როგორ მოვაწყოთ იდეალური ზაფხული ბავშვებისთვის?


ზაფხული სკოლასა თუ ბაღში პაუზის, მეტი თავისუფალი დროისა და დაუვიწყარი დღეების პერიოდია. მზიანი, ნათელი ამინდი თითქოს თავადვე გვეპატიჟება სეირნობებზე, ახალ აღმოჩენებსა და სახალისო ექსპერიმენტებზე. მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ეს დრო ისე, რომ ყოველი დღე საინტერესო და გამორჩეული გახდეს ბავშვებისთვის?

როცა გარეთ კარგი ამინდია, დროა, ხმაურიან ქალაქს ცოტა ხანს მოშორდეთ. რა თქმა უნდა, ასეთი გასვლა არ გულისხმობს გრძელ და რთულ მარშრუტებს; მოკლე ლაშქრობა ტყის ტერიტორიაზე, მდინარის პირას პიკნიკი ან უახლოეს გორაკზე ასვლაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვებმა ჰაერი შეიცვალონ და ახალ გარემოში ითამაშონ.

ზაფხული სპორტული თამაშებისთვის იდეალური სეზონია. ფეხბურთი, საბავშვო ველოსიპედით რბოლა, ლახტი ან სახალისო თამაშების მოფიქრება პატარებისთვის ერთდროულად სიამოვნებაც იქნება და ფიზიკური აქტივობაც. თუ თავად მოიგონებთ რაიმე სახის შეჯიბრებას, შეგიძლიათ, გამარჯვებულებს სახალისო პრიზებიც გადასცეთ, როგორებიცაა ხელნაკეთი მედლები ან საყვარელი სასუსნავები.

ბავშვებისთვის საჭმლის მზადების პროცესი ხშირად დიდ თამაშად იქცევა. მარტივი რეცეპტების შერჩევა და ერთობლივად მომზადებული მსუბუქი სენდვიჩები, ხილის ფაფები ან იოგურტისგან დამზადებული ნაყინი არა მხოლოდ კულინარიულ უნარებს ავითარებს, არამედ ქმნის უძვირფასეს მოგონებებს, რომელთა აღბეჭდვაც კამერით შეგიძლიათ.

გახსოვდეთ, ზაფხული არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ დასვენებით. ეს პერიოდი შეიძლება გახდეს ინსპირაციისა და აღმოჩენების სეზონი, რომელიც ახალი შესაძლებლობებით სავსე იქნება თქვენი შვილისთვის. ჩანთაშივე და გულშიც. მნიშვნელოვანია, რომ ერთად გატარებულმა წუთებმა ბავშვებს არა მხოლოდ დიდი სიხარული დაუტოვოს, არამედ ახალი ცოდნაც შესძინოს.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 ₾
მარაგი ამოწურულია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 110 X 80
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.