რატომაა ძუძუთი კვება ბავშვისთვის მნიშვნელოვანი?

ბავშვის დაბადების შემდეგ ხშირად ჩნდება კითხვები: საკმარისია თუ არა დედის რძე, რატომ ტირის პატარა, როგორ მოვუაროთ სწორად? ამ ეტაპზე ძუძუთი კვება ითვლება მთავარ რესურსად, რომელიც ახალშობილს აწვდის არა მხოლოდ საკვებს, არამედ უზრუნველყოფს მის ფიზიოლოგიურ და ემოციურ საჭიროებებსაც.

ლაქტაციის მრჩეველი, ნინო ხაცაკვაძე ლაბებესთან აღნიშნავს, რომ ძუძუთი კვებას ორმაგი ძალა აქვს – ის ამშვიდებს როგორც ბავშვს, ისე – დედას. როდესაც პატარა ძუძუს ჭამს, დედის ორგანიზმი იწყებს სწრაფ აღდგენას: საშვილოსნო სწრაფად იკუმშება, ტკივილი თანდათან ქრება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის ემოციური კავშირია, რომელიც ორსულობის დროს დაიწყო და ძუძუთი კვებით ისევ გრძელდება და კიდევ უფრო ღრმავდება.

კანის კანზე შეხების კავშირი

ტირილი, მოუსვენრობა, ცქმუტვა – ეს ყველაფერი ახალშობილის ყოველდღიური ნაწილია. თუმცა, როგორც კი ის დედას ეხება, გარშემო ყველაფერი მშვიდდება. კანის პირდაპირი შეხება მხოლოდ ფიზიკურ სიმშვიდეს არ მოიცავს, არამედ კომუნიკაციის პირველი ფორმაცაა, რომელიც ბავშვს უსაფრთხოებასა და თავდაჯერებას სძენს. ამიტომაც რეკომენდებულია, რომ ახალშობილს არ ეცვას ხელთათმანები, რადგან კანის უშუალო კონტაქტი არის ის, რაც ბავშვს ყველაზე მეტად ამშვიდებს.

ძუძუთი კვების პირველი დღეები

ბევრი დედა ფიქრობს, რომ მხოლოდ რამდენიმე წვეთი ხსენი საკმარისი ვერ იქნება. სინამდვილეში სწორედ ეს პირველადი რძე ითვლება უმდიდრეს საკვებად. ის შეიცავს მაღალ ცხიმიანობასა და საკვებ ნივთიერებებს, რის გამოც ახალშობილისთვის ნამდვილი „ნუტრიციული ოქროა“. სულ რამდენიმე მილილიტრიც კი სრულად აკმაყოფილებს ბავშვის საჭიროებებს. დედის რძე იმდენად მორგებულია პატარას ფიზიკურ მოთხოვნილებებს, რომ მისი რაოდენობა ყოველთვის ზუსტად იმდენს შეესაბამება, რაც ჩვილს სჭირდება დანაყრებისთვის.

რძის ცვლილება ასაკის მიხედვით

დედის რძე უნიკალურია, რადგან მისი შემადგენლობა იცვლება როგორც ბავშვის ზრდასთან ერთად, ისე – დღის განმავლობაში. დილის რძე ხელს უწყობს გაღვიძებას, საღამოსას კი – ძილს, რადგან სეროტონინისა და მელატონინის დონე სხვადასხვაგვარია. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ დედის რძე „ცოცხალი ორგანიზმია“ და მას ვერაფერი ანაცვლებს. ასე დედის ორგანიზმი ბუნებრივად ერგება ბავშვის საჭიროებებს.

ბუნებრივი დაცვა და ანტისხეულები

დედის რძე ბავშვის იმუნურ დაცვასაც უზრუნველყოფს. თუ დედას გადატანილი აქვს ვირუსი, ანტისხეულები რძეში ჩნდება და ახალშობილზე გადადის, რაც მის იმუნურ სისტემას აძლიერებს. ამის ნათელი მაგალითი იყო კოვიდის პანდემია – ძუძუთი კვებით ჩვილები ანტისხეულებს იღებდნენ.

კვების ეტაპები 0-2 წლამდე

პირველი ექვსი თვე ბავშვისთვის საუკეთესოა მხოლოდ ძუძუთი კვება. ამის შემდეგ ნელ-ნელა ემატება დამატებითი მყარი საკვები, თუმცა რძე მაინც მთავარ ადგილს ინარჩუნებს. ერთი წლის შემდეგ მყარი საკვების წილი იზრდება, მაგრამ დედის რძე კვლავ აუცილებელი რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, ძუძუთი კვება მინიმუმ ორი წლამდე უნდა გაგრძელდეს, რადგან სწორედ ამ პერიოდში აქვს მას უდიდესი გავლენა როგორც ჯანმრთელობაზე, ისე – ემოციურ განვითარებაზე.

ძუძუთი კვება ერთდროულად მოიცავს ზრუნვას, სიყვარულსა და ბუნებრივ დაცვას. დედისთვის ის დამამშვიდებელი და შეუცვლელი დამხმარეა ფიზიკური აღდგენისას, ხოლო ბავშვისთვის – საუკეთესო დასაწყისი სიცოცხლის გზაზე.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 
მარაგი ამოწურულია
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
305 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
305 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,574 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,574 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
965 
ძუძუთი კვება
გაყიდვაშია
254 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვისთვის კენგურუს არჩევას რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი განსაზღვრავს. გაიგეთ, როგორ შეარჩიოთ ერგონომიკული და კომფორტული მოდელი.
გაიგეთ, როგორ ესაუბროთ მოზარდს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სხეულის ცვლილებებზე, ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე მარტივად და სწორად.
ბავშვისთვის ბუსტერი მხოლოდ მაშინ შეარჩიეთ, როცა მისი სიმაღლე და განვითარების ეტაპი შეესაბამება. გაიგეთ, როდის არის ბუსტერი უსაფრთხო არჩევანი.