როგორ ვიზრუნოთ ბავშვებზე ზაფხულში?

ზაფხული მშვენიერი სეზონია, მაგრამ პატარებისთვის ის ბევრ საფრთხესაც წარმოადგენს – მაღალი ტემპერატურა, მზის სხივები, გადახურება და დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება – ეს ყველაფერი ბავშვების ორგანიზმზე ბევრად უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე უფროსებზე. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს ზაფხული კომფორტულად და უსაფრთხოდ გაატარებინოთ, რამდენიმე დეტალია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ამ სეზონზე.

დღის რომელი დროა საუკეთესო გასეირნებისთვის?

ცხელი ამინდის პირობებში დღის შუა საათები ბავშვებისთვის არასასურველია, რადგან მზის პიკი მერყეობს 11-იდან 5 საათამდე. ამ პერიოდში UV სხივები ყველაზე ძლიერია და ბავშვიც მალე იღლება, ღიზიანდება ან შეიძლება გადახურდეს კიდეც. სეირნობისთვის საუკეთესო დრო დილაა – 8-იდან 10 საათამდე, ხოლო საღამოს რეკომენდებულია 6 საათის შემდეგ, როცა მზე შედარებით ჩასულია და ნაკლებია გადახურების რისკის მიღება. ამასთანავე, ნებისმიერ დროს ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ უმჯობესია ჩრდილოვანი ადგილის არჩევა.

სჭირდება თუ არა ჩვილს მზისგან დამცავი კრემი?

თუ ბავშვი 6 თვეზე პატარაა, გირჩევთ, რომ მზის მავნე სხივებისგან დაცვა ძირითადად ჩრდილით და ტანსაცმლით უზრუნველყოთ, რადგან ამ ასაკში დამცავი კრემები პედიატრებისგან რეკომენდებული არ არის. თუ პატარას უკვე ექვსი თვე შეუსრულდა ან მეტი წლისაა, გამოიყენეთ სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ჰიპოალერგიული SPF 50+ კრემი. არ დაგავიწყდეთ, რომ მზისგან დაცვა საჭიროა მაშინაც კი, როცა ჩრდილში იმყოფებით, ვინაიდან UV სხივები მაინც აღწევს კანში.

როგორი ტანსაცმელი სჭირდება ბავშვს?

ზაფხულში ბევრს ჰგონია, რომ რაც ნაკლები ეცმევა ბავშვს, მით უკეთესია მისთვის. თუმცა სინამდვილეში, სწორად შერჩეული ბამბის, ჰაეროვანი ტანსაცმელი ბავშვს სიცხისგან ყველაზე კარგად იცავს. ის არა თუ აორთქლებს ოფლს და არ აძლევს კანს გაღიზიანების საშუალებას, არამედ მზისა და კოღოებისგანაც ეფექტურად იცავს. მიზანშეწონილია, რომ მოარიდოთ სინთეტიკას, რადგან ამ ტიპის ქსოვილს არ აქვს ჰაერგამტარობის უნარი, ზრდის ოფლიანობას და კანის გაღიზიანების დონეს. ასე რომ, ფართო ქუდი, ღია ფერები და თავისუფალი ფორმა – ზაფხულის ტანსაცმლის შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია.

როგორ ავარიდოთ ბავშვს გადახურება?

პატარების ორგანიზმი სიცხეს უფრო მძაფრად აღიქვამს, ამიტომ ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სითხის საკმარისად მიღება, ჩრდილოვანი ადგილის არჩევა სეირნობისას და მსუბუქი ქუდის გამოყენება. გარდა ამისა, კარგი ვენტილაცია სახლის პირობებშიც აუცილებელია. გარეთ ყოფნისას საჭიროა, რომ მუდმივად ადევნოთ თვალყური თქვენს შვილს; თუ კანი ზედმეტად ცხელია, გაოფლილი ან მოულოდნელად გაწითლდა, ეს უკვე გადახურების პირველი ნიშნებია. ასეთ დროს სჯობს, რომ დაუყოვნებლივ გადაიყვანოთ ბავშვი გრილ ადგილას და მიაღებინოთ საკმარისი რაოდენობის სითხე.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 ₾
მარაგი ამოწურულია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 110 X 80
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.