულია
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
305 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
305 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,574 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,574 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
965 
ძუძუთი კვება
გაყიდვაშია
254 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვისთვის კენგურუს არჩევას რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი განსაზღვრავს. გაიგეთ, როგორ შეარჩიოთ ერგონომიკული და კომფორტული მოდელი.
გაიგეთ, როგორ ესაუბროთ მოზარდს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სხეულის ცვლილებებზე, ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე მარტივად და სწორად.
ბავშვისთვის ბუსტერი მხოლოდ მაშინ შეარჩიეთ, როცა მისი სიმაღლე და განვითარების ეტაპი შეესაბამება. გაიგეთ, როდის არის ბუსტერი უსაფრთხო არჩევანი.