თავისუფალი თამაშის უპირატესობა ბავშვებისთვის

პატარების ენერგიულ სამყაროში ღია ტიპის თამაში ძიების და შემოქმედებითობის სამყაროში გადანაცვლების ტოლფასია. მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს თავისუფალი თამაში პატარებისთვის?

თავისუფალი თამაში შეუზღუდავი, ღია და ჩარჩოებს გაცდენილი თამაშის ფორმაა, რომლის დროსაც ბავშვს თავისუფლად შეუძლია თავისი ფანტაზია რეალობაში გადმოიტანოს, ისე, რომ არცერთ წესსა და კონკრეტულ ამოცანას არ მოერგოს. თავისუფალ თამაშში პატარები იყენებენ სათამაშოებსა და მასალებს, რომლებსაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული დანიშნულება, რაც საშუალებას აძლევს ბავშვებს იყვნენ საკუთარი თავგადასავლების დამპროექტებლები“.

ღია თამაში ხელს უწყობს ბავშვის შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარებას, ეხმარება მას პრობლემების გადაჭრის უნარის შეძენა-გამომუშავებაში. ამ უნარების განვითარების შემდეგ, ბავშვი უფრო მეტად გრძნობს, რომ დამოუკიდებელია არჩევანსა და გადაწყვეტილებებში; საკუთარ თავთან ამყარებს თავდაჯერებულობას.

ღია თამაში არა მხოლოდ ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნავს, მისი დახმარებით პატარები სოციალურ უნარებსაც გამოიმუშავებენ. შეუზღუდავი თამაშისას ბუნებრივად სწავლობენ გაზიარებას, თანამშრომლობასა და კომუნიკაციას.

ჩვენი პატარა მეგობრებისთვის თავისუფალი თამაში სასიამოვნო მოგზაურობაა საკუთარი თავის აღმოჩენისთვის, უნარების განვითარებისა და მხიარული კვლევისთვის, რომელიც საფუძველს უყრის სწავლისადმი სიყვარულს.

დაკავშირებული პროდუქტები

რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
106 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
113 
Label Label Wooden blocks 50pcs Pink - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
92 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
106 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
113 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
92 

მეტი სასარგებლო სტატიები

შვილის აღზრდა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც მშობელს შეიძლება ჰქონდეს. მასთან დაკავშირებით არაერთი დეტალი არსებობს, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
არსებობს ჯადოსნური გამოსავალი იმისათვის, რომ შვილს დამოუკიდებლად მოქმედება ასწავლოთ, ხოლო საკუთარი თავისთვის გამონახოთ დრო.
მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.