როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში?

მშობლების ყოველდღიურობა სავსეა შესასრულებელი ამოცანებით და პასუხისმგებლობებით, რაც თავისთავად ამცირებს მათ პირად დროს. მუდმივი საქმეები, ბავშვზე ზრუნვა და ქრონიკული გადაღლა მშობლის ფსიქო-ემოციურ დონეზე საგრძნობლად მოქმედებს.

მიუხედავად ამისა, არსებობს ჯადოსნური გამოსავალი იმისათვის, რომ შვილს დამოუკიდებლად მოქმედება ასწავლოთ, ხოლო საკუთარი თავისთვის გამონახოთ დრო. ბავშვები 2 წლის ასაკიდან იწყებენ უფროსების გარეშე თამაშს და წლების მატებასთან ერთად სათამაშო დროც იზრდება.

პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი ტიპის თამაშს სჭირდება ისეთი გარემო, რომელშიც ბავშვი თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობს; მაქსიმალურად შეძლებს გამოხატოს საკუთარი თავი და არ იყოს შებოჭილი.

თუ გსურთ, რომ შვილს ასწავლოთ, როგორ ითამაშოს მარტომ, მაშინ, როცა ოთახიდან გასული ხართ, შეუქმენით მყუდრო სათამაშო მოედანი წიგნებით, საყვარელი სათამაშოებით – კუბებით, მატარებლებით, სენსორული ფაზლებით, თოჯინებით და ა.შ. მსგავსად ორგანიზებული გარემო ბავშვის განწყობაზე დადებითად აისახება და შეძლებს, რომ თამაშის პროცესში მთლიანად ჩაეფლოს.

სივრცის მოწყობის პარალელურად, არ არის რეკომენდებული, რომ შვილი მაშინვე დატოვოთ მარტო. ყველაზე აპრობირებული მეთოდია, რომ მასთან ერთად დაიწყოთ თამაში და ნელ-ნელა შეამციროთ დრო.

დამოუკიდებელი თამაშის სწავლება არ გულისხმობს, რომ მეთვალყურეობაც უნდა მოვადუნოთ. როცა პატარა თავისით ერთობა, მნიშვნელოვანია, რომ მის გვერდით, შორიახლოს იყოთ და წაახალისოთ მისი ძალისხმევა სხვადასხვა დადებითი კომენტარით. 

დაკავშირებული პროდუქტები

რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
Label Label Stacking Train Blue - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
260 
ბავშვის ფეხების მასაჟი
გაყიდვაშია
127 
გონების სავარჯიშოები
გაყიდვაშია
278 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 

მეტი სასარგებლო სტატიები

ლაბებე გთავაზობთ ერთ სივრცეში თავმოყრილ საბავშვო პროდუქციას, ადგილზე მიწოდებისა და, ავეჯის შეძენის შემთხვევაში, აწყობის სერვისებს. ასე რომ, თქვენზე მორგებული შოპინგის გამოცდილების შექმნის დროა.
ბავშვებმა კითხვით თავისი წილი სიამოვნება უნდა მიიღონ და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაისტრესონ და კითხვა სავალდებულო აქტივობად ჩათვალონ.
სწორად შერჩეულ მანქანის სავარძლის შეძენამდე გარკვეული ფაქტორები და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რომლებსაც ამ ბლოგში აღმოაჩენთ.