როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვებს ზაფხულის პერიოდი?

ზაფხული ყველაზე მცხუნვარე, მზიანი და ფერადი სეზონია, რომელიც დიდსაც და პატარასაც უყვარს. თუმცა ზოგჯერ ტემპერატურის მომატებული მაჩვენებელი და მისგან გამოწვეული უმოქმედობა, გვღლის და გვინდა, რომ მალე აცივდეს. ზაფხულის მწველი მზე მშობლების ერთ-ერთი მტერია, რომელთათვის ბავშვის მოვლა უმთავრესი პრიორიტეტია. მაშინ, როდესაც ოჯახი ქალაქში რჩება და სიცხეს ებრძვის, მთავარი საზრუნავი პატარების გაგრილება ხდება,

როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვებს ზაფხულის პერიოდი?

  • აუცილებელია, რომ პაწიები მსუბუქად ჩაცმულნი იყვნენ. ამისათვის კარგი იქნება, თუ შეარჩევთ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ჰაერგამტარია. ასეთი, მაგალითად, ბამბაა, რომელშიც ბავშვის კანი სუნთქავს.
  • მსუბუქ ტანსაცმელთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პატარების ორგანიზმებსაც სჭირდება ჰიდრატაცია. თუკი ბავშვი უკვე მყარ კვებაზეა, ხშირად შესთავაზეთ მას წყალი.
  • რაკიღა ბავშვებს ძალიან უყვართ გარეთ თამაში და ამ სეზონზეც კი თავის შეკავება რთულია ამისგან, გამოსავალი ჩრდილში ყოფნასა და დროის განაწილებაშია. ამით პატარას აარიდებთ მზის პირდაპირი სხივებისგან. სეირნობისთვის უმჯობესი დრო ან დილაა, ან საღამო, როცა მზე არც ისე აქტიურია.
  • ნელთბილი აბაზანები და ჭყუმპალაობა ბავშვებს ახალისებს და მეტ ენერგიას მატებს. ამიტომაც, შეგიძლიათ კვირაში რამდენიმე დღე აბაზანებს დაუთმოთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ  ბოლომდე ცივი წყალი არ არის რეკომენდებული.
  • ქუდი და მზის სათვალე ზაფხულის განუყრელი მეგობრები არიან და მათ გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია. ფართოფარფლებიანი ან პანამა ქუდი უფრო კომფორტულია, ვიდრე ჩვეულებრივი კეპი.

მაღალი ტემპერატურის დროს ყურადღებით დააკვირდით თქვენს შვილებს, რადგან ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან სითბოს ზემოქმედების მიმართ. სანამ აგრილდება, ამ რჩევების გათვალისწინება უფროსებსაც შეგვიძლია. 

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
Perina Canopy Holder - საწოლის ფარდის დამჭერი - image 1 | Labebe
საწოლის ფარდები
გაყიდვაშია
35 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
142 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
139 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
158 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
239 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
204 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
195 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
167 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
187 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
281 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
258 

მეტი სასარგებლო სტატიები

შვილის აღზრდა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც მშობელს შეიძლება ჰქონდეს. მასთან დაკავშირებით არაერთი დეტალი არსებობს, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
არსებობს ჯადოსნური გამოსავალი იმისათვის, რომ შვილს დამოუკიდებლად მოქმედება ასწავლოთ, ხოლო საკუთარი თავისთვის გამონახოთ დრო.
მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.