რა ვაჩუქოთ ტყუპების მშობლებს?

ერთდროულად ორი ახალშობილის მშობლად გახდომა ისეთი უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც დედ-მამისგან ორმაგ ყურადღებას, ძალისხმევასა და დროს საჭიროებს, ვიდრე ერთშვილიანი ოჯახებისგან. ორი პატარას აღზრდა გაცილებით რთული პროცესია, რომელსაც მუდმივად თან ახლავს უამრავი სიურპრიზი, თავგადასავალი და დაუსრულებელი საქმეები. 

ტყუპების მშობლები ნამდვილად გმირები არიან, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ. თუ თქვენს მეგობრებს ორი თოთო ან უკვე წამოჩიტული შვილები ჰყავთ და მათთვის განსაკუთრებულ და ექსკლუზიურ საჩუქრებს ეძებთ, ამ ბლოგში აღმოაჩენთ იდეებს, რომლებიც მთელი ოჯახის გახარებაში დაგეხმარებათ.

საბავშვო ეტლი და მანქანის სავარძელი

ოჯახის ახალი ეტაპი დაწყება ეტლის და მანქანის სავარძლის გარეშე წარმოუდგენელია; სწორედ ეს ორი ნივთია, რომელთა საჭიროებასაც მშობლები პირველივე წამებში განიცდიან. რაკიღა ბაზარზე ძირითადად სტანდარტული საბავშვო ეტლებია წარმოდგენილი, ხშირად ტყუპების ეტლის პოვნა რთულ ამოცანად იქცევა. 

ამიტომ მშობლებისთვის ეტლის ჩუქება იდეალური გადაწყვეტილება იქნება, რითაც მათ საყიდლების სიას შეამსუბუქებთ. ლაბებეში იტალიური ბრენდების პრემიუმ ხარისხის ტყუპების ეტლებს შეხვდებით, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, უმაღლესი ხარისხის მასალებითა და ფუნქციურობით. თანაც მათი ჩარჩო ალუმინისგანაა დამზადებული, რის შედეგად მარტივად არ ფუჭდება.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველ ეტაპზე ყველაზე ხშირად გამოსაყენებელ პროდუქტებს შორის საბავშვო ავტოსავარძელიცაა, რომელიც ეტლზე არა ნაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში. ქარსითი მაშინვე დასჭირდება ახალბედა მშობლებს, როგორც კი სამშობიაროდან გამოვლენ.

თანამედროვე სავარძლების, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს, არჩევას Labebe-ს როგორც ვებგვერდზე, ისე მაღაზიაში შეძლებთ. თუ დროის უკმარისობას უჩივით, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ სასურველი ნივთი შეუკვეთოთ, რომელიც 24 საათის განმავლობაში თქვენს ან ადრესატის კართან გაჩნდება.

მშობლის ტევადი ჩანთა

გასაკვირი სულაც არაა, რომ ტყუპების მშობლებს ორჯერ მეტი ტანსაცმლის, სათამაშოებისა და ჰიგიენური საშუალებების ტარება უწევთ, ვიდრე სხვებს. ორ ბავშვთან ყოფნა ხომ უკვე ნიშნავს, რომ სახლში არაფრის დატოვება არ შეიძლება, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება რომელიმე პატარას თავისი საყვარელი დათუნია მოუნდეს.

მშობლის ჩანთა, რომელიც ტევადობით და გამძლეობით გამოირჩევა, ოპტიმალური საჩუქარი იქნება ამ პრობლემის გადასაჭრელად. ლაბებეში შეგიძლიათ აირჩიოთ მხარზე გადასაკიდი ჩანთა ან ზურგჩანთა – ორივე მათგანი ყველა საჭირო ნივთს დაიტევს და წარსულში დატოვებს აქამდე არსებულ სირთულეებს.


განმავითარებელი სათამაშოები

ის, რაც არასდროსაა საკმარისი, ბავშვების სათამაშოებია, რომლებსაც უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ პატარებზე. განმავითარებელი ტიპის სხვადასხვა სათამაშო პირველი თვეებიდანვე აუცილებელია, რათა ბავშვმა დაიწყოს ტაქტილური შეგრძნებების და სხვა უნარების განვითარება.

თუ სერტიფიცირებულ და ეკოლოგიურ სუფთა სათამაშოებს ეძებთ, გადახედეთ Labebe Boutique-ის ფერად, ნაირნაირ და პრემიუმ კლასის თოჯინებს, ასაწყობ ბლოკებსა და რბილ სათამაშოებს, რომელთა ანალოგის პოვნა შეუძლებელია და თქვენც წამში შეგიყვარდებათ, როცა შეხედავთ.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
226 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
1,359 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
1,359 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
Jolijou Poupon Couffin Naturel Pola Blanc / Rose - რბილი სათამაშო თოჯინა - image 1 | Labebe
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
106 
Peg Perego Backpack Graphic Gold - დედის ზურგჩანთა - image 1 | Labebe
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
279 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
2,309 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
226 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
1,359 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
1,359 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
106 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
279 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
2,309 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 

მეტი სასარგებლო სტატიები

შეარჩიეთ საუკეთესო საჩუქრები ლაბებე ბუტიკში ახალბედა მშობლებისთვის და აგრძნობინეთ თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ამ ახალ და ხანგრძლივ თავგადასავალში.
ამ ბლოგში ტოპ ბრენდების პროდუქციას აღმოაჩენთ, რომლის ხარისხი იმდენად გამორჩეულია, რომ ნივთის გამოყენება შესაძლებელია წლების განმავლობაში. 
მშობლები ყოველთვის ეძებენ საუკეთესო გზებს, რომ პატარებს შეუქმნან მათზე მორგებული გარემო როგორც განვითარებისთვის, ისე – სათამაშოდ.