ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული 2025 – დედების მხარდაჭერა

ყოველ წლის 1-ელი აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული – ინიციატივა, რომელიც დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის მხარდაჭერას ემსახურება. ამ კვირეულის პერიოდში მთელი მსოფლიოს ყურადღება განსაკუთრებით მიმართულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძუძუთი კვება როგორც ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის, ისე – დედის კეთილდღეობისათვის.

La Leche League International“-ის თანახმად, 2025 წლის მსოფლიო ძუძუთი კვების კვირეულის თემაა „ძუძუთი კვების უპირატესობა: მხარდაჭერის მდგრადი სისტემების შექმნა“. აღნიშნული თემა ხაზს უსვამს ძუძუთი კვების მხარდამჭერი გრძელვადიანი სტრუქტურების შექმნის აუცილებლობას, რაც მას ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომსა და პრაქტიკულს გახდის.

ეს ნიშნავს, რომ ყურადღების ცენტრშია არა მხოლოდ ძუძუთი კვების ფაქტობრივი სარგებელი, არამედ ისიც, თუ როგორ შეგვიძლია, როგორც საზოგადოებამ, დედებისთვის შევქმნათ კომფორტული და მხარდაჭერილი გარემო, სადაც მათ არ მოუწევთ არც დროის, არც სივრცის შეზღუდვებზე ფიქრი.

ძუძუთი კვების სარგებელი – მეტი, ვიდრე საკვები

ძუძუთი კვება უზრუნველყოფს ახალშობილისთვის სრულფასოვან, ბუნებრივ საკვებს, რომელიც იდეალურად აკმაყოფილებს მისი ორგანიზმის მოთხოვნილებებს. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჯანსაღ ზრდას და, ამავდროულად, ქმნის ძლიერ ემოციურ კავშირს დედასა და შვილს შორის.

დედასთვის კი ეს პროცესი ამცირებს მშობიარობის შემდგომ გართულებების რისკს, ეხმარება ენერგიის სწრაფ აღდგენაში და ხშირად დადებითად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზეც.

კომფორტის მნიშვნელობა

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვება ბუნებრივი პროცესია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ის ხშირად დაკავშირებულია სხვადასხვა გამოწვევასთან – იქნება ეს საზოგადოებრივ სივრცეებში კომფორტის ნაკლებობა, მოგზაურობისას საჭირო პირობების შექმნა თუ პირადი სივრცის დაცვა.

სწორად შერჩეული აქსესუარები დედებს აძლევს თავისუფლებას და უმაღლებს თავდაჯერებულობას, რათა ძუძუთი კვების პროცესი მიმდინარეობდეს მშვიდად – ყველგან და ყოველთვის.

Labebe Boutique-ის ახალი პროდუქტი – Perina Blue Pastel გადასაფარებელი ძუძუთი კვებისთვის

Labebe Boutique-ის ასორტიმენტში დაემატა ახალი, პრაქტიკული და თანამედროვე აქსესუარი – Perina-ის გადასაფარებელი ძუძუთი კვებისთვის, რომელიც დამზადებულია:

  • მაღალი ხარისხის, რბილი, ჰაერგამტარი და ბუნებრივი ბამბისგან – ორშრიანი მუსლინის ნაჭრისგან, რაც უზრუნველყოფს მუდმივად სიმსუბუქესა და ბავშვის კომფორტს;
  • ნაზი პასტელური ფერით, რომელიც ვიზუალურად მსუბუქია და მარტივად ერწყმის ნებისმიერ სტილს;

გადასაფარებელი ძუძუთი კვებისთვის იდეალურია როგორც სახლში, ისე საზოგადოებრივ ადგილებში, მოგზაურობისას ან სტუმრად ყოფნისას. პროდუქტი იცავს დედის პირად სივრცეს, ხოლო ჩვილისთვის ქმნის მშვიდ გარემოს.

ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულის მთავარი გზავნილი გვახსენებს, რომ მხარდაჭერის მდგრადი სისტემები არ იქმნება ერთ დღეში; ამისათვის საჭიროა თანმიმდევრული ნაბიჯები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და პრაქტიკული დახმარება. Labebe Boutique ყოველთვის მხარს უჭერს დედებს და ცდილობს მათი ყოველდღიურობა გახადოს უფრო მარტივი, კომფორტული და სიყვარულით სავსე, რადგან დედების ბედნიერება პირდაპირ კავშირშია შვილების ჯანმრთელ და ბედნიერ მომავალთან.

დაკავშირებული პროდუქტები

საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
ძუძუთი კვება
გაყიდვაშია
82 
ძუძუთი კვება
გაყიდვაშია
82 
ძუძუთი კვება
გაყიდვაშია
82 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
ძუძუთი კვება
გაყიდვაშია
82 
ძუძუთი კვება
გაყიდვაშია
82 
ძუძუთი კვება
გაყიდვაშია
82 

მეტი სასარგებლო სტატიები

იცით, რომ ძაღლის ტკიპა ბორელიოზს არ გადასცემს? გაიგეთ, როგორ აიცილოთ თავიდან ტკიპას  კბენის საშიშროება და სწორად დაიცვათ ბავშვები ზაფხულში.
ეძებთ საწოლს, რომელიც ახალშობილის აკვნიდან სრულფასოვან საწოლად გარდაიქმნება? აღმოაჩინეთ Erbesi Evolution ლაბებეში და დაზოგეთ ოჯახის ბიუჯეტი წლობით.
როგორ ვებრძოლოთ გაუცხოებას მოზარდობისას? გაეცანით ფსიქოლოგ ხათუნა ხაჟომიას რჩევებს შვილებთან მყარი კავშირის შესანარჩუნებლად.