მუსიკალური მობაილები

ჩამოსაკიდი კონსტრუქცია სათამაშოებით, რომელსაც შეუძლია ბავშვის დაწყნარება და გართობა გაღვიძების შემდეგ. ის ძალიან სასარგებლოა ბავშვის განვითარებისთვის. მუსიკალური მობაილი ხელს უწყობს ფოკუსის, მოტორიკისა და სმენის განვითარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ხმის რეგულირებისა და მელოდიების გადართვის ფუნქცია

კატეგორია მობაილები
ფასი

₾  –  ₾

  • 130₾
  • 244₾
ბრენდი
    • Nattou ბელგიური საბავშვო პროდუქციის ბრენდია, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის რბილი სათამაშოების, განმავითარებელი სათამაშოების, პრაქტიკული აქსესუარებისა და ბავშვისთვის საჭირო ნივთების წარმოებაში. საფუძვლიანი კვლევისა და განვითარების პროცესის (R&D) მეშვეობით, ჩვენ ვპასუხობთ თანამედროვე ბავშვებისა და მშობლების საჭიროებებს, ამასთან ვითვალისწინებთ მოდის უახლეს ტენდენციებსა და ევროპულ რეგულაციებს.


      შევქმნათ გარემო, სადაც თქვენს პატარას შეუძლია საათობით უდარდელად ითამაშოს, თამაშის პროცესში ისწავლოს და მაქსიმალურ კომფორტში იყოს — სწორედ ეს არის Nattou-ს მთავარი მამოძრავებელი ძალა 1988 წლიდან. ჩვენ თითოეულ სივრცეს თქვენთვის და თქვენი პატარასთვის ნამდვილ სამოთხედ ვაქცევთ!



      ჩვენი საყვარელი კოლექციები — შექმნილია ბელგიაში


      ყოველწლიურად ჩვენ ორიდან სამ ახალ კოლექციას ვქმნით. Nattou-ს თითოეული კოლექცია ყოველთვის ორი უნიკალური პერსონაჟის გარშემო იქმნება: ერთი — დროში გამოცდილი და საყვარელი პერსონაჟი, რომელიც აუცილებლად მოეწონება თქვენს პატარას, ხოლო მეორე — თანამედროვე, გამორჩეული და მოულოდნელი პერსონაჟი, რომელიც ბავშვის სივრცეს მოდურ ელფერს სძენს და საბავშვო პროდუქციის ასორტიმენტს კიდევ უფრო ამდიდრებს.



      ვეგანური რბილი სათამაშოები და აქსესუარები ბავშვებისთვის


      Nattou ვეგანური ბრენდია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ცხოველური წარმოშობის მასალებს და არ ვატარებთ ტესტირებას ცხოველებზე. ამგვარად, ჩვენ ხელს ვუწყობთ არა მხოლოდ ცხოველების კეთილდღეობას, არამედ გლობალური დათბობის შემცირებასაც!



      ჩვენი კოლექციების შექმნისას ყოველთვის ვეყრდნობით ოთხ ძირითად ღირებულებას



      ხარისხი


      Nattou-ს რბილი თუ სხვა სათამაშო თქვენი პატარასთვის შეიძლება გახდეს საუკეთესო მეგობარი ყოველი თავგადასავლის დროს და საიმედო ნუგეში რთულ მომენტებში. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ბავშვის საყვარელი რბილი სათამაშოები და აქსესუარები წლების განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს თავისი ღირებულება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ გამოყენებულ მასალებს, პროდუქტის დიზაინს და წარმოების მეთოდებს. Nattou-სთან ერთად შეგიძლიათ მშვიდად იყოთ თქვენი ბავშვის განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში.



      უსაფრთხოება და დაცულობა


      თითოეული სათამაშოს დიზაინი, შერჩეული მასალები და ფორმები, დამუშავების პროცესი და შეფუთვაც კი გულდასმით მოწმდება, რათა ისინი ყოველთვის შეესაბამებოდეს ევროპულ უსაფრთხოების რეგულაციებს. ისიამოვნეთ მშობლობის ყოველი მომენტით და იმ განსაკუთრებული წუთებით, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია — თქვენი ბავშვის უსაფრთხოებაზე შიშის გარეშე.



      მოსახერხებელი გამოყენება


      საბავშვო პროდუქტები მხოლოდ ლამაზად არ უნდა გამოიყურებოდეს — ისინი პრაქტიკულიც უნდა იყოს! დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, ჩვენი საბავშვო სათამაშოები შექმნილია პატარას ნაზი თითებისთვის და აღჭურვილია სხვადასხვა მოსახერხებელი ადგილით დასაჭერად.

      ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რათა თქვენი ბავშვის მოვლა და ყოველდღიური გამოყენება კიდევ უფრო მარტივი გავხადოთ. ჩვენ შთაგონებას მშობლების ყოველდღიური გამოწვევებიდან ვიღებთ და ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი მომხმარებლების გამოცდილებას.

      ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი საძილე ტომრები გვერდითი ელვაშესაკრავითა და მხარზე განთავსებული ღილაკით, რაც საფენის მარტივად გამოცვლის საშუალებას იძლევა.



      განვითარებაზე ორიენტირებული


      ყველა მშობელს სურს საკუთარი შვილისთვის საუკეთესო შექმნას. ჩვენც გვჯერა, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საუკეთესო პირობები.

      Nattou განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული საბავშვო პროდუქტის დიზაინს, რათა მას პრაქტიკულ ფუნქციასთან ერთად განმავითარებელი დანიშნულებაც ჰქონდეს.

      ჩვენი სათამაშო ხალიჩები შეიცავს უამრავ დეტალსა და სხვადასხვა დასაჭერ ელემენტს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის მოტორული უნარების განვითარებას. ჩვენი პრაქტიკული სილიკონის ჭურჭლის ნაკრებები კი ბავშვს დამოუკიდებლობის ეტაპობრივად სწავლაში ეხმარება.

      სრულად ნაკლები
    • ხარისხი! სტილი! კომპეტენცია!

      კომპანია დაიბადა მისი მფლობელის პაოლა ჩერუბინის ბრწყინვალე კრეატიულობის წყალობით, რომელმაც 70-იანი წლების დასაწყისიდან, თანდაყოლილი გემოვნებითა და პროდუქტიული დინამიზმით, მიიყვანა Picci წამყვან კომპანიამდე ბავშვების მოვლის სექტორში. კოლექციები დღესდღეობით იყიდება ორი ბრენდის ქვეშ: Picci და Dili. ჩვენი ორივე ბრენდი წარმოადგენს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: აკვნებით დაწყებული და უთვალავი აქსესუარებით დამთავრებული. ყველაფერი განკუთვნილია ბავშვის საძინებლისთვის და მათ გასართობად.

      ჩვენი მისია
      შემოქმედება. წარმოება. დიზაინი.

      იტალიური წარმოება და დიზაინი. ჩვენ ვქმნით და ვაწარმოებთ ხარისხიან, მოდურ პროდუქტებს ძლიერი იდენტობით. ჩვენ ვიყენებთ პირველი კლასის მასალებს, როგორიცაა 100% ბამბა, ჰიპოალერგიული შემავსებლები და არატოქსიკური საღებავები, რადგან ბავშვის ჯანმრთელობა უპირველესი პრიორიტეტი და პარამეტრია ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

      სრულად ნაკლები
კოლექცია
ასაკი
ქვეყანა
განმავითარებელი სათამაშოები
გაყიდვაშია
244 ₾
განმავითარებელი სათამაშოები
გაყიდვაშია
244 ₾
მუსიკალური მობაილები
გაყიდვაშია
244 ₾
განმავითარებელი სათამაშოები
გაყიდვაშია
244 ₾
Baby Mix Parrots and Butterflies - მუსიკალური მობაილი რბილი სათამაშოებით - image 1 | Labebe
განმავითარებელი სათამაშოები
გაყიდვაშია
151 ₾
Baby Mix Friends - მუსიკალური მობაილი რბილი სათამაშოებით - image 1 | Labebe
განმავითარებელი სათამაშოები
გაყიდვაშია
151 ₾
Baby Mix Bunnies and Puppies - მუსიკალური მობაილი რბილი სათამაშოებით - image 1 | Labebe
განმავითარებელი სათამაშოები
გაყიდვაშია
151 ₾
მუსიკალური მობაილები
გაყიდვაშია
244 ₾
Baby Mix Birds - მუსიკალური მობაილი რბილი სათამაშოებით - image 1 | Labebe
განმავითარებელი სათამაშოები
გაყიდვაშია
151 ₾
Baby Mix Koalas - მუსიკალური მობაილი რბილი სათამაშოებით - image 1 | Labebe
განმავითარებელი სათამაშოები
გაყიდვაშია
151 ₾
Baby Mix Baby Moles - მუსიკალური მობაილი რბილი სათამაშოებით - image 1 | Labebe
განმავითარებელი სათამაშოები
გაყიდვაშია
151 ₾
მუსიკალური მობაილები
გაყიდვაშია
244 ₾

სასარგებლო სტატიები

ჩვენი ბლოგი არის ცოდნის ბაზა ორსული ქალებისა და ახალგაზრდა დედების დასახმარებლად.
ჩვენ გვსურს გაგრძნობინოთ ზრუნვა თქვენზე და თქვენ პატარებზე.
სამშობიარო ჩანთის ჩექლისტი მომავალი დედებისთვის. გაიგეთ, რა ნივთები უნდა მოამზადოთ ახალშობილისთვის, საკუთარი თავისა და მშობიარობის დღისთვის.
როგორ შევხვდეთ ბავშვის დაბადებას მშვიდად? სანდრა რულოვსის რჩევები ფსიქოლოგიურ მზაობაზე, სტრესის მართვასა და წყვილის ურთიერთობის ჰარმონიაზე.